წელი: 2024

Home 2024
ცინცაძემ და საქართველომ ისტორია დაწერეს
ჩანაწერი

ცინცაძემ და საქართველომ ისტორია დაწერეს

ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ტიტე კალანდაძის გუნდმა ბოლო ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინა 22:19 დაამარცხა. ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობაზე პირველად თამაშობდა. ბოსნიელებთან მატჩამდე ორი მატჩი წააგო – ნიდერლანდებთან (19:34) და შვედეთთან (26:42). თუმცა, ეს გასაკვირი არც იყო. ჩვენ ახალგაზრდული, მზარდი ნაკრები გვყავს და მომავალსაც იმედიანად ვუყურებთ. მით უფრო, რომ ამ მოგებით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო...

მესი! და ხვიჩას მხარდამჭერნი
ჩანაწერი

მესი! და ხვიჩას მხარდამჭერნი

ფიფას გამოკითხვით 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ლეო მესი. მან 2022 წელს მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლონდონში გამართულ ცერემონიალზე დააჯილდოვეს. ხმების თანახმად მეორეზე გავიდა ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი, ხოლო მესამეზე კილიან მბაპე. წილისყრაში მონაწილეობდნენ ნაკრები გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები. წილისყრის შედეგები უპრეცედენტო გამოვიდა. მესიმ და ჰოლანდმა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს — ორივეს 48...

დელ ჯენიო: მაცარი გარსიაზე უარესია
ჩანაწერი

დელ ჯენიო: მაცარი გარსიაზე უარესია

მიუხედავად იმისა, რომ „სალერნიტანას” ბოლოწამს გატანილი გოლის წყალობით მოუგო, „ნაპოლის” თამაშის ხარისხი არ გაუმჯობესებულა. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ ამის გამო გუნდის მწვრთნელი ვალტერ მაცარი გააკრიტიკა. „რადიო გოლთან” საუბრისას დელ ჯენიომ თქვა: „ნაპოლი” პროგრესს არ განიცდის. შესაძლოა უარესადაც კი თამაშობს. გუნდი „მონცასთან” და „სალერნიტანასთან” დაახლოებით ერთნაირი იყო. უტოპიურ ოცნებას, რომ მაცარის ხელში „აძური” გასული...

…დანარჩენები იბრძვიან
ჩანაწერი

…დანარჩენები იბრძვიან

გასულ უქმეებზე სარაგბო ევროთასების მორიგი ტური გაიმართა, ხოლო საფრანგეთის პრო დ2-ში მეორე წრე დაიწყო. ხსენებულ ტურნირებში სამ ათეულამდე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ჩელენჯ კაპის მონაწილე „შავი ლომის“ შემადგენლობაში ზუსტად 23-მა ქართველმა ითამაშა. ინდივიდუალურად თავი მხოლოდ პრო დ2-ის მოულოდნელი მაჩანჩალა „ბიარიცისა“ და საქართველოს ნაკრების 8 ნომერმა თორნიკე ჯალაღონიამ გამოიჩინა, რომელმაც, როგორც იქნა, სეზონში ლელოთა პირადი...

საუდეთი უკვე მობეზრდათ…
ჩანაწერი

საუდეთი უკვე მობეზრდათ…

„აიაქსის“ მწვრთნელმა ჯონ ვანტ სხიპმა განაცხადა, რომ ამსტერდამული კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს საუდური „ალ-იტიფაკისა“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის ჯორდან ჰენდერსონის ტრანსფერის თაობაზე. „სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჰენდერსონთან. მას ჯერ კიდევ სჭირდება საუდის არაბეთში გარკვეული საქმეების მოგვარება. საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვეძლო ამ ტიპის მოთამაშეების გამოყენება. ამით პარტნიორებიც ისარგებლებდნენ, – თქვა ვანტ სხიპმა. შეგახსენებთ, რომ ჰენდერსონი...

