თვე: სექტემბერი 2024

Home 2024 სექტემბერი
ლობოტკაც
ჩანაწერი

ლობოტკაც

ანტონიო კონტესეული „ნაპოლის” ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლავთ სტანისლავ ლობოტკა. სლოვაკმა ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის ბანაკში ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა, რომ მისი „აძურიში” დარჩენა ახალმა მწვრთნელმა განაპირობა. „კონტემ ოთხი ფეხბურთელის ტრანსფერი აკრძალა და მითხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამიშვებდა. კლუბთან მოქმედი კონტრაქტით ვარ დაკავშირებული. სხვაგან გადასვლის შესაძლებლობა რომ მქონოდა „ბარსელონაში” ან რომელიმე ტოპ კლუბში გადავიდოდი. თუმცა, ისიც...

მამარდაშვილი ნომინანტებში
ჩანაწერი

მამარდაშვილი ნომინანტებში

28 ოქტომბერს პარიზში, შატლის თეატრში „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ერთ-ერთი ნომინაცია, სეზონის საუკეთესო მეკარეს გადაეცემა.  ამ ნომინაციის გამოვლენას ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებული ინტერესით დაელოდება, რადგან „ფრანს ფუტბოლის“ მიერ დასახელბეულ ნომინანტთა შორის საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა. გიორგის გამორჩეული სეზონი ჰქონდა „ვალენსიაში“, მაგრამ მან განსაკუთრებით დაამახსოვრა თავი გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს ევროპის ჩემპიონატზე...

ოქროს და ბრინჯაოს ვერცხლიც მიემატა…
ჩანაწერი

ოქროს და ბრინჯაოს ვერცხლიც მიემატა…

პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს მონაგარს კიდევ ერთი მედალი მიემატა, ამჯერად ვერცხლი – ტყვიის სროლაში (50 მეტრიდან შაშხანით) ვლადიმერ ჭინჭარაულმა მეორე ადგილი დაიკავა და პარიზის თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა. ჭინჭარაულმა საკვალიფიკაციო ეტაპი მეექვსე ადგილზე დაასრულა და ფინალში სროლის უფლება მიიღო, სადაც გაცილებით შედეგიანად გამოვიდა და ვერცხლს დაეუფლა. ჩემპიონი სერბი დრაგან რისტიჩი გახდა. მან საბოლოოდ 250.2 ქულა...

სარბიელის სინი რუსთავში 
ჩანაწერი

სარბიელის სინი რუსთავში 

საქართველოს შიდა სარაგბო სეზონი 6 სექტემბერს დიდ 10-ში დაბრუნებული დედაქალაქური „არმიასა“ და ქვეყნის ჩემპიონ „აიას“ ჯახით გაიხსნება. 2024/2025 წლების რეგულარულ სეზონში დიდ 10-ში შემდეგი გუნდები იასპარეზებენ: სამი თბილისური – „ლელო-სარასენსი“, „ხვამლი“ და „არმია“; ორი ქუთაისური – „აია“ და „არესი“; და კიდევ 5 – ბათუმის „ბათუმი“, რუსთავის „ხარები“, ბოლნისის „ყოჩები“, სტეფანწმინდის „ყაზბეგი“ და ლიგის დებიუტანტი, სამცხე-ჯავახეთის „ტაო“....

ტოპ ხელფასი ლუკაკუს მერე
ჩანაწერი

ტოპ ხელფასი ლუკაკუს მერე

ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის” მომავალ კონტრაქტზე სპეკულაციები გრძელდება. დღეს „ლა რეპუბლიკამ” დაწერა, რომ აურელიო დე ლაურენტისი მზად არის ქართველ ვარსკვლავს დანაპირები შეუსრულოს. ციტატა რომაული გაზეთის სტატიიდან: „დე ლაურენტისი კვარაცხელიას გაამდიდრებს. კლუბის პრეზიდენტმა სახელფასო ფონდი ბოლოწამს შეკვეცა, მაგრამ მზად არის ხვიჩა კვარაცხელიას დანაპირები შეუსრულოს. სადაც არის ქართველი კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება (ლუკაკუს შემდეგ) და ხელზე...

