თვე: სექტემბერი 2024

Home 2024 სექტემბერი
იტალიის რევოლუცია პარიზში
ჩანაწერი

იტალიის რევოლუცია პარიზში

გაუმარჯოს იტალიას! ეს იტალიაა! – წერს „პარკ დე პრენსზე” საფრანგეთთან 3:1 გამარჯვების შემდეგ იტალიელი ჟურნალისტი სანდრო საბატინი. ის განაგრძობს: ამ იტალიას არაფერი აქვს საერთო გუნდთან, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი ბრაზისა და სიამაყის გარეშე დატოვა. ბერლინში შვეიცარიასთან თამაშის (0:2 ევრო 2024-ის მერვედფინალში) შემდეგ იყო მხოლოდ სირცხვილი და სტვენა; პარიზში ერთა ლიგაზე საფრანგეთთან გამარჯვების შემდეგ კი არის მხოლოდ...

მადა თამაშში მოდის…
ჩანაწერი

მადა თამაშში მოდის…

საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს ერთა ლიგის ახალ სეზონს ჩეხეთის ნაკრებთან მატჩით იწყებს. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი საქართველოს ნაკრებისმთავარმა მწვრთნელლმა, ვილი სანიოლმა და კაპიტანმა გურამ კაშიამ საგურამოში პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ვილი სანიოლი: ჩეხეთი მობილურ ფეხბურთს თამაშობს და შედეგის მისაღწევად ბევრად უკეთესად უნდა გამოვიდეთ, ვიდრე ევრო 2024-ზე....

ქალდანების ვერცხლ-ბრინჯაო პარიზიდან
ჩანაწერი

ქალდანების ვერცხლ-ბრინჯაო პარიზიდან

პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა 6 სექტემბერს ორი მედალი მოიპოვა – პარაძიუდოსტბმა გიორგი და ინა ქალდანებმა ქართულ დელეგაციას ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოუტანეს. გიორგი ქალდანმა (73 კგ, J2 კატეგორია) ფინალში იაპონელ იუჯირო სეტოოსთნ დათმო შეხვედრა, ინა ქალდანმა (J2 – 70 კგ) კი ყაზახი პარაათლეტი აიალა მერეკე ვაზარით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სულ...

არც თბილისი, არც გორი… უნგრეთი
ჩანაწერი

არც თბილისი, არც გორი… უნგრეთი

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ნიკა კვეკვესკირი კარიერას უნგრეთის ჩემპიონატში გააგრძელებს – 32 წლის ნახევარმცვლმა კონტრაქტი „ნირეგაზასთან“ გააფორმა, რომელიც უნგრეთის ჩემპიონატში 6 ტურის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა. კვეკვესკირსა და კლუბს შორის ხელშეკრულება 1+1 სისტემით გაფორმდა. „ვფიქრობ, წარმატებული ტრანსფერი განვახორციელეთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს გუნდში ასეთი დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელი ითამაშებს. მოლაპარაკებების დროს დავინახე, რომ ნიკა...

პოლიტანო: მე და კვარა მეტოქის კართან უფრო ახლოს ვართ
ჩანაწერი

პოლიტანო: მე და კვარა მეტოქის კართან უფრო ახლოს ვართ

რადიო CRC-თან ინტერვიუში „ნაპოლის” გარემარბმა მატეო პოლიტანომ გუნდსა და ახალ მწვრთნელზე ანტონიო კონტეზე ილაპარაკა. აღსანიშნავია, რომ პოლიტანო 2018-20 წლებში „ინტერში” თამაშობდა, სადაც კონტესთან გადაიკვეთა. „ინტერმა” 2020-21 წლებში კონტეს ხელმძღვანელობით სკუდეტო მოიგო. „კონტეს კვლავ შევხვდი, რაც ძალიან სასიამოვნოა. მე მისი ხელმძღვანელობით „ინტერში” ექვსი თვე ვითამაშე. მწვრთნელი ძველებურად მოტივირებულია, მზად არის ბევრი იმუშაოს. მაშინდელი „ნერაძური” 3-5-2 სქემით...

