წელი: 2024

Home 2024
ემბიიდის რეკორდს მამუკელაშვილმა ნახა
ჩანაწერი

ემბიიდის რეკორდს მამუკელაშვილმა ნახა

NBA-ში გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდებმა რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები ჩაატარეს. მამუკელაშვილის შეხვედრაში კი სულაც რეკორდი დაფიქსირდა… თუმცა, მეტოქის მხრიდან. სანდროს „სან ანტონიოსთან“ მატჩში ჯოელმა 37 წუთში 70 ქულა დააგროვა და „ფილადელფიას“ ყველა დროის რეკორდი დაამყარა – გაგიკვირდებათ და, თვით უილტ ჩემბერლენის (68 ქულა) რეკორდი დაამხო. პირველივე მეოთხედის შემდეგ ემბიიდს 24 ქულა ჰქონდა; შესვენებაზე...

მამარდაშვილი კარს კეტავს და იზრდება
ჩანაწერი

მამარდაშვილი კარს კეტავს და იზრდება

მამარდაშვილი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი გვარია. ის ძელებს შორის საკუთარ თავში დარწმუნებული დგას, სულ უფრო მეტად ავლენს ლიდერის ფუნქციებს და გამორჩეული რეაქციების მეშვეობით დიდ ოსტატობას ამჟღავნებს. ბოლოს გიორგიმ „ბილბაოსთან” შეხვედრაში იხსნა კარი უნაი გომესის დარტყმისგან. მან მარცხენა ხელით ისე ითამაშა, რომ „მესტალიაზე” შეკრებილი ხალხი ფეხზე წამოხტა, ხოლო როდესაც ასხლეტილ ბურთსაც თავად დაეუფლა ყველამ დაინახა, თუ...

რას ფიქრობენ კვარაზე იტალიური საიტები?
ჩანაწერი

რას ფიქრობენ კვარაზე იტალიური საიტები?

როგორ შეაფასეს ქვეყნის სუპერთასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში იტალიურმა საიტებმა და რა ქულები დაუწერეს მას? ქვემოთ რამდენიმე პორტალის მოსაზრებას გაგაცნობთ: calciomercato – 6. როდესაც ბურთი მისდიოდა, ნაპერწკალი ინთებოდა. ცდილობდა ცეცხლი გაეღვივებინა. „ნაპოლის” ერთადერთი სახიფათო მომენტიც მან შექმნა, მაგრამ შეიძლებოდა ცოტა კიდევ უფრო ძელისკენ დაერტყა ბურთი. areanapoli – 6. „ნაპოლის” ერთადერთ აფეთქებას კვარაცხელიას ხელმოწერა ახლავს: ზომერმა...

ინტერმა სუპერთასი მოიგო, მაცარი გაცხარდა
ჩანაწერი

ინტერმა სუპერთასი მოიგო, მაცარი გაცხარდა

„ინტერმა” იტალიის სუპერთასი მოიგო, ლაუტარო მარტინესის მიერ 91-ე წუთზე გატანილი გოლით „ნაპოლის” 1:0 მოუგო. ნეაპოლელებისთვის შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში გარდა იმისა, რომ დიდების დარბაზს ჯილდოს შეჰმატებდნენ, საკუთარი თავის რწმენასაც დაიბრუნებდნენ, მაგრამ არ გაუმართლათ. მატჩის წინ ფავორიტად „ინტერს” ასახელებდნენ. „ნერაძურიმ” ნახევარფინალში „ლაციოსთან” დიდი ეფექტი მოახდინა, მაგრამ ფინალში იტალიის ჩემპიონთან შედარებით ასეთივე დიდი უპირატესობა ვერ...

ლეგიონი: 4 ლელო და 28 ქულა!
ჩანაწერი

ლეგიონი: 4 ლელო და 28 ქულა!

გასული უქმეები იშვიათად ბარაქიანი გამოდგა ევროპულ კლუბებში მოასპარეზე ქართველი მორაგბეებისთვის. ჩემპიონთა თასის მატჩებში 2 ქართული ლელო გავიდა, ჩელენჯ კაპზე – ერთი, ხოლო საფრანგეთის პრო დ2-ში ჩვენებურის ასევე ერთი ლელო დაფიქსირდა, პლუს ამას თედო აბჯანდაძემ ტრავმის მერე დაბრუნება შედეგიანი დარტმებით აღნიშნა. ჩემპიონთა თასი დავით ნინიაშვილს ჩელენჯ კაპზე უამრავი მატჩია აქვს ჩაატარებული, არაერთი ლელოც დაუდია და ეს...

