ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (იჯფ) ქართველი სპორტსმენი გურამ თუშიშვილი ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე თუშიშვილი მეოთხედფინალში მასპინძელ ტედი რინერს დაეჭიდა და ინციდენტი ტატამზე მოხდა. რინერმა იპონით მოიგო, რის შემდეგ სიხარული გადამეტებულად გამოხატა, რაც თუშიშვილმა პირად შეურაცხყოფად მიიღო და იქვე მოუნდომა ურთიერთობის გარკვევა. იჯფ-მა მაშინვე გამოაცხადა, რომ თუშიშვილს სადისციპლინო კომიტეტის საბოლოო განაჩენამდე ტურნირებში მონაწილეობა ეკრძალებოდა....
ოქრო და რეკორდი…
პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე საქართელოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა – პარალიმპიადის ჩემპიონი ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე გახდა – რომელმაც ბირთვის კვრაში (F53) ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და ჩემპიონობასთან ერთად ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. შეგახსენებთ, რომ ეს მიმდინარე პარალიმპიადაზე ქართველების მეორე მედალიამ – მანამდე პარატაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი ანა ჯაფარიძემ მოიპოვა. გიგა ოჩხიკიძე ქართული...
ვალენსიას პირველი ქულა თორმეტი შესაძლებლიდან
„ვალენსიამ” ისევ ვერ მოიგო. გიორგი მამარდაშვილის გუნდს თორმეტი შესაძლებლიდან მხოლოდ ერთი ქულა აქვს. „ღამურებმა” შაბათს „ვილიარეალს” უმასპინძლეს და მართალია უგო დუროს გოლით დაწუნაურდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წამებზე, კერძოდ 45+3 წუთზე აიოსე პერესმა ანგარიში გაქვითა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 23 წუთის შემდეგ მსაჯმა მეორე ყვითლით დასაჯა სტუმარი გუნდის სენეგალელი ნახევარმცველი პაპ გუეი, რის მერეც „ჩეებს” ჰქონდათ...
კონტე: ზედმეტად ფაქიზად ვთამაშობთ
„ნაპოლისა” და „პარმას” შეხვედრის (2:1) შემდგომ პრესკონფერენციაზე ნეაპოლელთა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტების შეკითხვებს გასცა პასუხი. გთავაზობთ ამონარიდებს: დღევანდელი შეხვედრა 100 წუთს გაგრძელდა. რა მოგცათ ამ ასმა წუთმა? განმიმტკიცდა იმის რწმენა, რაც ბიჭებს ვუთხარი. კერძოდ, ჩვენ სამი ქულის მოსაპოვებლად ოფლი უნდა ვიდინოთ და მხოლოდ ასე თუ მივაღწევთ წარმატებას. ყველა თამაში ბრძოლა იქნება. ვამაყობ იმით, თუ როგორ...
როდესაც საქმეს ერთ ადამიანს ანდობ, ყველაფერი რთულდება
„ნაპოლისა” და „პარმას” შეხვედრა დრამატული გამოდგა. სტუმრებმა მე-19 წუთზე პენალტით გახსნეს ანგარიში, მასპინძლებმა კი 90+2 და 90+6 წუთებზე ორი გოლი გაიტანეს. პირველი ნეაპოლელთა დებიუტანტმა რომელუ ლუკაკუმ გაიტანა, ხოლო მეორე ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ. შეხვედრის ბედზე სავარაუდოდ გავლენა იქონია 75-ე წუთზე პარმელთა მეკარის ზიონ სუზუკის გაძევებამ მეორე ყვთლის გამო. პირველი ყვითელი მან დროის გაყვანისთვის მიიღო, ხოლო მეორე...




