ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის” მომავალ კონტრაქტზე სპეკულაციები გრძელდება. დღეს „ლა რეპუბლიკამ” დაწერა, რომ აურელიო დე ლაურენტისი მზად არის ქართველ ვარსკვლავს დანაპირები შეუსრულოს. ციტატა რომაული გაზეთის სტატიიდან:
„დე ლაურენტისი კვარაცხელიას გაამდიდრებს. კლუბის პრეზიდენტმა სახელფასო ფონდი ბოლოწამს შეკვეცა, მაგრამ მზად არის ხვიჩა კვარაცხელიას დანაპირები შეუსრულოს. სადაც არის ქართველი კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება (ლუკაკუს შემდეგ) და ხელზე წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს”.
როგორც ჩანს ეს ოპერაცია ყველას ხელს აძლევს, მწვრთნელის ანტონიო კონტეს ჩათვლით. მან ფეხბურთელისთვის ხელფასის გაზრდაში დიდი როლი ითამაშა. ის, რომ ქართველი ტრანსფერს არ ექვემდებარება ასევე მწვრთნელის დაჟინების შედეგია.
„ლა რეპუბლიკა” წერს: „ამ ოპერაციის გარანტი თავად კონტე იყო. ის კმაყოფილია. კასტელ ვოლტურნოში კვლავ მშვიდობამ დაისადგურა. ახლა „აძურის” მთავარი ვარსკვლავი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ-ფეხბურთელის საკადრის კონტრაქტთან ახლოს არის”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე12/10/2026 | 09:27ვინ არ უშვებს გოლს ინგლისში?
აქეთურ-იქითური12/10/2026 | 08:26ენფილდი ყვითელმა ბანანებმა დაიპყრეს
სიახლეები12/10/2026 | 07:05სიტი გაუგებრობაშია, ლივერპული – შავ დღეში!
სიახლეები11/10/2026 | 11:58წიტას თამაში ჩაიშალა