ყოველთვის ლივერპულის ქომაგი ვიყავი
ჩანაწერი

ყოველთვის ლივერპულის ქომაგი ვიყავი

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა აღიარა, რომ საფეხბურთო კლუბ „ლივერპულს“ უჭერს მხარს. შეგახსენებთ, ახლახან შვედ სპეციალისტს კიბოს დიაგნოზი დაუდგინდა და მერე, 75 წლისამ თავად თქვა, რომ მაქსიმუმ ერთი წლის სიცოცხლე დამრჩენიაო… „მამაჩემი ახლაც „ლივერპულის“ გულშემატკივარია და მეც. ყოველთვის წითლების ქომაგი ვიყავი და მინდოდა „ლივერპულის“ მწვრთნელი გავმხდარიყავი, თუმცა გასაგებია, რომ ეს არ მოხდება. მაგრამ დიახ,...

კოსტაკურტა: ფრთხილად, როდესაც მარადონაზე ლაპარაკობთ
ჩანაწერი

კოსტაკურტა: ფრთხილად, როდესაც მარადონაზე ლაპარაკობთ

„მილანისა” და იტალიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ალესანდრო კოსტაკურტა „სქაი სპორტზე” მუშაობს. მან „სქაი კალჩო კლუბის” გადაცემაში სხვადასხვა საკითხებზე ილაპარაკა, მათ შორის „ნაპოლის” შესახებაც. კერძოდ, ყოფილ მცველს სატრანსფერო ჭორების შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა: „აბა, როგორ შევაფასო ის სახელები, რომელთაც იტალიის ჩემპიონს უკავშირებენ? ნუთუ მათ მართლა შეუძლიათ არსებული მდგომარეობის შეცვლა? ამ ხალხს გუნდის თამაშში ახალი შტრიხის შეტანა...

მამარდას გუნდის ზედიზედ მესამე გამარჯვება
ჩანაწერი

მამარდას გუნდის ზედიზედ მესამე გამარჯვება

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ლა ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. ამჯერად „ღამურებმა” სტუმრად, „ნუევო მირანდილაზე” „კადისი” დაამარცხეს 4:1. ზედიზედ სამი თამაში „ვალენსიას” 2021 წლის დეკემბრის შემდეგ არ მოუგია. რუბენ ბარახას გუნდმა ჯერ იყო და სტუმრად აჯობა „რაიო ვალეკანოს” (1:0), შემდეგ შინ მოუგო „ვილიარეალს” (3:1) და გუშინ „კადისიც” დაამარცხა (4:1). 2021 წელს, როდესაც „ჩეებმა” ზედიზედ სამ შეხვედრაში...

ნეაპოლური მედია დაიბნა: კვარამ ძალიან კარგად ითამაშა?
ჩანაწერი

ნეაპოლური მედია დაიბნა: კვარამ ძალიან კარგად ითამაშა?

როდესაც „ნაპოლისა” და „სალერნიტანას” მატჩის (2:1) შემდეგ ნეაპოლური საიტების შეფასებებს გადავხედეთ, თვალში გვეცა, რომ ზოგი მათგანი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს მოკრძალებით აფასებდა, ზოგი კი აღტაცებული დარჩენილიყო. ქვემოთ რამდენიმე ციტატას გთავაზობთ: calciomercato – 6: გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ცდილობდა გუნდის თამაშს გაძღოლოდა. მუდამ იმ ზონებში შერბოდა სადაც ბურთი იყო. ხშირად საამისოდ მოედნის გადარბენაც უწევდა. ერთ ეპიზოდში გიჟური...

ისტორიული მოგების მოლოდინში
ჩანაწერი

ისტორიული მოგების მოლოდინში

ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო. ტიტე კალანდაძის გუნდი ამჯერად კონტინენტის მოქმედ ჩემპიონ შვედეთთან დამარცხდა – 26:42. მეტოქე იმდენად ძლიერი იყო, რომ მათთან „ჭიდაობას“ აზრი არ ჰქონდა. ნაკრების ხელმძღვანელობას ძირითადი აქცენტი ბოლო, ბოსნიელებთან მატჩზე აქვთ გადატანილი. ამიტომაც იყო, რომ გუნდის ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე წევრი ჩვენებმა დაასვენეს. სავარაუდოდ, სწორი გათვლა იყო. სკანდინავიელები იმდენად მაღალ...