„ნაპოლიმ” სარდინიაზე „კალიარის” 4:0 მოუგო. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ანტონიო კონტეს გუნდმა მესამე გამარჯვება მოიპოვა. ის მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე პირადად ხვიჩა კვარაცხელიასთვის, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. გამოიკვეთა კვარა-ლუკაკუს წყვილიც, რომელმაც პირველად ითამაშა ერთად. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ „ნაპოლი” მეკარე ალექს მერეტმა ბევრჯერ გადაარჩინა, თუმცა მას მერე, რაც კვარაცხელიამ ანგარიში 2:0 გაჰხადა თამაში სტუმრების სასარგებლოდ გარდატყდა.
calciomercato — 7.5 შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წამში მას კოჭში ძლიერად მიარტყეს, თუმცა კრიჭა შეკრა და მოედანზე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ გაუჭირდა, მაინც მოვლენათა ცენტრში რჩებოდა, შემდეგ კი ანგარიში 2:0 გახადა – კარის წინ კარგად გაეხსნა ლუკაკუს. 71-ე წუთზე კვარამ დიდ რომს საპასუხო პატივი სცა, როდესაც საჯარიმოში საგოლე გადაცემა მიაწოდა.
iamnaples — 7.0 თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წაში გაბრიელე ძაპამ კვარაცხელიას ფეხში მიარტყა, როს გამოც მისი მდგომარეობა გაართულა, მაგრამ ის არის ტალანტი, რომლისგანაც სულ რაღაცას უნდა ელოდებოდე. მათლაც, ანგარიში 2:0 მან გახადა და მატჩმა, რომელშიც „ნაპოლის” უჭირდა მიმართულება შეიცვალა.
areanapoli — 7.5 ის „კალიარისთვის” მატჩის დაწყებიდანვე მოძრავი სამიზნე იყო. სრულყოფილად ამოქმედებამდე დრო დასჭირდა, მაგრამ შემდეგ იყო კრეშჩენდო (მუსიკალური ტერმინია და ჟღერადობის თანდათანობით გაძლიერებას ნიშნავს). ძალაში შედის ლუკაკუსთან ურთიერთგაგება.
eurosport — 7.0 მას შეხვედრის დასაწყისშივე მიარტყეს ფეხებში და თითქოს მოედნიდან უნდა გასულიყო, მაგრამ… მეორე ტაიმში კლასის ის აფეთქებები გვაჩვენა, რის წყალობითაც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გარემარბად ითვლება.
napolipiu — 7.0 მან გოლი გაიტანა და როდესაც აჩქარდებოდა, სულ ხიფათს ქმნიდა.
tuttomercatoweb — 7.5 როგორც ყოველთვის მას ფეხებში ურტყამდნენ და ისე როგორც ხშირად, მეტოქე დაუსჯელი რჩებოდა. კვარაცხელიამ ბევრი იმუშავა სანამ სწორი პასი არ მიიღო და როდესაც მიიღო, შანსი ხელიდან არ გაუშვა. მან სიმონე შკუფეტის კარში გოლის გასატანად ბურთს ფეხის წვერი მიჰკრა. შესანიშნავი იყო.
calcionapoli24 — 7.0 თამაშის დაწყებიდან ოცდახუთ წამში ძაპა ეუხეშა, მაგრამ ის ფლანგსა და მოედნის ნებისმიერ ადგილზე ცოცხლად მოქმედებდა. 59-ე წუთზე ორმოცი მეტრი ირბინა, პასი კი რობოტივით ვეღარ შეასრულა. 66-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა, რასაც შეხვედრაში ქირურგიული ჩარევის მნიშვნელობა ჰქონდა. 3:0-ზე ლუკაკუს საპასუხო პატივი სცა და საგოლე პასი მიაწიდა.
napolimagazine — 8.0 იბრძოდა, მეტოქის ფეხებს ირიდებდა, ლუკაკუს შესანიშნავი პასი მიაწოდა და ტოპ-გოლი გაიტანა.
flashscore-მა კვარაცხელიას ყველაზე მაღალე შეფასება 8.6 დაუწერა. ხვიჩას ქულა ნეაპოლელთა შორის whoscored-ის თანახმადაც ყველაზე მაღალი იყო – 8.8.
