ოსკარი დინამოსთვის…

Home კატეგორიის გარეშე ოსკარი დინამოსთვის…
ოსკარი დინამოსთვის…

„დინამოს“ რიგებს გვატემალის ნაკრების 24 წლის შემტევი ოსკარ სანტისი შეუერთდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2+1 პირობით გაფორმდა. ახალწვეული „დინამოს“თურქეთში შეუერთდება, სადაც ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი თბილისურ კლუბთან ერთად მომავალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება – ინფორმაციას „დინამოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

სანტისმა პროფესიული კარიერა გვატემალის „სუჩიტეპეკესში“ დაიწყო, შემდეგ კი ოთხი სეზონი გვატემალის „კომუნიკასიონესში“ გაატარა. ბოლო ორი სეზონი „ანტიგუას“ ღირსებას იცავდა.

სანტისი გვატემალის ნაკრების წევრია, რომლის რიგებშიც 29 შეხვედრა ჩაატარა და 9 ბურთი გაიტანა.

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...