პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე საქართელოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა – პარალიმპიადის ჩემპიონი ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე გახდა – რომელმაც ბირთვის კვრაში (F53) ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და ჩემპიონობასთან ერთად ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
შეგახსენებთ, რომ ეს მიმდინარე პარალიმპიადაზე ქართველების მეორე მედალიამ – მანამდე პარატაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.
გიგა ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს, რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები07/11/2026 | 22:27ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
