ადრიენ რაბიოს „მარსელში’’ კარისკენ მიუთითეს. ეს მოხდა საკმაოდ მკაცრი ფორმით, მას მერე, რაც ფრანგმა ვარსკვლავმა პარასკევ საღამოს, „რენთან’’ თამაშის შემდეგ, გასახდელში თანაგუნდელ ჯონათან როუსთან იჩხუბა.
თავიდან კლუბმა ფეხბურთელი დააჯარიმა და ვარჯიშიდან მოკვეთა, შემდეგ კი ტრანსფერზეც დაუყენებია. რამდენიმე კლუბს უკვე გაუგზავნია „მარსელისთვის’’ წინადადება. ელიან აქტიურობას იტალიიდან, სადაც რაბიო პოლულარულია.
ფრანგული მედია წერს, რომ სასჯელი დანაშაულის კვალობაზე არაადექვატურია. იტყობინებიან, რომ რაბიოს გარემოცვამ კლუბის გადაწყვეტილება ჯერჯერობით მხოლოდ ცნობად მიიღო. პრაქტიკული ნაბიჯები არ გადაუდგამს. ფეხბურთელის ვექილმა გაკვირვება გამოხატა. გაჩნდა ეჭვი, რომ „მარსელის’’ ხელმძღვანელობას ნახევარმცველის თავიდან მოსაშორებლად კარგი მიზეზი ჩაუვარდა ხელთ ან ჩხუბი უბრალოდ დადგმული იყო.
„ნება მოგვეცით კლუბის განცხადების ჭეშმარიტებაში ეჭვი შევიტანოთ. ტყუილია, როდესაც ამბობენ, რომ ბოლოხანს ფეხბურთელის ქცევა შეიცვალა. ეს თავიდან ბოლომდე სიცრუეა. გულწრფელად გეტყვით, შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ისტორია განზრახ არის შემოგდებული. ადრიენის თავიდან მოშორება უნდოდათ და ამისათვის სპექტაკლი დადგეს. შესაბამისად, მომხდარის შესახებ ჩვენს ვერაფერს ვიტყვით. ეს კლუბმა უნდა თქვას. მე და რაბიოს ოჯახს „მარსელის” ხელმძღვანელობასთან თბილი ურთიერთობა გვქონდა. უკვე წელიწადი შესრულდა, რაც ადრიენი „მარსელის’’ ახალ პროექტში მონაწილეობს მას ეს კლუბი ძალიან უყვარს. პარასკევს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, შაბათ-კვირას ყველა სახლში წავიდა და ვიფიქრეთ, რომ პრობლემა ამოიწურა, ამიერიდან მხოლოდ მომავალზე ვიფიქრებდით, ვარჯიშებს განვაახლებდით და „პარიზის’’ თამაშს შევისწავლიდით. ამიტომაც, როდესაც გავიგეთ, რომ ადრიენი ტრანსფერზე დააყენეს, სრული შოკი მოგვივიდა’’, – თქვა რომუალდ პალაომ, რომელმაც დასძინა, რომ ახლა ფეხბურთელის მომავალს სწრაფად უნდა დაგეგმვა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/08/2026 | 08:55არსენალს ვინისიუსი ჩაუვარდა და ბარკოლაზე გადაერთო
აქეთურ-იქითური08/08/2026 | 07:42სპორტი: მადლობას შენ უნდა უხდიდე ბარსელონას
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