კონტე დაბინავდა
ჩანაწერი

კონტე დაბინავდა

მას მერე, რაც „ნაპოლის” მწვრთნელი გახდა ანტონიო კონტე ნეაპოლის სასტუმრო „პარკერზში” ცხოვრობდა. ეს გახლავთ შესანიშნავი ნაგებობა, რომელმაც წლების განმავლობაში „აძურის შტაბის” იმიჯიც კი შეიძინა. ახლა, როგორც ამბობენ, სკრუპულოზური ძიების შემდეგ კონტეს ოჯახმა შეარჩია სახლი ვისა ტასოზე. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კონტე ნეაპოლში დასარჩენად სერიოზულად არის განწყობილი და შემდეგი სამი წლით ქალაქში დაფუძნებას აპირებს. სასტუმროში...

ზარმაცი, გადაუწყვეტელი, აპათიური ლეაო
ჩანაწერი

ზარმაცი, გადაუწყვეტელი, აპათიური ლეაო

ზარმაცი, გადაუწყვეტელი, აპათიური — ასე ახასიათებს ერთა ლიგაზე პორტუგალიისა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრის (2:1) შემდეგ იტალიური პორტალი calciomercato „მილანის” ვარსკვლავს რაფაელ ლეაოს, რომელიც მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა პირველი ტაიმის მერე შეცვალა. ლეაო ხორვატებთან შეხვედრაში გოლის გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა. მისი სტატისტიკაა: 0 დარტყმა კარში, 0 დარტყმა კარის მიმართულებით, 0 საგოლე მომენტი და მხოლოდ დრიბლინგის 2 მცდელობა...

42 ქართველი ევროპის ტოპ-ლიგაში
ჩანაწერი

42 ქართველი ევროპის ტოპ-ლიგაში

ევროპის უძლიერესი სარაგბო ჩემპიონატი, საფრანგეთის ტოპ 14 7 სექტემბერს აიღებს სტარტს. ქართველებისთვის 2024-2025 წლების რეგულარული სეზონი კი იმითაა გამორჩეული, რომ მის მონაწილე 14 კლუბში ჩვენი თანამემამულეების უპრეცედენტო რაოდენობა ირიცხება. უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით, ქართველები ლიგის 14 კლუბიდან 12-ში არიან თავმოყრილნი – ჩემპიონი „ტულუზი“ და ტოპ 14-ის ახალბედა „ვანი“ ბოლო წლებში ფონს ქართველების გარეშე გადიან. უპრეცედენტო...

რაფა მირი თავდებით გამოუშვეს
ჩანაწერი

რაფა მირი თავდებით გამოუშვეს

„ვალენსიას” თავდამსხმელი, სკანდალში გახვეული რაფა მირი სასამართლომ გამოკითხა და შინ გაუშვა. მას ბრალად სექსუალური დანაშაული ედება. წარმოშობით მურსიელი (ვალენსიის მეზობელი რეგიონია სამხრეთით) თავდამსხმელი ჩვენებურად რომ ვთქვათ თავდებით არის გამოშვებული. შინ მისვლამდე მირმა ჟურნალისტებს უთხრა: „აუცილებლად ვილაპარაკებ. თქვენ კარგად იცით, რომ მე ლაპარაკის პრობლემა არ მაქვს”. მოსამართლემ სიფრთხილის ზომები მიიღო. მაგალითად, ფეხბურთელს პასპორტი ჩამოართვა. გარდა ამისა...

დე ლაურენტისმა სახელფასო ფონდი შეამცირა
ჩანაწერი

დე ლაურენტისმა სახელფასო ფონდი შეამცირა

ვიქტორ ოსიმენის „გალათასარაიში” იჯარის წესით გაშვებამ „ნაპოლის” სახელფასო ფონდის მნიშვნელოვანი შემცირების შესაძლებლობა მისცა. როდესაც „აძური” ნიგერიელის ჯამაგირსაც იხდიდა, ჯამური თანხა (ყველას ხელფასი დაქვითვამდე) 81.9 მილიონ ევროს უდრიდა. „გალათასარაის” სასწაულმა კი კლუბს ერთბაშად რამდენიმე პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა მისცა. ეკონომიკური თვალსაზრისით, აურელიო დე ლაურენტისის ჯიბიდან დაიზოგება 13 მილიონი ევრო, რაც გახლავთ ოსიმენის გასამრჯელო გადასახადების ჩათვლით. ამ თანხას...