წელი: 2024

Home 2024
ტაბუცაძის ჰეთ-თრიქი და 43:5
ჩანაწერი

ტაბუცაძის ჰეთ-თრიქი და 43:5

საქართველოს მორაბეთა ნაკრებმა „მიხეილ მესხზე“ რუმინეთს უმასპინძლა, ერთის წილ 7 ლელო გაუტანა, 43:5 იმარჯვა და „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, რომელიც 17 მარტს პარიზის „ჟან ბუენზე“ გაიმართება. მიმდიანრე გათამაშებაში ბორჯღალოსნებს პირველად დაემატნენ ვასილ ლობჟანიძე და დავით ნინიაშვილი და ამ წყვილის გამოჩენამ ნაკრებს ახალი ელფერი შესძინა – პირველი ბურთს უფრო სწრაფად ათამაშებდა, მეორე კი...

ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა მოუგოს ვალენსიამ რეალს
ჩანაწერი

ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა მოუგოს ვალენსიამ რეალს

დღეს, საქართველოს დროით შუაღამისას ესპანურ ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „რეალს” მასპინძლობს. ვალენსიური პორტალი plazadeportiva წერს, რომ ეს შეხვედრა ხუთი მიზეზით არის მნიშვნელოვანი: 1. ევროპისკენ მიმავალი მატარებელი ხელიდან არ უნდა გავუშვათ ეს არის ფეხბურთის მატჩი და ამიტომ ყველაფერზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. მითუფრო, რომ მეტოქე „რეალია”, რომლის წინააღმდეგ გულშემატკივარი ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს. გარდა ამისა, „ვალენსიას” სამი ქულის...

რავანელის ამ ინტერს ის ნაპოლი ერჩივნა
ჩანაწერი

რავანელის ამ ინტერს ის ნაპოლი ერჩივნა

ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა ფაბრიციო რავანელიმ, რომელსაც კარიერაში ყველაზე მეტი თამაში „იუვენტუსის” შემადგენლობაში აქვს ჩატარებული, TvPlay-სთვის მიცემულ ინტერვიუში შარშანდელი „ნაპოლი” და წლევანდელი „ინტერი” შეადარა. რავანელიმ თქვა: „მე წლევანდელ „ინტერს” შარშანდელი „ნაპოლი” მირჩევნია. მისი თამაში აღმაფრთოვანებდა. ჩემპიონთა ლიგაში ამ გუნდმა ისეთი მოწინააღმდეგეები გაანადგურა, როგორებიც იყვნენ „აიაქსი” და „ლივერპული”. ის შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. პრინციპში ყველაფერი გემოვნების ამბავია, მაგრამ...

ნაპოლიმ იუვეს ადვოკატები შეუსია
ჩანაწერი

ნაპოლიმ იუვეს ადვოკატები შეუსია

„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „საფეხბურთო ბიზნესის სამიტზე” „იუვენტუსის” წინააღმდეგ გაილაშქრა. მან თქვა, რომ ტურინელები ფიფას მომავალ, გაფართოებულ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაშვები არ არიან. მეორე დღეს, რადიო Kiss Kiss Napoli-მა გაავრცელა ცნობა, რომ დე ლაურენტისის ვექილებმა საბუთების შეგროვება დაიწყეს. მათი მიზანია ფიფას „იუვე” შეჯიბრების შესაძლო მონაწილეთა სიიდან წააშლევინონ. ზემოთ ნახსენები სამიტი ინგლისურმა გაზეთმა Financial Times-მა...

ვილი იმედიანი
ჩანაწერი

ვილი იმედიანი

ბოლო სანაკრებო მატჩებიდან გამომდინარე, საქართველოს საკალართბურთო სუპერლიგას  მეტი ფასი დაედო. დანიასთან და სერბეთთან მატჩებში სულ ოთხი ლეგიონერი გვყავდა, დანარჩენები კი სუპერლიგიდან იყვნენ. შედეგად, ჩვენი ჩემპიონატიდან ნაკრებში მოხვედრა პრობლემას არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ გვყავს საინტერესო კალათბურთელები. ერთ-ერთი მათგანი ვილი ისიანია, რომელიც საქართველოში სათამაშოდ ესპანეთიდან დაბრუნდა. მანამდე იყო ამერიკული კოლეჯთა ლიგა და საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები....

