თვე: სექტემბერი 2024

Home 2024 სექტემბერი
სამივლინებო ჩანაწერები
ჩანაწერი

სამივლინებო ჩანაწერები

ჩეხეთთან მოგების სიხარული იოტისოდენადაც არ იყო განელებული, რომ უკვე თვითმფრინავში ვიჯექი და ალბანეთისკენ მქონდა გეზი აღებული. ტირანაში ნაკრებთან ერთად გამოვფრინდით რამდენიმე კოლეგა და ქართული სპორტის ქომაგთა ერთი ჯგუფი, რომლებიც, ეჭვი არ შეგეპაროთ, ომახიანად კი უგულშემატკივრებენ ჩვენს ბიჭებს, ოღონდაც გადაჭედილ „ეარ ალბანიაზე“ ძნელი წარმომიდგენია, რომ მათი ხმა ალბანელთა სკანდირებებში არ ჩაიკარგოს. ყველა ბილეთი რომ გაყიდულია, თქმაც...

სერგო, ვანო, თედო
ჩანაწერი

სერგო, ვანო, თედო

საფრანგეთში ტოპ 14 დაიწყო – ევროპის უძლიერესი სარაგბო ჩემპიონატი. პრო დ2-ში კი მეორე ტური შედგა. მთავარ ლიგაში ვანო კარკაძემ და სერგო აბრამიშვილმა სეზონი ლელოებით გახსნეს, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტი დარტყმების შესრულება ამ ტურშიც გააგრძელა. ტოპ 14 გასულ უქმეებზე ორ ბორჯღალოსანს დებიუტი როგორც ახალ კლუბში  ჰქონდა, ისე ზოგადად ტოპ 14-ში. ბურჯი გიორგი ახალაძე თავის „კლერმონს“ „პოს“...

სინერმა და საბალენკამ მასპინძლებს მოუგეს
ჩანაწერი

სინერმა და საბალენკამ მასპინძლებს მოუგეს

დასრულდა ამერიკის ღია პირველობა ჩოგბურთში, რომელიც საინტერესო და სენსაციური გამოდგა. მამაკაცთა შორის სტეფანოს ციციპასი და ჰოლგერ რუნე ტურნირს პირველივე ეტაპზე გამოეთიშნენ. მთავარი სენსაციები კი მეორე წრიდან დაიწყო – კარლოს ალკარასი მოულოდნელად ნიდერლანდელ ვან დე ზანდშულპმთან დამარცხდა. ესპანელს შემდეგ წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩი მიჰყვა… ამ ყველაფერის შედეგად ფინალში იანიკ სინერი და ტაილორ ფრიცი გავიდნენ. სინერი ამ ეტაპზე...

არის ხვიჩა, რომელიც „მარადონას” უყვარს
ჩანაწერი

არის ხვიჩა, რომელიც „მარადონას” უყვარს

დღევანდელი ნეაპოლური მედია ერთხმად განიხილავს „კორიერე დელო სპორტის” წერილს, რომლის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ხვიჩა კვარაცხელიას გარდასახვა გარემარბიდან ათ ნომრად. „კვარევოლუცია ცოტა რევოლუციაა და ცოტაც ევოლუცია. მას მერე, რაც ნეაპოლში მისტერ ანტონიო კონტე ჩავიდა კვარას ჩათვლით ყველაფერი შეიცვალა. თუ ჯერ ბოლომდე არ შეცვლილა, დანამდვილებით იცვლება. კვარა ყვავის. პროცესი მიმდინარეობს. ყველაზე თვალსაჩინო კი...

წითელფორმიანი ბიჭი მირბოდა, ხოლო ჩვენი ექვსი მოთამაშე უშედეგოდ მოსდევდა
ჩანაწერი

წითელფორმიანი ბიჭი მირბოდა, ხოლო ჩვენი ექვსი მოთამაშე უშედეგოდ მოსდევდა

ერთა ლიგაში ჩეხეთის ნაკრებს 4:1 მოვუგეთ, მაგრამ ამავე გუნდთან 19 ნოემბერს სტუმრად, ქალაქ ოლომუცშიც გვაქვს სათამაშო. ეს იქნება საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრა B1 ჯგუფში. დიდი შანსია მას ცხრილში ადგილების განაწილების თვალსაზრით გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ამიტომ, ყველაფერი, რაც ჩეხეთის ეროვნულ გუნდს ეხება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩეხურ პრესაში წერენ, რომ თბილისში მწვრთნელის ივან ჰაშეკის მდგომარეობა დამძიმდა. გულშემატკივრები ევრო...

