ბოლო ინფორმაციით „ჩელსის” ვიქტორ ოსიმენის შეძენაზე ხელი არ აუღია. „გალათასარაიში” იჯარის წესით გადასული „ნაპოლის” ნიგერიელი ფეხბურთელი შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონში გადაბარგდეს. ეს ცნობა სატრანსფერო ბაზრის იტალიელმა მცოდნემ, ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.
რომანომ თავის Youtube არხზე თქვა: „ვიქტორ ოსიმენით რამდენიმე კლუბი ჯერ კიდევ დაინტერესებულია. მათ შორის გამორჩეულია „ჩელსი”, რომელმაც ნიგერიელის ყიდვა ზაფხულის ბაზარის ბოლო დღეებში ვერ შეძლო. ახლა ლონდონელები შეეცდებიან თავიანთ გეგმას ზამთარში, თუ არა და მომდენო ზაფხულში მაინ შეასხან ხორცი. ერთი ფაქტია: „ჩელსის” ოსიმენის ყიდვა კიდევ უნდა. „გალათასარაისთან” დადებულ საიჯარო ხელშეკრულებაში ნიგერიელს უწერია, რომ იანვარში მას შეუძლია სტამბოლის კლუბი დატოვოს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე12/10/2026 | 09:27ვინ არ უშვებს გოლს ინგლისში?
აქეთურ-იქითური12/10/2026 | 08:26ენფილდი ყვითელმა ბანანებმა დაიპყრეს
სიახლეები12/10/2026 | 07:05სიტი გაუგებრობაშია, ლივერპული – შავ დღეში!
სიახლეები11/10/2026 | 11:58წიტას თამაში ჩაიშალა
