პორტალი tuttonapoli „ნაპოლის” ყოველი მატჩის შემდეგ გამოყოფს ათ მთავარ მომენტს, რომელმაც მისი აზრით შეხვედრის ბედი განაპირობა და ჩვენც ისე როგორც ბოლო რამდენიმე ჯერზე კვლავ გადმოვაქართულეთ აბზაცი, სადაც ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარახელიაზეა ლაპარაკია.
აბზაცს, რომელშიც „სასუოლოსა” და „ნაპოლის” შეხვედრის შემდეგ „აძურის” 77-ე ნომრის ეფექტს მიმოიხილავენ ჰქვია „კვარაცხელიას რვა გოლი მიმდინარე ჩემპიონატში”. იქ წერია:
„კვარაცხელია როგორც აღმოსავლელი მბრძანებელი დადიოდა „სასუოლოს” ნანგრევებზე და ავრცელებდა სილამაზეს რომლის დანახვას განსაკუთრებული ინტელექტი არ სჭირდება, მისი აღქმა ადვილია.
საერთოდ ასეთია ნამდვილი ხელოვნება: გლობალური, უნივერსალური. ის ყბას ჩამოგაგდებინებს, არ აინტერესებს ეტიკეტები და არ ითხოვს განმარტებებს.
77 ნომრიანი დემონის თამაშში პირველყოფილი ადამიანის ცეცხლი იგრძნობა. თუ გუნდი აგრესიულად მოქმედებს და ბურთს ბოლო ოცდაათ მეტრში მიიტანს, ეს დემონი რასაც მოისურვებს ყველაფერს აკეთებს: მარჯვენა თუ მარცხენა ფეხით, ბურთის სათამაშოდ საჭირო სხეულის ნებისმიერი ატომით. ფეხბურთის კი არა, ბურთის სათამაშოდ.
ეს არის პირწმინდა ინსტინქტი, ქარიშხალი, ძალა. ის სასწაულია”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