თელავმა ადამიანი ხრისტოდულუთი შეცვალა
ჩანაწერი

თელავმა ადამიანი ხრისტოდულუთი შეცვალა

„თელავში“ მწვრთნელი კიდევ ერთხელ შეიცვალა – სომეხი სპეციალისტი არმენ ადამიანი კვიპროსელმა ხარალამბოს ხრისტოდულუმ შეცვალა. 56 წლის ხრისტოდულუმ სამწვრთნელო საქმიანობა 2006 წელს დაიწყო და ძირითადად კვიპროსში მუშაობდა, პირველი კლუბი, რომელიც ჩაიბარა, „დოქსა“ იყო შემდეგ კი მუშობდა ნიქოზიის „ოლიმპიაკოსში“, ლიმასოლის აელ-ში, ფამაგუსტას „ანორთოსისში“, ნიქოზიის „ომონიაში“, „ნეა სალამინაში“, „კარმიოტოსასა“ და „ეთნიკოსში“. 2021 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე სომხური „სევანის“ მწვრთნელი...

მესამე მედალი პარალიმპიადიდან
ჩანაწერი

მესამე მედალი პარალიმპიადიდან

პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბიაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ნინამ მასპინძელი პარაათლეტი, ფრანგი ბრიანა ვაიდი 15:11 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პარალიმპიურ თამაშებზე თიბილაშვილმა მეორე მედალი მიოპოვა – ის ტოკიოს 2020 წლის  თამაშების ვიცე-ჩემპიონია. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს უკვე სამი მედალი აქვს, პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი გახდა (ბირთვის...

ჩელსი ოსიმენს არ ეშვება
ჩანაწერი

ჩელსი ოსიმენს არ ეშვება

ბოლო ინფორმაციით „ჩელსის” ვიქტორ ოსიმენის შეძენაზე ხელი არ აუღია. „გალათასარაიში” იჯარის წესით გადასული „ნაპოლის” ნიგერიელი ფეხბურთელი შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონში გადაბარგდეს. ეს ცნობა სატრანსფერო ბაზრის იტალიელმა მცოდნემ, ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა. რომანომ თავის Youtube არხზე თქვა: „ვიქტორ ოსიმენით რამდენიმე კლუბი ჯერ კიდევ დაინტერესებულია. მათ შორის გამორჩეულია „ჩელსი”, რომელმაც ნიგერიელის ყიდვა ზაფხულის ბაზარის ბოლო...

ვალენსია მორიგ შარში: რაფა მირი დაპატიმრებულია
ჩანაწერი

ვალენსია მორიგ შარში: რაფა მირი დაპატიმრებულია

ვინ დაწყევლა „ვალენსია”? გეგონება უხეირო ფეხბურთის თამაში არ ეყოფოდა, მისი ახალი შენაძენი რაფა მირი ორშაბათს პოლიციამ დააკავა. მირს ორ სექსუალურ დანაშაულში ედება ბრალი. ფეხბურთელს უჩივის 21 წლის ქალი, რომელიც მან გასულ შაბათს ვალენსიის ცნობილ ღამის კლუბში „ვილიარეალთან” თამაშის (1:1) შემდეგ გაიცნო. დააკავეს „სევილიადან” იჯარით გადაყვანილი ფეხბურთელის მეგობარიც, რომელმაც სავარაუდოდ მეორე მსხვერპლს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. Cadena...

კვარას ხელფასის მომატება კონტეს დამსახურება იქნება
ჩანაწერი

კვარას ხელფასის მომატება კონტეს დამსახურება იქნება

უკლებლივ ყველა ნეაპოლური პორტალის მთავარი ამბავი ხვიჩა კვარაცხელიას ეხება. ვნებათაღელვა ჟურნალისტმა მასიმო უგოლინიმ გამოიწვია, რომელმაც „სქაი სპორტის” ეთერში თქვა, რომ „ნაპოლი” ქართველ ვარსკვლავს ხელფასს უმატებს. „კლუბი მზად არის მაგიდაზე სერიოზული კონტრაქტი დადოს. ბონუსებთან ერთად კვარა მიიღებს იმდენს, რამდენსაც რომელუ ლუკაკუ, ამ წუთისთვის „ნაპოლის” ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელი”, — თქვა ჟურნალისტმა. მას ლუკაკუს გასამრჯელო არ დაუკონკრეტებია, მაგრამ...