ნეაპოლის მუნიციპალიტეტის მრჩეველმა, იმავდროულად ინფრასტრუქტურის, საჯარო სამუშაოთა და მობილურობის კომისიის პრეზიდენტმა ნინო სიმეონემ „ნაპოლის” ფეხბურთელის, დავიდ ნერეშისა და მისი ცოლის გაძარცვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა: „ნერეშის ეპიზოდი შოკის მომგვრელია. მისი გამართლება არ არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები ყველგან ხდება. ბიჭმა 100 ათას ევროიანი საათი მაღალი დონის უსაფრთხოების პირობებში რასაკვირველია უნდა გაიკეთოს. რაკი ეს ეპიზოდი მოხდა სტადიონიდან...
ოსიმენმა ახალი ფანატიკოსები იშოვა
ვიქტორ ოსიმენი იჯარით „გალათასარაიში” ითამაშებს. ნიგერიელის ხელფასს მთლიანად თურქული კლუბი გადაიხდის. ვაზუსტებთ: ფეხბურთელი ხელზე წელიწადში დაახლოებით 11 მილიონ ევროს იღებდა, მაგრამ კლუბს ის დაქვითვების გათვალისწინებით 22 მილიონი უჯდებოდა. ტრანსფერის იდეა უბრალო დამთხვევამ, მაურო იკარდის ტრავმამ გააჩინა. არგენტინელი ერთი თვე ვერ ითამაშებს და სტამბოლელებმა გამოსავალი მოძებნეს. ოსიმენი „ნაპოლის” ახალ მწვრთნელ ანტონიო კონტეს არ სჭირდებოდა, რადგან მას...
ქოჩორას პასი ილუზიონისტის ქუდიდან
როგორც ვალენსიური plazadeportiva წერს, ლა ლიგა 2-ის გუნდების „ეიბარისა” და „ლევანტეს” თამაშს ორი ნაწილი ჰქონდა, კარგი და ცუდი. პორტალის აზრით ვალენსიურმა გუნდმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, მეორე კი ცუდად. თუმცა მაშინაც კი, როდესაც ის აგონიაში იყო, მისმა ფეხბურთელებმა ერთი ჩინებული კომბინაცია გაითამაშეს და მეორე გოლი გაიტნეს, რასაც ქვემოთ, ვიდეოში ნახავთ. შეხვედრა 2:2 დასრულდა. „ლევანტე” ორჯერ...
ჯერ მხოლოდ თერთმეტმა ივარჯიშა
2 სექტმებერს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოში, სექტემბრის შეკრების პირველ დღეს მსუბუქად, არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცეში 11 ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, საბა გოგლიჩიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე. სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებული სხვა ფეხბურთელები გუნდს უახლოეს ორ დღეში შეუერთდებიან. საქართველოს ნაკრები...
კვირკველია დინამოში…
საქართველოს ნაკრების მცველი, საბა კვირკველია კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს – ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს. კვირკველია ბოლოს საუდის არაბეთში, „ალ ახდუდში“ თამაშობდა, სადაც 33 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. იქიდან წამოსვლის შემდეგ კი თავისუფალი აგენტი იყო. კვირკველიასა და „დინამოს“ შორის კონტრატქი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა. 32 წლის მცველმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 61 თამაში...
კაპიტანი კიმიხი
მას შემდეგ, რაც ილქაი გიუნდოგანმა სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, გერმანიის ნაკრების დღის წესრიგში ახალი კაპიტნის არჩევის საკითხი დადგა. ბუნდესგუნდმა ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის შეკრება დაიწყო და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგლესმანმა ახალი კაპიტნის ვინაობაც დაასახელა – ამიერიდან ბუნდესგუნდს მიუნხენის „ბაიერნის“ ლიდერი, იოზუა კიმიხი უკაპიტნებს. კიმიხი აქამდე ბუნდესგუნდის (რომლის შემადგენლობაშიც 91 მატჩი აქვს ჩატარებული) ვიცე-კაპიტანი...
გოგლიჩიძე ახალგაზრდულიდან ეროვნულში…
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება 2 სექტემბრიდან დაიწყო. გუნდის შემადგენლობაში მატებაა – ვილი სანიოლმა 23-კაციან განაცხადს ახალგაზრდული ნაკრებიდან საბა გოგლიჩიძე დაამატა, რომელსაც 31 აგვისტოს იტალიის სერია A-ს „ემპოლიში“ დებიუტი ჰქონდა. „საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას 24 ფეხბურთელით დაიწყებს. სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას იტალიური „ემპოლისა“ და 21-წლამდელთა ნაკრების მცველი საბა...
უკრაინის ჩემპიონატი და ყუმბარები
უკრაინაში ომის მიუხედავად ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება, თუმცა პირობები რასაკვირველია საგანგებოა. ამის დასტურია „კრივბასისა” და „შახტარის” შეხვედრა, რომელიც გუშინ, კვირას, 50-ე წუთზე შეწყდა. მიზეზი: რუსულმა საჰაერო ძალებმა კრივი რიჰში (დნეპროპეტროვსკის ოლქი) ყუმბარები ჩამოყარეს. იმ მომენტისთვის, როდესაც თამაში შეწყდა „შახტარი” ტარას სტეპანენკოს გოლით 1:0-ს იგებდა. მატჩი ვეღარ გაგრძელდა. ის სხვა დროს დამთავრდება. შევხედრა იმთავითვე პრობლემური გამოდგა....
მარიო რუიც უგუნდოდ დარჩა
ევროპაში სატრანსფერო სეზონი დაიხურა და გაირკვა, რომ „ნაპოლის” ფეხბურთელთაგან ვიქტორ ოსიმენის გარდა კიდევ ერთი დარჩა კლუბის გარეშე — მარიო რუი. პორტუგალიელმა მარცხენა მცველმა ბოლო რამდენიმე დღეში დაიწუნა „ნიცა”, „ლილი”, „სან პაულუ”, „არისი” და „ვალიადოლიდი”.
ყველამ წააგო, სიძეს გაუხარდა
ჩირო ვენერატო გახლავთ იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის RAI-ს ჟურნალისტი, რომელმაც გადაცემაში La Domenica Sportiva (სპორტული კვირადღე) ვიქტორ ოსიმენის შესახებ ილაპარაკა. სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა განმარტა, თუ რა შეიძლება მოხდეს ნიგერიელ თავდამსხმელსა და კლუბს შორის. „ყველა წაგებაშია. ოსიმენს იანვრამდე ტრიბუნაზე მოუწევს ჯდომა. ანტონიო კონტე კი მთელ ფსონს ერთ თავდამსხმელზე რომელუ ლუკაკუზე ჩამოვა”, — თქვა ვენერატომ. ბელგიელი ვარსკვლავი უკვე...









