თვე: სექტემბერი 2024

Home 2024 სექტემბერი
ლეაო პირდაპირ გასახდელში წავიდა, სხვებმა ბოდიში მოიხადეს
ჩანაწერი

ლეაო პირდაპირ გასახდელში წავიდა, სხვებმა ბოდიში მოიხადეს

ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება „მილანისთვის” ცუდად დაიწყო — 3:1 ის ანგარიშია, რომლითაც „როსონერის” „ლივერპულმა” აჯობა, მაგრამ ის ინგლისური გუნდის უპირატესობას ვერ გამოხატავს. არადა, მე-3 წუთზე კრისტიან პულიშიჩის მიერ გატანილმა გოლმა შექმნა ილუზია, რომ „როსონერი” მერსისაიდელებს ტოლს არ დაუდებდა. სინამდვილეში კი გიორგი მამარდაშვილის მომავალმა გუნდმა სრული უპირატესობა მოიპოვა. 23-ე წუთზე იბრაჰიმა კონატემ გაათანარა ანგარიში, 41-ე წუთზე...

კალიარი კვარაცხელიას გოლმა გატეხა
ჩანაწერი

კალიარი კვარაცხელიას გოლმა გატეხა

„სქაი იტალიას” ჟურნალისტმა რიკარდო ჯენტილემ „რადიო გოლისთვის” მიცემულ ინტერვიუში „კალიარისა” და „ნაპოლის” შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მატჩი დასრულდა სტუმრების გამარჯვებით 4:0. ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. „ჩვენ საკმარისად არ გავამახვილეთ ყურადღება იმ ეპიზოდზე, როდესაც ოცდამეხუთე წამზე ძაპამ კვარაცხელიას წინააღმდეგ იუხეშა. ეს იყო მნიშვნელოვანი წესის დარღვევა, რომლის გამო „კალიარის” მცველისთვის ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინათ,...

სარდინიელთა აგრესია: ნეაპოლელები ნაგავი და კამორისტები ხართ!
ჩანაწერი

სარდინიელთა აგრესია: ნეაპოლელები ნაგავი და კამორისტები ხართ!

სარდინიაში გამომავალი რეგიონული გაზეთის „ლ’უნიონე სარდას” თანამშრომელმა სტეფანია ლა პენიამ თავის X პლატფორმაზე „ნაპოლისა” და ნეაპოლელებს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სკანდალში გაეხვა. ამბობენ, რომ სარდინიელი ქალბატონის გაწიწმატება კალიარიში სტუმარი გუნდის გულშემატკივართა მიერ გამოფენილმა პროვოკაციულმა პლაკატმა გამოიწვია. პლაკატზე ეწერა: „ცხვრებზე ნადირობა”. ამ ბანერს ლა პენიას განრისხება მოჰყვა მის პოსტს კი უკვე სხვა სარდინიელებიც გამოეხმაურნენ. ჟურნალისტმა დაწერა:...

ქალები მესამეზე, კაცები მეთერთმეტეზე
ჩანაწერი

ქალები მესამეზე, კაცები მეთერთმეტეზე

საჭადრაკო ოლიმპიადის მეექვსე ტურში საქართველოს ქალთა და კაცთა გუნდებმა მორიგი ქულები მოიპოვეს და მედლებისთვის ბრძოლაში სერიოზულად ჩაერთვნენ. ეს უფრო კაცთა ნაკრებზე ითქმის, რომელმაც ესპანეთის საკმაოდ კარგი ნაკრები 2,5:1,5 დაამარცხა. ჩვენებს გამარჯვების ქულა მიხეილ მჭედლიშვილმა მოუტანა, ვინც ალექსი შიროვი დაამარცხა. თეთრებით მოთამაშე ქართველმა დებიუტშივე მიიღო უპირატესობა და 26-ე სვლაზე მეტოქეს დანებება აიძულა; ნიკოლოზ კაჭარავა და დავიდ...

დილასთან ახლოს…
ჩანაწერი

დილასთან ახლოს…

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშბა განახლდა. გაიმართა 24-ე ტურის მატჩები, რომლებსაც სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეუტანია. „იბერია“ აგრძელებს ტრიუმფალურ სვლას. ლევან კორღალიძის შეგირდებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგეს, თანაც ოთხივეში სამ ბურთზე ნაკლები არ გაუტანიათ. ბათუმელებს კი რთული პერიოდი უდგათ, კრიზისი აშკარაა – მოქმედმა  ჩემპიონმა ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა. მოიგო „ტორპედომაც.“ ფაცაციასა...