ჰეთ-თრიქი 6 წუთში…
ჩანაწერი

ჰეთ-თრიქი 6 წუთში…

ესპანური პრიმერას 21-ე ტურში „ჟირონამ“ „სევილია“ 5:1 გაანადგურა და სატურნირო ცხრილს კვლავ სათავეში უდგას. „ჟირონას“ უკრაინელმა თავდამსხმელმა არტიომ დოვბიკმა ჰეთ-თრიქი მიითვალა და ამისათვის მხოლოდ 6 წუთი დასჭირდა… შედეგად ის მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა სიაში რეალელ ჯუდ ბელინგემთან ერთად 14 გოლით გალიდერდა. დოვბიკმა ერთპიროვნულად პირველი ადგილი დაიკავა ესპანეთის ჩემპიონატის გოლი+პასის სისტემით საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგში. მას გოლი+პასის სისტემაში...

რამდენი უნდა გადაუხადოს მოურინიუმ დე ლაურენტისს?
ჩანაწერი

რამდენი უნდა გადაუხადოს მოურინიუმ დე ლაურენტისს?

მოურინიუ არსად მიდის, ის გაორმაგებული ძალით ცდილობს ფეხბურთში დაბრუნებას. პორტუგელიელი  „რომადან” რამდენიმე დღეა რაც გაუშვეს, მაგრამ უკვე მომავალს გეგმავს და თან იტალიის დედაქალაქიდან არც ისე შორს. მოუ წინააღმდეგი არ არის ავტოსტრადა დელ სოლეს გაჰყვეს და იქვე, ნეაპოლში დაფუძნდეს. როგორც calciomercato-ს ჟურნალისტი სიმონე ჯერვასიო ავტორიტეტულ „თაიმსზე” დაყრდნობით წერს, „განსაკუთრებულს” არც დიდხანს დასვენება უნდა და არც სხვა...

დი ლორენცო: ფინალში ფავორიტის დასახელება სწორი არ არის
ჩანაწერი

დი ლორენცო: ფინალში ფავორიტის დასახელება სწორი არ არის

დღეს რიადში იტალიის სუპერთასის ფინალია: „ნაპოლი” – „ინტერი”. შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე „აძურის” კაპიტანი და მცველი ჯოვანი დი ლორენცო წარსდგა. თამაშის შესახებ: „ამბობენ, რაკი თამაში საუდის არაბეთშია, მხარდაჭერა დაგვაკლდებაო, მაგრამ ვიცით, რომ ტიფოზები ჩამოდიან და გვიქომაგებენ.ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ ეს მნიშვნელოვანი ჯილდო რომ მოვიპოვოთ. მისი მოგება სჭირდება კლუბს, გუნდს და სჭირდებათ გულშემატკივრებს. სუპერთასის მოპოვება...

ვინ მისცა და ვინ არ მისცა ხმა ხვიჩა კვარაცხელიას?
ჩანაწერი

ვინ მისცა და ვინ არ მისცა ხმა ხვიჩა კვარაცხელიას?

ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებაზე, რომელიც მესიმ მოიგო, ხვიჩა კვარაცხელიამ მეათე ადგილი დაიკავა. ხმების ანალიზი თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ კვარაცხელია მედიაში ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე ფეხბურთელებსა და მწვრთნელებში. ინებეთ ფაქტები: ნაკრებების მხოლოდ ოთხმა კაპიტანმა მისცა ხვიჩას ხმა. ბარემ ჩამოვთვალოთ. ხვიჩა პირველ ნომრად ჩაწერა რუსეთის ნაკრების კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ, მეორე ნომრად ჩაწერა კოსოვოს ნაკრების კაპიტანმა ამირ რაჰმანიმ...

რეზინის მამარდა
ჩანაწერი

რეზინის მამარდა

„მამარდაშვილი კარში დიდებულად იდგა. ბერენგერის დარტყმა დიდებულად მოიგერია და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ყველაფერთან ერთად, ის საკუთარ თავში სრულიად დარწმუნებული იყო”, — დაწერა AS-მა „ვალენსიასა” და „ბილბაოს” შეხვედრის შემდეგ, რომელიც მასპინძლებმა უგო დუროს გოლით 1:0 მოიგეს. ამ გამარჯვების წყალობით, „ღამურები” ევროთასებზე გამსვლელ ზონას მიუახლოვდნენ — „რეალ სოსიედადთან” სამქულიანი ჩამორჩენაღა აქვთ. „…გიორგი მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ მოიგერია...