საქართველოს ნაკრებმა წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო – ჩვენმა გუნდმა ბულგარეთს 41:10 მოუგო.
ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მატჩის პერიპეტიებზე საუბარს აზრი არ აქვს – საქართველოს ნაკრების უპირატესობა თვალსაჩინო იყო.
გეტყვით იმას, რომ საქართველოს დედაქალაქში თავი ჩვენი გუნდის გარდა, ისრაელის, შვეიცარიისა და ბულგარეთის ნაკრებებმა მოიყარეს. ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ჩვენივე ჯგუფში ისრაელმა შვეიცარიას 23:13 მოუგო.
ხვალ საქართველოს ნაკრები შვეიცარიას შეხვდება, ხოლო ისრაელი ბულგარეთს დაუპირისპირდება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