ძველი მეტოქე
ჩანაწერი

ძველი მეტოქე

შაბათს, 2 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევარფინალს ითამაშებს. მეტოქე – რუმინეთის ნაკრები, გუნდი, რომელსაც საქართველოს ბორჯღალოსნები არსებობის ისტორიაში ყველაზე ხშირად შეხვედრიან. ათწლეულების შემდეგ ჯამური ანგარიში ასეთია: 28 დაპირისპირებიდან 18 ქართველებმა მოიგეს, 9 – რუმინელებმა და ერთიც ფრედ დასრულდა, არადა ურთიერთობათა საწყის სტადიაზე რუმინეთი აშკარად ჯობნიდა საქართველოს, თუმცა, ბორჯღალოსნების პროგრესის პარალელურად „მუხებმა“ თუ...

აღმოსავლელი მბრძანებელი სასუოლოს ნანგრევებზე
ჩანაწერი

აღმოსავლელი მბრძანებელი სასუოლოს ნანგრევებზე

პორტალი tuttonapoli „ნაპოლის” ყოველი მატჩის შემდეგ გამოყოფს ათ მთავარ მომენტს, რომელმაც მისი აზრით შეხვედრის ბედი განაპირობა და ჩვენც ისე როგორც ბოლო რამდენიმე ჯერზე კვლავ გადმოვაქართულეთ აბზაცი, სადაც ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარახელიაზეა ლაპარაკია. აბზაცს, რომელშიც „სასუოლოსა” და „ნაპოლის” შეხვედრის შემდეგ „აძურის” 77-ე ნომრის ეფექტს მიმოიხილავენ ჰქვია „კვარაცხელიას რვა გოლი მიმდინარე ჩემპიონატში”. იქ წერია: „კვარაცხელია როგორც აღმოსავლელი...

სასუოლო კვარას და ოსის კარიერაში
ჩანაწერი

სასუოლო კვარას და ოსის კარიერაში

თავისებური გუნდია „სასუოლო”. მასთან თამაშის დროს „ნაპოლის” თავდამსხმელები ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია მადაზე მოდიან. მათ სერია A-ს ბოლო ტურში ხუთი გოლი გაიტანეს და ორი საგოლე პასი შეასრულეს. ამ საგოლე პასებზე (განსაკუთრებით ოსიმენისაზე) რასაკვირველია შეიძლება მსჯელობა, მაგრამ ფორმალურად ორივე პასი საგოლე იყო და ამიტომ calcionapoli24-ში დაწერილი სტატიის განხილვა გავარგრძელოთ. ოსიმენს სერია A-ში, „სასუოლოს” კარში, უკვე...

ლოსანო ბიჭებს ურეკავს
ჩანაწერი

ლოსანო ბიჭებს ურეკავს

„ნაპოლიდან” „ეინდჰოვენში” გადასული მექსიკელი გარემარბი ირვინგ ლოსანო ჰოლანდიური გუნდის ბოლო ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში კრიტიკის ობიექტი გახდა. „დორტმუნდთან” (1:1) მან ვერც დამაგვირგვინებელ ფაზაში ივარგა და ვერც შეტევის გამწვავებით გამოიჩინა თავი. გასულ სეზონში იტალიური სკუდეტოს მფლობელმა მოგვიანებით „სქაი სპორტს” უთხრა: „ჩემი ახლანდელი გუნდი რაღაცით შარშანდელ „ნაპოლის” მაგონებს. აქ ჭარბადაა ოსტატობა, გუნდური სული და შრომისმოყვარეობა. „ეინდჰოვენს” მწვრთნელიც ჩინებული ჰყავს,...

ცეცხლი და კავშირი
ჩანაწერი

ცეცხლი და კავშირი

„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შეაქო თავისი გუნდის თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის თამაში ინგლისის თასის 1/8 ფინალურ მატჩში „ლუთონ თაუნთან“ (6:2). ჰოლანდმა პენტა-თრიქი შეასრულა: ნორვეგიელმა მე-3, მე-18, მე-40, 55-ე და 58-ე წუთებზე ხუთი გოლი გაიტანა. აქედან პირველი ოთხი კევინ დე ბრუინის პასებით. „რა შემიძლია ვთქვა ჰოლანდის გამოსვლაზე? ყველაფერი, რაც ვნახეთ, ფანტასტიკური გახლდათ. ჰოლანდი ცეცხლშია და მისი...