მას მერე, რაც „ნაპოლის” მწვრთნელი გახდა ანტონიო კონტე ნეაპოლის სასტუმრო „პარკერზში” ცხოვრობდა. ეს გახლავთ შესანიშნავი ნაგებობა, რომელმაც წლების განმავლობაში „აძურის შტაბის” იმიჯიც კი შეიძინა. ახლა, როგორც ამბობენ, სკრუპულოზური ძიების შემდეგ კონტეს ოჯახმა შეარჩია სახლი ვისა ტასოზე. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კონტე ნეაპოლში დასარჩენად სერიოზულად არის განწყობილი და შემდეგი სამი წლით ქალაქში დაფუძნებას აპირებს.
სასტუმროში „ნაპოლის” თავკაცს ცხადია საუკეთესო პირობები ჰქონდა, მაგრამ მან და მისმა ოჯახმა გადაწყვიტეს თავი ნეაპოლის მაცხოვრებლებად ეგრძნოთ, ქალაქის ცხოვრებას შერწყმოდნენ და ამიტომაც შეაჩერეს არჩევანი ვია ტასოზე მდებაზე ცნობილ საცხოვრებელ პარკზე. ეს ტერიტორის იძლევა სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის გარანტიას. ადრე ამ პარკში ცხოვრობდნენ გონსალო იგუაიონი და კარლო ანჩელოტი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
