ნაპოლი ახალგაზრდული გუნდი აღარ არის

Home კატეგორიის გარეშე ნაპოლი ახალგაზრდული გუნდი აღარ არის
ნაპოლი ახალგაზრდული გუნდი აღარ არის

„ნაპოლის” გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ახალდაწყებულ სეზონში მათი კლუბისთვის სასიკეთო ძვრები უკვე დაიწყო. პორტალი areanapoli ამის ნიშნად სატრანსფერო ბოგირის გადაწევაში ნეაპოლელთა გამარჯვებას მიიჩნევს, კერძოდ კი იმას, რომ კლუბმა ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელია შეინარჩუნა. საიტს ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის ისტორიაც კლუბის წარმატებად მიაჩნია, თუმცა შეშფოთებულია იმით, რომ ადრინდელისგან განსხვავებით „პარტენოპეელები” ახალგაზრდულ გუნდად აღარ ითვლებიან. როდესაც სერია A-ს გუნდების საშუალო ასაკი დათვალეს აღმოჩნდა, რომ „ნაპოლი” „ინტერისა” და „კომოს” მერე მესამეზეა. მისი საშუალო ასაკია 28.6 წელიწადი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.