გახსოვთ ფრანგი ნახევარმცველი ტანგუ ნდომბელე? ის გასულ სეზონში „ნაპოლის” ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო, გუნდთან ერთად სკუდეტო მოიგო. მართალია, ნდომბელე თერთმეტ კაცში იშვიათად ხვდებოდა, მაგრამ შეცვლაზე ხშირად შედიოდა და ჯამში 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, სეზონის ბოლოს „პარტენოპეელებმა” საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი არ დაიტოვეს და „ტოტენჰემ ჰოთსფურს” დაუბრუნეს. გაირკვა, რომ ის აღარც ლონდონელებს სდომებიათ. შედეგად, ნდომბელემ...
წელი: 2024
აჟიოტაჟი და დამატებითი რეისები
იტალიელები მოუთმენლად ელიან ორშაბათს და ქვეყნის სუპერთასის ფინალს: „ნაპოლი” – „ინტერი”. ნახევარფინალებში „ნაპოლიმ” „ფიორენტინას” მოუგო 3:0, ხოლო „ინტერმა” იმავე ანგარიშით სძლია „ლაციოს”. „კორიერე დელო სპორტი” კი იუწყება, რომ უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარი” ნახევარფინალების წინ იტალიის ქალაქებიდან რიადში თავისუფლად დაფრინავდა, საფინალედ კი რეისების დამატება დასჭირდა. სტანდარტულ გრაფიკს დაემატა ფრენები ნეაპოლიდან, მილანიდან და რომიდან. „ვიზეარის” ოფისმა გაავრცელა...
ვულკანიდან ამოფრქვეული ხუთი ლელო
დიახ, „ვულკანებად“ წოდებულმა კლერმონელმა მორაგბეებმა 5 ლელო დადეს „მიხეილ მესხზე“. 3:36 – ასეთი ანგარიშით წააგო „შავმა ლომმა“ ფრანგულ „კლერმონთან“ ჩელენჯ კაპის 2023/2024 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი. „ვულკანები“ თბილისში უძლიერესი შემადგენლობით იყვნენ ჩამოსულები და ეს, ერთი მხრივ, ადასტურებდა კლუბის მოტივაციას, მეორე კი ისაა, რომ „შავ ლომს“ პატივისცემით მოეპყრნენ – უელსში „სკარლეტსის“ ძლევა პატივისცემას თავისთავად...
მეორე საბა სერია A-ში
სერიას A-ს „ემპოლიმ“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველის, საბა გოგლიჩიძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ქუთაისი „ტორპედოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. „2004 წლის 25 ივნისს დაბადებული საბა გოგლიჩიძე კარიერას „ემპოლიში“ გააგრძელებს. ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილ ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ლიგაში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა. გოგლიჩიძე თავის ქვეყანაში ერთერთ გამორჩეულ ტალანტად ითვლება, მას უთამაშია...
ნუთუ ნაპოლისაც დააკლებენ ქულებს?
იტალიურ ფეხბურთში ახალი სკანდალი აგორდა. უფრო სწორედ, მიძინებულმა სკანდალმა გაიღვიძა. საქმე ეხება 2020 წელს „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მიერ ფრანგული „ლილისგან” ვიქტორ ოსიმენის ყიდვას. არის ეჭვი, რომ ტრანსფერი კანონის დარღვევით განხორციელდა. საქმე ნეაპოლის პროკურატორიდან რომის პროკურატურას გადაეგზავნა. „ნაპოლიმ” „ლილს” ოსიმენში სულ 71 მილიონი ევრო გადაუხადა, რომელთაგან 21 მილიონი ფულად არ მიუცია. ამ თანხის საფასურად...
ბოლო ოცი წლის საუკეთესო ინტერი
იტალიის სუპერთასის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა პირველის, „ნაპოლისა” და „ფიორენტინას” შეხვედრის მსგავსად 3:0 დასრულდა — „ინტერმა” „ლაციო” ყველა პარამეტრით დაჯაბნა. გოლები გაიტანეს მარკუს ტურამმა, ჰაქან ჩალჰანოღლუმ და დავიდე ფრატეზიმ. როგორც calciomercato-ს მიმომხილველი პასკულე გუარო წერს, საფინალო სასტვენის შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება ძალიან გაჭირდა, რადგან სიმონე ინძაგის ქვეშევრდომთაგან ყველამ საუცხოოდ ითამაშა. „ინტერის” შესრულებით უმაღლესი კლასის სანახაობას...
მექვაბიშვილი რუმინეთში წავიდა
თბილისის „დინამოს“ და საქრთველოს ნაკრების ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი კარიერას კარიოვას „უნივერსიტატეაში“ გააგრძელებს – ტრანსფერი რუმინულმა კლუბმა ოფიციალურად დააადასტურა. 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კრაიოვას კლუბთან 4.5-წლიანი კონტქტი გააფორმა და ახალ გუნდში 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს ორგზის ჩემპიონმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 13 მატჩი ჩაატარა. მან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში 2023 წელს საქართველოში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზეც...
შავი ლომი vs დიდი კლუბი
შაბათს, 17 საათზე, „მიხეილ მესხზე“ სარაგბო ევროტურნირის, კერძოდ კი, ჩელენჯ კაპის მატჩი დაიწყება – ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართული „შავი ლომი“ ფრანგულ „კლერმონს“ უმასპინძლებს. ის, რომ ასეთი ბობოლა კლუბი საქართველოს პირველად ეწვევა – თავისთავად დიდი ამბავია. „კლერმონი“ არათუ საფრანგეთის მასშტაბით, არამედ ევროპული საზომითაც დიადი კლუბია. მართალია, დღესდღეობით „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ (ეს ყვითელკვართიანი „კლერმონის“ თიკუნია) ვერაა...
ნუ თვალთმაქცობთ იტალიელებო!
პორტალმა ilnapolista-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტ მასიმილიანო გალოს წერილი, რომელიც საუდის არაბეთში მიმდინარე იტალიის სუპერთასის შეხვედრებს ეხება. ავტორი წერს: „რიადში „ნაპოლისა” და „ფიორენტინას” შეხვედრას 9 ათასი მაყურებელი დაესწრო. ეს მოხდა სტადიონზე, რომელიც 25 ათას გულშემატკივარს იტევს. ფაქტობრივად, თამაშზე არავინ იყო, ნაგებობა ნახევრად ცარიელი დარჩა. მართალია კამერები დაჟინებით ცდილობდნენ, კადრში მხოლოდ ხალხით შევსებული რიგები გამოეჩინათ, იტალიელ კომენტატორებზე ცარიელი...
რატომ შესწირა მაცარიმ კვარაცხელია მსხვერპლად?
საუდის არაბეთში გამართულ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ნაპოლის” მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ გუნდის სათამაშო სქემა შეცვალა, 3-4-3 განლაგებაზე გადავიდა, შესაბამისად გადაასხვაფერა ფეხბურთელების ინდივიდუალური დავალებებიც და „ფიორენტინას” 3:0 მოუგო. ძნელია იმის მტკიცება, რომ ეფერქტური ანგარიში მაცარის ტაქტიკური ცვლილების მყისიერი შედეგია, მაგრამ დამთხვევა თვალწინ არის. მიმომხილველებს ენიშნათ, რომ ახალ სქემაში ხვიჩა კვარაცხელიას შეეცვალა თამაშს აქცენტები და იმის გამო, რომ...









