საუდის არაბეთის „ალ-იტიფაკის“ ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი ამსტერდამის „აიაქსში“ გადასვლასთან ახლოსაა. 33 წლის ნახევარმცველი საუდურ კლუბთან წასვლაზე შეთანხმდა. ჰენდერსონი მალე დიდ ბრიტანეთში დაბრუნდება, სადაც „აიაქსში“ გადასვლის საკითხს დაასრულებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, ნიდერლანდური კლუბი ერთ ნაბიჯშია 33 წლის ჰენდერსონთან პერსონალური კონტრაქტის პირობების შეთანხმებამდეო. მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ყველა ტურნირზე 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ხუთი საგოლე...
წელი: 2024
ფახთაქორი იყიდება
ტაშკენტის საფეხბურთო კლუბ ფახთაქორს ყიდიან, იუწყება უზბეკეთის სახელმწიფო აქტივების მართვის სააგენტო. საინტერესოა, რომ ამჟამად კლუბის აქციების 100% სახელმწიფოს ეკუთვნის. კლუბის შეძენისას, მოთხოვნები, ფახთაქორის საქმიანობის შენარჩუნება-განვითარებას, გუნდის საერთაშორისო დონეზე აყვანას და აკადემიის გაძლიერებას, ასევე საფეხბურთო კლუბის ბალანსზე მყოფი ყველა სპორტული ობიექტის, მათ შორის საფეხბურთო მოედნის, მხოლოდ სპორტული აქტივობებისთვის გამოყენებას ითვალისწინებს. ფახთაქორი უზბეკეთის 15-გზის ჩემპიონი და 13-გზის თასის...
ტაბიძე საბერძნეთში, შენგელიასთან…
თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას საბერძნეთის სუპერლიგის კლუბ „პანეტოლიკოსში“ გააგრძელებს – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული კლუბის ოფიიალური ვებგვერდი ავრცელებს. ტაბიძემ „პენტოლიკოსთან“კონტრაქტი მომავალი წლის ივნისამდე დარჩება, რის შემდეგაც შესაძლებელია კონტრაქტი ერთი წლით კიდევ გაგრძელდეს. „პენეტოლიკოსში“ ტაბიძე 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ქართველ მცველ სხვადასხვა დროს უთამაშია „საბურთალოში“, „გენტში“, „უფაში“. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 15 მატჩი....
ახალი თავი 1+3
ბორჯღალოსნებსა და „შავ ლომს“ ახალი მწვრთნელი ჰყავთ. 53 წლის ინგლისელი რიჩარდ კოკერილი წარსულში ინგლისური „ლესტერ ტაიგერსში“, შოტლანდიური „ედინბურგის“ და საფრანგეთში „ტულონისა“ და „მონპელიეს“ თავკაცი იყო, ედი ჯონსის წასვლის შემდეგ რამდენიმე თვე ინგლისის ეროვნულ გუნდსაც კი ედგა სათავეში. სპორტსმენობისას იყო კვაჭი და ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასზე უთამაშია, ამდენად, არის შერკინების სპეციალისტი და სამწვრთნელო კარიერა სწორედ...
ვალენსია თასიდან გავარდა
ესპანეთის „სამეფო თასის” მერვედფინალში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” შინ წააგო „სელტასთან” 1:3. მამარდაშვილს ამ შეხვედრაში, ისევე როგორც სხვა სათასო მატჩებში, მონაწილეობა არ მიუღია. კარს ჯაუმე დომენეკი იცავდა, რომელმაც წაგების შემდეგ თქვა: „შინ 1:3 დამარცხება მტკივნეულია. ძალიან გვინდოდა თასზე კარგად გამოვსულიყავით. გულშემატკივარმა გულმხურვალედ დაგვიჭირა მხარი, „მესტალია” სავსე იყო, ჩვენ კი სათანადოდ ვერ ვითამაშეთ. გადამწყვეტი როლი პირველი ორი...
კვარამ ერთი რომ შეაგდოს…
დღეს საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის ნახევარფინალია: „ნაპოლი” – „ფიორენტინა”. ნეაპოლელთა მწვრთნელი ვალტერ მაცარი ამ შეხვედრის წინ Mediaset-ს ელაპარაკა. „იტალიის სუპერთასი ჩვენთვის მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა. ყველა ღონე უნდავვიხმაროთ, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ. ამას ხან ვახერხებთ, ხან კი არ გამოგვდის. ასეთ პრესტიჟულ შეჯიბრებაში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებას მივაღწიოთ”, — თქვა მაცარიმ. კითხვაზე, არის თუ არა მისი გუნდი...
გაფრინდაშვილის არკა
„ბათუმის“ ყოფილმა ფეხბურთელმა თორნიკე გაფრინდაშვილმა პოლონეთში გუნდი შეიცვალა – იგი ექსტრაკლასას „ზაგლებიედან“ კარიერას რანგით მეორე ლიგის გდინიას „არკაში“ გააგრძელებს. „არკა“ პოლონეთის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში ლიდერთა შორისაა და ექსტრაკლასში დაბრუნებისთვის იბრძვის. გაფრინდაშვილი ახალ კუბში ექვსი თვე იჯარით ითამაშებს, ივნისში კი „ზაგლებიში“ დაბრუნდება. ამ გუნდის მაისურით გაფრინდაშვილმა სულ 30 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში...
მბაპეს 100 მილიონი
ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა თავდამსხმელ კილიან მბაპეს სეზონში 100 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი შესთავაზოს, რათა 25 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, რომელიც მომავალ ზაფხულს ეწურება. მადრიდის „რეალი“ მზადაა ფრანგს სეზონში 30 მილიონი ევრო გადაუხადოს. აღნიშნულია, რომ ეს თანხაც კი, რომელიც პსჟ-ის შეთავაზებას ჩამოუვარდება, ორჯერ აღემატება კლუბის სახელფასო სტრუქტურის ზედა ზღვარს. ხაზგასმულია, რომ „სამეფო კლუბს“ არ...
მტრისას, ისე წაეკიდნენ ერთმანეთს
როგორც პორტალი Dagospia წერს (ეს გახლავთ ცნობილი ადამიანების ცხოვრების დამალული ამბების გამომამზეურებელი საიტი), „მილანთან” 1:3 დამარცხების შემდეგ, „რომას” მეპატრონე დან ფრიდკინი და მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ ერთმანეთს შეხვდნენ და… გვარიანად იჩხუბეს. პორტუგალიელმა ამერიკელს ცრუ დაპირებებში დასდო ბრალი. ასეთ ვითარებაში ფრიდკინების ოჯახს არ შეეძლო სხვა გადაწყვეტილების მიღება გარდა „განსაკუთრებულის” სამსახურიდან გაშვებისა. Dagospia წერს, რომ შეხვედრის დროს ისმოდა...
ოსიმენი საკუთარ თავზე, აფრიკასა და პრემიერლიგაზე
ნიგერიის ნაკრებისა და „ნაპოლის” თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ამ დღეებში აფრიკის თასზე თამაშობს. ამ მიზეზით ის იტალიის სუპერთასის მატჩებს გამოტოვებს. მან სააგენტო „ფრანს პრესთან” სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. ამ საუბრის ამონარიდებს ქვემოთ გთავაზობთ: „მე „ნაპოლიში” ისტორია დავწერე. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი გოლი გავიტანე, წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. თუ ნიგერიის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასსაც მოვიგებ, მწვერვალს...









