ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა „რაგბი ევროპის“ სუპერთასის 2024 წლის გათამაშება ხმაურიანი და ამასთანავე, ლამაზი გამარჯვებით გახსნა. „შავი ლომის“ საჭესთან რიჩარდ კოკერილის პირველმა გამოჩენამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო – ჩვენმა გუნდმა ესპანეთის ქალაქ ბურგოსში სეზონის სტარტისთვის მოულოდნელად მაღალი დონის რაგბი ითამაშა და ადგილობრივი „იბერიანსი“ ძალიან დიდი სხვაობით დაამარცხა – 54:3! ამ გუნდების ყველა წინა შეხვედრა თბილისის „ავჭალაზე“ შედგა...
დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი შემოირტყა
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია – 33 წლის ქართველმა ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. ბრძოლის თითქმის ყველა რაუნდი ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა, მერაბი მეტოქეს კარგად აკონტროლებდა და ზუსტად ურტყამდა. საბოოლოდ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ქართველი გამოცხადდა. დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს,...
ქალების მოგება, კაცების ფრე
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მეოთხე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა, ხოლო და ვაჟთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა. ქალებმა საბერძნეთი 3:1 დაამარცხეს. ნანა ძაგნიძეს სტავრილა ცოლაკიდუსთან დებიუტი არ გამოუვიდა, მაგრამ მაინც მოახერხა პარტია მისთვის უკეთეს პოზიციაში გადაეყვანა. თუმცა, ბოლოს ყაიმს გამორჩა; ანალოგიური განვითარება იყო ლელა ჯავახიშვილისა და ანასტასია ავრამიდუს შორის: ქართველს...
ჩაკვეტაძე გასახდელში წამოჯდა
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა” შინ „ქოვენთრისთან” 1:1 ითამაშა. ამ შეხვედრის პირველ ტაიმში ჩაკვეტაძემ ერთი ძალიან ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან, შესვენების შემდეგ კი გუნდის შეტევათა სული და გული გახდა. 67-ე წუთზე ნიგერიელმა ტომ დელე-ბაშირუმ ანგარიში სწორედ მისი მარცხენაფლანგური გარღვევისა და ლანგრით მირთმეული პასის შედეგად გაათანაბრა, მაგრამ შემდეგ უსიამოვნო რაღაც მოხდა — ჩაკვეტაძე წაიქცა და საკაცით გაიყვანეს. მატჩის...
შავი ლომი იბერიელებით იწყებს
პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ მორიგ სეზონს შაბათს, 15 სექტემბერს დაიწყებს. ამიერიდან ამ გუნდს სათავეში ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი ეყოლება და გარდა ამისა, სიახლეები გუნდის შემადგენლობაშიცაა. ფრენჩაიზთან კონტრაქტი ბევრმა ახალგაზრდა მორაგბემ გააფორმა, არიან საფრანგეთიდან დაბრუნებულებიც. მოკლედ, „შავი ლომი“ ახალ სეზონს ახალი ძალებით იწყებს. „რაგბი ევროპის“ სუპერთასის 2024 წლის გათამაშებას ქართული ფრენჩაიზი ესპანურ...
ქალებმა და კაცებმა ქულები დაკარგეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-3 ტურში საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებმა პირველი ქულები დაკარგეს. მოულოდნელი იყო ჩვენი ქალთა ნაკრების ფრე რუმინეთთან. მეტოქე ტურნირზე 22-ე ნომრად არის განთელისილი, მაგრამ ორ დაფაზე კარგად ითამაშეს და პარტია 2:2 დასრულდა. ნანა ძაგნიძემ ირინა ბულმაგას მოუგო, ხოლო ნინო ბაციაშვილმა – კარმენ იაგოდინსკი ვოიკუს; საკუთარი პარტიები წააგეს ლელა...
კვარას და ნაპოლის ეჩქარებათ
ანტონიო კონტემ პარასკევის პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ დარჩენილ დროში ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობას კიდევ შეამოწმებენ და ისე გადაწყვეტენ ათამაშონ თუ არა ქართველი კვირას „კალიარის” წინააღმდეგ. მწვრთნელის ასეთი განცხადების მიუხედავად, იტალიური პრესა წერს, რომ ხვიჩა სარდინიაზე უეჭველად ითამაშებს. „გაძეტა დელო სპორტს” მაგალითად უფრო კვარაცხელიას ახალი პოზიცია აინტერესებს ვიდრე მისი ნატკენი კოჭი. „როგორც ჩანს ტკივილმა გაუარა. ახლა კვარაცხელიას შეუძლია...
ზურიკო ერთი თავით წინ
მან შეიძლება გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ყველას ვინც იმ დღეს მოედანზე იყო, ერთი თავით სჯობდა. როგორც ჩანს „ბორდოს” ყოფილი მოთამაშე „სენტ ეტიენის” ჭკვიანური შეანძენია. ის არის ფეხბურთელი, რომელიც უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებულ გუნდს შეტევის ჟინით აღავსებს, — წერს პორტალი getfootball ლიგა 1-ის მეოთხე ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც „სენტ ეტიენმა” „ლილს” 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-6...
ხვიჩა – აგვისტოს საუკეთესო, დე ლაურენტისი – ძუნწი.
„ნაპოლის” ოფიციალური ვებგვერდი აცხადებს, რომ გულშემატკივრის გამოკითხვის შედეგად „პარტენოპეელთა” აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ხვიჩა კვარაცხელია. ახალი სეზონის პირველ თვეში ქართველმა გარდა იმისა, რომ ზოგადად კარგად ითამაშა, „ბოლონიასთან” შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. იმაში, რომ ნეაპოლელები 3 ტურის შემდეგ ორი მოგებით მე-6 ადგილზე არიან, კვარას წვლილი დიდია. კვირას, 15 სექტემბერს „ნაპოლი” და მისი ქართველი...
კაცებმა ისევ მშრალად მოიგეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-2 ტურში საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებმა სატურნირო ცხრილში 2-2 ქულა ჩაიწერეს. ჩვენი ქალთა ნაკრები მონტენეგროს ეთამაშებოდა და 3:1 დაამარცხა. ნანა ძაგნიძემ ალექსანდრა ჟერებცოვას მოუგო, ნინო ბაციაშვილმა ალიონა სკვორცოვას აჯობა, ხოლო ბელა ხოტენაშვილმა – ალექსანდრა მილოვიჩს; სალომე მელიამ კი ნიკოლინა კოლიევიჩთან წააგო. ორი ტურის შემდეგ ორივე გამარჯვება 41-მა...









