„პარი სენ ჟერმენის” დირექტორმა ლუის კამპოსმა Sportitalia-თან ინტერვიუში გასული ზაფხული, კერძოდ კი ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო ამბები გაიხსენა. „რასაკვირველია ოსიმენის გადაბირებას ერთ-ერთ ვარიანტად განვიხილავდით, მაგრამ ბოლოს დავასკვენით, რომ გონსალო რამოსი, კოლო მუანი და მარკო ასენსიო სრულიად გვაკმაყოფილებენ”, — თქვა კამპოსმა. მიმართეს პარიზელებმა „ნაპოლის” ნიგერიელთან დაკავშირებით? „არა, არ მიგვიმართავს. ჩვენ მარტო ოსიმენზე კი არა, სხვა თავდამსხმელებზეც ვფიქრობდით....
კორიერე მეცოჯორნო: კვარას გარემოცვა 8 მილიონს ითხოვს
იტალიური პრესა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ორ თემაზე ლაპარაკობს: მის ჯანმრთელობასა და ახალ ხელშეკრულებაზე. ჯანმრთელობის საკითხმა პირველ პლანზე მას მერე წამოიწია, რაც ტირანაში ალბანეთისა და საქართველოს ნარებთა ერთა ლიგის შეხვედრაში კვარას ფეხი ატკინეს და თამაშის ბოლოს ვილი სანიოლს მისი შეცვლა მოუხდა. ამასთან დაკავშირებით იტალიის ნაკრების ყოფილმა ექიმმა ენრიკო კასტელაჩიმ Radio Punto Nuovo-თან ინტერვიუში თქვა: „კვარას ტრავმაზე...
ნაპოლი არის ჯერ კვარა და შემდეგ ათი კაცი
მაურო ესპოზიტო გახლავთ ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, რომელსაც კარიერის განმავლობაში მარჯვენა გარემარბად უთამაშია „კალიარიში”, „უდინეზეში”, „რომაში”, „კიევოში”, კიდევ რამდენიმე კლუბსა და იტალიის ნაკრებში. „სკუადრა აძურაში” მან 6 შეხვედრა ჩაატარა. 1 Station Radio-მ ესპოზიტოს ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც ის ბევრ სხვადასხვა თემასთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის” საკითხსაც შეეხო. მოგეხსენებათ, კვირას საქართველოს დროით 20 საათზე კვარა და მისი...
კვარა დაშავებული არ ყოფილა
ნეაპოლური საიტები წერენ, რომ ანტონიო კონტეს შეუძლია შვებით ამოისუნთქოს: ხვიჩა კვარაცხელია დაშავებული არ არის. მას უბრალოდ ერთი მირტყმული ადგილი აქვს მოსაშუშებელი. საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის” გარემარბმა ალბანეთთან შეხვედრაში ფეხი იტკინა, რის გამოც ის 75-ე წუთზე ვილი სანიოლმა შეცვალა. მწვრთნელმა თქვა, რომ ბოლო 15-20 წუთის განმავლობაში მოედანზე მეტი მოძრაობა სჭირდებოდა. კვარაცხელიას ჯანმრთელობის შესახებ დამამშვიდებელი ცნობა „სქაის...
საჭადრაკო ოლიმპიადა უდანაკარგოთ დავიწყეთ
უნგრეთში დაიწყო საჭადრაკო ოლიმპიადა, სადაც 184 ქალთა და 197 ვაჟთა გუნდებს შორის, ჩვენებიც არიან. ცხადია, ქალების იმედი უფრო გვაქვს, რადგან ტურნირზე მესამე ნომრად არიან განთესილნი და მედლების უპირობო კანდიდატებად ითვლებიან. პირველ ტურში ჩვენი ქალთა გუნდი არაბთა გაერთიანებული საემიროებს დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა. მეტოქის სისუსტიდან გამომდინარე, პირველ დაფაზე ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე დავასვენეთ და მის ნაცვლად...
