მესამე მედალი პარალიმპიადიდან

Home კატეგორიის გარეშე მესამე მედალი პარალიმპიადიდან
მესამე მედალი პარალიმპიადიდან

პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბიაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ნინამ მასპინძელი პარაათლეტი, ფრანგი ბრიანა ვაიდი 15:11 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პარალიმპიურ თამაშებზე თიბილაშვილმა მეორე მედალი მიოპოვა – ის ტოკიოს 2020 წლის  თამაშების ვიცე-ჩემპიონია.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს უკვე სამი მედალი აქვს, პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი გახდა (ბირთვის კვრა), ნინა თიბილაშვილმა (პარაფარიკაობა) და ანა ჯაფარიძემ (პარატაეკვონდო) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.