ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა ფაბრიციო რავანელიმ, რომელსაც კარიერაში ყველაზე მეტი თამაში „იუვენტუსის” შემადგენლობაში აქვს ჩატარებული, TvPlay-სთვის მიცემულ ინტერვიუში შარშანდელი „ნაპოლი” და წლევანდელი „ინტერი” შეადარა. რავანელიმ თქვა:
„მე წლევანდელ „ინტერს” შარშანდელი „ნაპოლი” მირჩევნია. მისი თამაში აღმაფრთოვანებდა. ჩემპიონთა ლიგაში ამ გუნდმა ისეთი მოწინააღმდეგეები გაანადგურა, როგორებიც იყვნენ „აიაქსი” და „ლივერპული”. ის შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. პრინციპში ყველაფერი გემოვნების ამბავია, მაგრამ მე „ნაპოლი” მერჩივნა. ვიცი, უმრავლესობა „ინტერს” ირჩევს, მაგრამ იმ გუნდიდან კიმი და სპალეტი რომ არ წასულიყნენ, შესაძლოა სკუდეტო წლეულსაც მოეგო. სპალეტის გუნდმა როგორც სერია A-ში ასევე ჩემპიონთა ლიგაში წარმოუდგენელი სომძლავრე აჩვენა. რამდენიმე ფეხბურთელი რომ არ გაეყიდა, „ნაპოლი” ფანტასტიკურ ციკლს დაიწყებდა”.
ქვემოთ გთავაზობთ ფაბრივიო რავანელის მიერ 1996 წლის 9 ოქტომბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში, პერუჯაში, საქართველოს ნაკრების კარში გატანილ გოლს. იტალიელებმა მოიგეს 1:0.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