დაუსტვინე ბებიაშენს
როგორც აღმოჩნდა, ალბანელთა მუქარა, ჯოჯოხეთს მოგიწყობთო, ჩვენი ჰიმნის დროს სტვენას გულისხმობდა. სხვა მხრივ კი, რომ ვთქვათ, ვინმე შეაშინესო, სასაცილო იქნება. კი, ხმაურობდნენ, მთელი მატჩის განმავლობაში სკანდირებდნენ და ჩვენი ქომაგების მცირერიცხოვანი ჯგუფის ხმასაც, ცხადია, ფარავდნენ, მაგრამ თამაშს, ხმაური კი არა, სწორი თამაში და გოლი რომ იგებს, მტკიცება რად უნდა. ჰო, ჩვენი ქომაგების ხსენებაზე, ერთი ქართველი გულშემატკივარი...
ოსიმენი აფრიკის ოქროს ბურთს ვერ მიიღებს
ანტონიო კონტემ იმთავითვე იცოდა, რომ მისი „ნაპოლისთვის” ზედგამოჭრილი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ იყო. მწვრთნელი მას აღნაგობით ხშირად ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავს ადარებს. ბელგიელი ფიზიკურად ძლიერია და დიდი მასის მქონე ადამიანისთვის უჩვეულოდ სწრაფად გადაადგილდება. ის აერთიანებს თვისებებს, რომლებიც კონტეს სჭირდება: შეუძლია ბურთის მიღება, შენარჩუნება, ამით ნახევარმცველებისთვის საქმის გაიოლება და კომბინაციის სხარტად დაგვირგვინება. აი, „ნაპოლის” ყოფილი ფორვარდი კრისტიან ბუჩი...
რამადანი: მე კვარასთან ახლოს უნდა ვყოფილიყავი
საქართველოს ნაკრებმა „ეარ ალბანიაზე” გიორგი ქოჩორაშვილის გოლით ალბანეთს 1:0 მოუგო. მატჩის შემდეგ მასპინძლეთა ეროვნული გუნდისა და იტალიური „ლეჩეს” გერმანიაში დაბადებულმა ნახევარმცველმა ილბერ რამადანიმ ადგილობრივ SuperSport-თან ინტერვიუში თქვა: „რთული მატჩი გამოვიდა. მეტოქე 5 ფეხბურთელით იცავდა თავს, რომელთა წინ კი კიდეც 3 ნახევარმცველი იდგა. ამან ჩვენ სირთულეები შეგვიქმნა. საქართველო ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენც ასეთი ვართ. დღეს...
სილვინიო: ასეთ მეტოქესთან გათანაბრება ძნელია
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, ტირანაში 1:0 მოუგო ალბანეთის ნაკრებს. ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა ეფექტური დარტყმით გაიტანა. მატჩის შემდეგ ალბანეთის ნაკრების მწვრთნელმა სილვინიომ თქვა: „ეს იყო თამაში 50-50-ზე რომლის ბედიც ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ტაქტიკური შეხვედრა გამოვიდა, სადაც მარცხდება გუნდი, რომელიც გოლს უშვებს. საქართველოსნაირ გუნდთან თუ გოლი გაუშვი, ანგარიშის გათანაბრება ძნელია. მათ...
რასპადორი – ნაკრებში ბრწყინვალე და ნაპოლიში დაკარგული
ძლიერად დაიწყო ერთა ლიგის გათამაშება იტალიის ნაკრებმა ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით. პირველ შეხვედრაში მან პარიზში „საფრანგეთს” მოუგო (3:1), წუხელ კი ისრაელს აჯობა ბუდაპეშტში (ნეიტრალურ მოედანზე) 2:1. სპალეტიმ ორივე შეხვედრაში ათამაშა ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ჯაკომო რასპადორი, რომელიც საფრანგეთთან შესვენების შემდეგ შეიყვანა მოედანზე, ხოლო ისრაელთან 63 წუთის შემდეგ შეცვალა. „ნაპოლის” თავდამსხმელმა საფრანგეთს გოლი გაუტანა, ისრაელის მეკარემ კი...