რეკორდები
ჩანაწერი

რეკორდები

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი თანდათან ხურდება და ქართველ ლეგიონერთა პროდუქტიულობაც შესაბამისად მატულობს. ტოპ 14-ის მეორე ტურში, უნაყოფო სტარტისგან განსხვავებით, ერთბაშად ორი ქართული ლელო გავიდა, ხოლო პრო დ2-ის მესამე ტური – 3 ლელო და თედო აბჟანდაძის საოცარი წარმოდგენა. ტოპ 14 „ლიონმა“ მეორე ტურშიც იმარჯვა – ვიცე-ჩემპიონი „ბორდო“ მძიმე ბრძოლაში 28:26 დაამარცხა. ბექა საღინაძემ 63-ე წუთამდე ითამაშა, მეორე...

ორი მოგება და ახლოს ლიდერებთან
ჩანაწერი

ორი მოგება და ახლოს ლიდერებთან

ბუდაპეშტში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მეხუთე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა და მედლებისთვის ბრძოლას კიდევ უფრო მიუახლოვდა. მოიგო ვაჟთა გუნდმაც და დაწინაურებულთა შორის კი არის. მათგან უკეთეს შედეგს ველით, მაგრამ მედლებს მოიპოვებენო, გადაჭარბებული გვგონია. ქალებმა უზბეკეთთან არცთუ იოლი ბრძოლა გადაიტანეს და მეტოქე 2,5:1,5 დაამარცხეს. სამ დაფაზე ყაიმი დაფიქსირდა: არფუზა ხამდამოვა-ნანა ძაგნიძე; ნილუფარ იაკუბაევა-ლელა ჯავახიშვილი;...

საქართველომ დევისზე მექსიკა დაამარცხა
ჩანაწერი

საქართველომ დევისზე მექსიკა დაამარცხა

დევისის თასის მსოფლიოს მეორე ჯგუფში საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა მექსიკა დაამარცხა და 2025 წელს მსოფლიო ჯგუფის I ფლეი ოფში ითამაშებს. მატჩი „მზიურის“ საჩოგბურთო კორტებზე შედგა. პირველი დღის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო. საბა ფურცელაძემ მექსიკის ნაკრების მეორე ნომერთან, ალან ფერნანდო რუბიო ფიეროსთან 6:7, 4:6 დამარცხა, ხოლო ალექსანდრე ბაკშიმ მექსიკელთა პირველ ნომერს როდრიგო პაჩეკო მენდესს 7:6, 7:6 მოუგო....

მისი გვარი უფრო ხშირად უნდა მოხვდეს ტაბლოზე
ჩანაწერი

მისი გვარი უფრო ხშირად უნდა მოხვდეს ტაბლოზე

იმის დანახვა, თუ როგორ დგას გიორგი ჩაკვეტაძე „ვიკარიჯ როუდის” წინ თამაშის დამთავრებიდან ერთი საათის შემდეგ, როგორ ლაპარაკობს გულშემატკივრებთან და როგორ იღებს ფოტოებს „ქოვენთრისთან” 1:1-ის შემდეგ დამატებითი ქულის აღებას ჰგავდა. როდესაც შეხვედრის მეორე ტაიმში ქართველი პირდაპირ სათადარიგოთა სკამების წინ დაეცა და ვეღარ გაინძრა, მისი პერსპექტივა ნათელს არ ჰგავდა. თამაში „უოტფორდის” საჯარიმოში მიმდინარეობდა, მაგრამ როდესაც ეპიზოდი დასრულდა,...

მეორე ტაიმში ის აფეთქებები გვაჩვენა, რომლეთა გამო ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბად ითვლება
ჩანაწერი

მეორე ტაიმში ის აფეთქებები გვაჩვენა, რომლეთა გამო ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბად ითვლება

„ნაპოლიმ” სარდინიაზე „კალიარის” 4:0 მოუგო. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ანტონიო კონტეს გუნდმა მესამე გამარჯვება მოიპოვა. ის მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე პირადად ხვიჩა კვარაცხელიასთვის, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. გამოიკვეთა კვარა-ლუკაკუს წყვილიც, რომელმაც პირველად ითამაშა ერთად. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ „ნაპოლი” მეკარე ალექს მერეტმა ბევრჯერ გადაარჩინა, თუმცა მას მერე, რაც კვარაცხელიამ ანგარიში 2:0...