ხორვატიის ნაკრებისა და „მილანის” ყოფილი ვარსკვლავი, 55 წლის ზვონიმირ ბობანი უეფას ფეხბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის მიზეზი გახლდათ ორგანიზაციის პრეზიდენტის ალექსანდერ ჩეფერინის განზრახვა 8 თებერვალს პარიზში დანიშნულ ყრილობაზე შეცვალოს წესდება და თანამდებობაზე 12-წლიანი ყოფნის შემდეგ ისევ იყაროს კენჭი. წესი, რომლის თანახმადაც ერთ ადამიანს უეფას პრეზიდენტად მუშაობა 12 წელზე მეტხანს არ შეუძლია 2017 წელს თავად...
წელი: 2024
ლუკაკუ საუდის არაბეთს აქებს
„ჩელსისა“ და ბელგიის ნაკრების თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ, რომელიც „რომაში“ ერთწლიანი იჯარით თამაშობს, საუდის არაბეთის ჩემპიონატის პერსპექტივაზე ისაუბრა. „ვფიქრობ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში საუდის არაბეთის პრო ლიგა იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა მსოფლიოში, თუ არა ყველაზე საუკეთესო. ყველა საუდური კლუბი დიდ ძალისხმევას იჩენს იქ ცნობილი ფეხბურთელების გადასაბირებლად. ისინი მნიშვნელოვნად იხვეწებიან. მათ ჩემპიონატს აქვს ყველა შანსი, გახდეს მსოფლიოს საუკეთესო...
სკანდალი იტალიაში
იტალიაში სამსაჯო სკანდალია. სატელევიზიო პროგრამაში Le Iene გამოიყვანეს მოქმედი მსაჯი, რომელსაც სახე დაუფარეს და ხმა შეუცვალეს. ინკოგნიტომ ილაპარაკა იმ ჩარევებსა და გავლენებზე, რომელსაც ქვეყნის სამსაჯო კორპუსი განიცდის. მან ისაუბრა კოლეგათა შეცდომებზე, რომელთაც VAR-ის ოთახში შეკრებილი არბიტრები ხშირად არ ასწორებენ. მან ისიც ახსენა, რომ არცთუ იშვიათად ეთერში საგანგებოდ უშვებენ სადავო ეპიზოდის ისეთ რაკურსს, რომელიც ტელემაყურებელს VAR-ის...
ნაპოლი ტყუილად წუწუნებს
სანამ „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ეკონომიას წევს და ცდილობს სადაც კი ხელი მიუწვდება (თუნდაც საუკეთესო ფეხბურთელების ხელფასებზე) ფული დაზოგოს, გამოქვეყნდა Deloitte Football Money League-ის ანგარიში, რომელშიც წერია, რომ კლუბი ფინანსების ბრუნვით ევროპის ოცეულში შევიდა. იტალიის ჩემპიონი მეცხრამეტე ადგილზეა. წინა წელს ის ოცდაათეულშიც კი არ იყო. სულ რაღაც ერთ სეზონში „ნაპოლის” ბრუნვა თითქმის გაორმაგდა. ზუსტად...
ნაპოლი ლაციოსთან სათამაშოდ ფეხბურთელებს აგროვებს
„ნაპოლი” „ლაციოსთან” სერია A-ს ოცდამეორე ტურის მატჩისთვის ემზადება. იტალიის ჩემპიონს შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია. დისკვალიფიცირებულია ჯოვანი სიმეონეც. „სტადიო ოლიმპიკოზე” ვერ ითამაშებენ დაშავებული იენს კაიუსტე და აფრიკის ერთა თასზე გამგზავრებულები ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა და ვიქტორ ოსიმენი. ამას ემატებიან მატიას ოლივერა და ნატანი, რომლებიც უკვე...
ოსკარი დინამოსთვის…
„დინამოს“ რიგებს გვატემალის ნაკრების 24 წლის შემტევი ოსკარ სანტისი შეუერთდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2+1 პირობით გაფორმდა. ახალწვეული „დინამოს“თურქეთში შეუერთდება, სადაც ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი თბილისურ კლუბთან ერთად მომავალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება – ინფორმაციას „დინამოს“ პრესსამსახური ავრცელებს. სანტისმა პროფესიული კარიერა გვატემალის „სუჩიტეპეკესში“ დაიწყო, შემდეგ კი ოთხი სეზონი გვატემალის „კომუნიკასიონესში“ გაატარა. ბოლო ორი...
ტორპედოს ნორვეგიელი ფორვარდი…
ქუთაისის „ტორპედომ“ კიდე ერთი ტრანსფერი განახორციელა – ახალ სეზონში გუნდის ღირსებას ნორვეგიელი ფორვარდი ბიორნ იონსენი დაიცავს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა. იონსენს კარიერის დიდი ნაწილი ნიდერლანდების ერედივიზიეში აქვს გატარებული, სადაც ჯამში 69 მატჩში 28 გოლი გაიტანა. თამაშბდა „დენ ჰააგის“, „ალკმაარისა“ და „კამბურის“ შემადგენლობაში. 2020 წელს სამხრეთ კორეის ულსან „ჰიუნდაისთან“ ერთად ქვეყნის ჩემპიონი...
ოსიმენი ანგისას წინააღმდეგ
ბედს ხუმრობა უყვარს: აფრიკის თასის მერვედფინალში ვიქტორ ოსიმენი ანდრე-მარკ ზამბო ანგისას დაუპირისპირდება. სხვა სიტყვებით, ნიგერია კამერუნს ხვდება და ორივე გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, „ნაპოლის” ფეხბურთელი თამაშობს. მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, მოვლენათა ასეთი თანხვედრა „ნაპოლის” მწვრთნელ ვალტერ მაცარის ხელს აძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას უახლოეს დღეებში ოსიმენი ან ანგისა დაუბრუნდება. ნიგერია კამერუნს 27 იანვარს ხვდება....
ვის ყიდულობს ნაპოლი?
რიადში, იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერთან” 0:1 დამარცხების შემდეგ „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თქვა, რომ მალე კიდევ ორ ახალ ფეხბურთელს იყიდის — მცველს და ნახევარმცველს. „სქაი სპორტის” ინფორმაციით ნახევარმცველი, რომელსაც დე ლაურენტისი გულისხმობდა არის 28 წლის ბელგიელი ლეანდერ დენდონკერი, რომელიც ჯერჯერობით ინგლისურ „ასტონ ვილაში” ირიცხება. „ის ნეაპოლში იჯარის წესით გადავა. ხელშეკრულებაში ჩაიწერება პუნქტი სეზონის ბოლოს...
დინამოში ლეგიონერია
ლიეტუვის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი, დანიელ რომანოვსკი თბილისი „დინამოში“ ითამაშებს. კლუბსა და ვილნიუსელ ფეხბურთელს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. დანიელ რომანოვსკი ვილნიუსის „ჟალგირისის“ აღზრდილია, სადაც 6 წელი ასპარეზობდა. სხვადასხვა დროს „შტუმბრასის“, კაუნასის „ჟალგირისის“, დონეცკის „ოლიმპიკის“ და „ბანგას“ ღირსებას იცავდა. ბოლო ორი სეზონი რომანოვსკიმ „შიაულიაიში“ გაატარა. ლიეტუვის ყველა ასაკობრივი ნაკრების გარდა, ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული....









