საბა საზონოვი ფაქტობრივად „ხეტაფეს“ ფეხბურთელია. კლუბს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ „მარკა“ წერს, რომ ქართველი მცველი მადრიდული კლუბის (ხეტაფე გეოგრაფიულად ესპანეთის დედაქალაქიდან 13 კილომეტრშია) ბაზაზე ვარჯიშობს. მას ამ კლუბში გადასვლამდე შარშანაც ცოტა დააკლდა.
ესპანური გაზეთი აზუსტებს, რომ საზონოვი ხოსე ბორდალასის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. აქამდე ის „ტორინოში“ თამაშობდა, თუმცა ტურინში ტრავმებს კლუბთან პრობლემებიც დაემატა. არადა, ქართველს ჯერ კიდევ შარშან, სატრანსფერო სეზონის ბოლო დღეს შეეძლო „ხეტაფეში“ გადასვლა და ამ შემთხვევაში მისი კარიერა შესაძლოა სხვანაირად წარმართულიყო.

შეგახსენებთ, რომ ბორდალასი ის მწვრთნელია, რომლის ხელშიც „ვალენსიაში“ მეოთხე მეკარედ ჩასული გიორგი მამარდაშვილი ძირითადი გუნდის კარში ჩადგა.
საბა საზონოვი 24 წლისაა. ის პეტერბურგშია დაბადებული. მისი სიმაღლეა 194 სანტიმეტრი. საზონოვმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებში 3 შეხვედრა ჩაატარა ესპანეთთან, მაროკოსა და მონღოლეთთან.
„ხეტაფე“ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო სეზონში მე-7 ადგილზე გავიდა. მის 16500-იან სტადიონს „კოლიზეუმი“ ჰქვია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი25/08/2026 | 07:37ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 09:52როგორ ითამაშა ფრანგული საიტის აზრით კვარაცხელიას ახალმა კონკურენტმა?
მთავარი ამბავი24/08/2026 | 08:26კვარა და დემბელე შესვენებისას შეცვალეს