ნეაპოლში ყველა ფეხბურთის გიჟია
ჩანაწერი

ნეაპოლში ყველა ფეხბურთის გიჟია

ნეაპოლში ეტყობა მართლა ყველა გიჟია, ყოველ შემთხვევაში როდესაც საქმე ფეხბურთს ეხება. რადიო Punto Zero-ს გადაცემა Napoli Magazine Live-ს ინტერვიუ მისცა ცნობილმა იტალიელმა, კერძოდ ნეაპოლელმა მსახიობმა სალვატორე ესპოზიტომ, რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს სერიალებიდან „გომორა” და „ფარგო”. ესპოზიტომ ფეხბურთზე ილაპარაკა, „ნაპოლის” ამბები გაარჩია: …„ნაპოლის” ტოპ-ევროპული კლუბის საკადრისი სატრანსფერო ზაფხული ჰქონდა. ჯერ კიდევ დარჩა საყიდელი გარემარბი და...

ივან ჰაშეკი: ფეხბურთელებისთვის ყვირილს ახლა აზრი არ ჰქონდა
ჩანაწერი

ივან ჰაშეკი: ფეხბურთელებისთვის ყვირილს ახლა აზრი არ ჰქონდა

ბოთლი არ უსვრია, არ გაბრაზებულა, არ იგინებოდა. ასე თუ ისე უემოციოდ იდგა, ნიკაპი თითებში ჰქონდა მოქცეული და ასე უყურებდა ჩეხური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მატჩს. 1:4 საქართველოში. „ეს იყო საშინელი სპექტაკლი. თავს ვერაფრით გავიმართლებთ. ამიერიდან მოგება უნდა დავიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე აქ აღარაფერი მესაქმება. პასუხისმგებლობას მთლიანად ვიღებ”, — თქვა ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა...

ყოჩაღ ბიჭებო!
ჩანაწერი

ყოჩაღ ბიჭებო!

აშკარად ჩვენი ტურნირია ერთა ლიგა. მორიგი გათამაშება დაიწყო და საქართველოს ნაკრებმა გერმანულ ევრო 2024-ზე დაწყებული ზღაპარი გააგრძელა. თუმცა ბიჭები იმაშიც გვარწმუნებენ, რომ საქმე მთლად ზღაპართანაც არ გვაქვს. კვლავ თავგანწირვა, ჟინი, ხალისი და მაღალი კონცენტრაცია. ევროს შემდეგ ჩვენი გუნდი აშკარად გაიზარდა. მთავარი კი ალბათ ის მენტალობაა, რაც ყოველთვის აკლდა ჩვენს ეროვნულ გუნდს. ერთა ლიგის მორიგი გათამაშების...

კერსლი ინგლისის ჰიმნს არ იმღერებს
ჩანაწერი

კერსლი ინგლისის ჰიმნს არ იმღერებს

ინგლისის ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა ლი კერსლიმ განაცხადა, რომ დღეს ირლანდიისა და ინგლისის ნაკრები გუნდების შეხვედრის წინ ჰიმნს არ იმღერებს. კერსლი ირლანდიელია, თავისი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში 40 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ამბობს, რომ ფეხბურთელობის დროს თავისი ქვეყნის ჰიმნიც კი არ უმღერია. ის არც ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცობის პერიოდში მღეროდა ინგლისის ჰიმნს. ინგლისის ქალაქ ბირმინგემში დაბადებულმა მწვრთნელმა...

ნაპოლი ახალგაზრდული გუნდი აღარ არის
ჩანაწერი

ნაპოლი ახალგაზრდული გუნდი აღარ არის

„ნაპოლის” გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ახალდაწყებულ სეზონში მათი კლუბისთვის სასიკეთო ძვრები უკვე დაიწყო. პორტალი areanapoli ამის ნიშნად სატრანსფერო ბოგირის გადაწევაში ნეაპოლელთა გამარჯვებას მიიჩნევს, კერძოდ კი იმას, რომ კლუბმა ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელია შეინარჩუნა. საიტს ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის ისტორიაც კლუბის წარმატებად მიაჩნია, თუმცა შეშფოთებულია იმით, რომ ადრინდელისგან განსხვავებით „პარტენოპეელები” ახალგაზრდულ გუნდად აღარ ითვლებიან. როდესაც...