იბერია კონფერენციის ლიგაში რომ ითამაშებდა, ეს ფაქტობრივად იაგელონიასთან პირველი მატჩის შემდეგვე გაირკვა. პოლონელებს პირველი მატჩი 4:0 ჰქონდათ მოგებული და თბილისში მშვიდად ჩამოვიდნენ და ჩვენთანაც იმარჯვეს – 2:1.
მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის თავზე გიორგი ქობულაძემ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და სტუმრები ხესუს იმაზის პენალტით გოლით დაწინაურდნენ; მალევე ზვიად ნაჭყებიამ ლამაზი გოლით უპასუხა; მეორე ტაიმში ანდერს კლინგემ მეორე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. საბოლოოდ, იბერია ორი მატჩის ჯამში 1:6 დამარცხდა და კონფერენციის ლიგის ძირითად ეტაპზე გადაინაცვლებს, რომლის წილისყრაც 28 აგვისტოს გაიმართება.
კონფერენციის ლიგის ძირითად ეტაპზე ექვსი ტურია. იბერია სამ მატჩს შინ ითამაშებს, სამს – სტუმრად. შეგახსენებთ, ქართული გუნდი ევროტურნირების ჯგუფში 22-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
