ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დასრულდა ძიუდოისტთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი და საქართველოს დელეგაციამ მესამე დღეს სამი მედალი მოიპოვა. ამჯერად ოქროს ვერ შევწვდით, არადა, ორი შანსი იყო: ილია სულამანიძე (100) და გურამ თუშიშვილი (+100) ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, ხოლო ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90) –ბრინჯაოს.
სულამანიძემ საწყის ეტაპზე ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი დაამარცხა, შემდეგ უნგრელ ჟომბორ ვეგს აჯობა, ნახევარფინალში კი მასპინძელი ზლატკო კუმრიჩი ორჯერ მშვენიერ ვაზარიზე დააგდო. ფინალში ილიას მეტოქე ნეიტრალური გუნდის წევრი მატვეი კანიკოვსკი იყო და 43 წამით ადრე ჩვენებური ვაზარზე დაეცა.
თუშიშვილმა პოლონელი კაცპერ ჟუცუროვსკისა და გერმანელი ლოსენი კონეს იპონებით აჯობა, ნახევარფინალში კი ვაზარით მოუგო ტამერლან ბაშაევს. ფინალში თუშიშვილი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ინალ ტასოევს დაეჭიდა. აქაც თითქოს ქართველი აქტიურობდა, მაგრამ ტასოევმა შანსი როგორც კი მიიღო, თუშიშვილი ხალიჩაზე გააკრა.
ბექაური უნგრელ როლანდ გოზთან და ბელგიელ სამი ჩოუჩისთან მოგებების შემდეგ მეოთხედფონალში აზერბაიჯანელ ელხან ჰაჯიევთან დამარცხდა. დამამშვიდებელში ფრანგ ლორან ტასის მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის კი აზერბაიჯანელი მურად ფატიევი დაამარცხა.
საქართველოს დელეგაციამ ევროპის ჩემპიონატზე შვიდი მედალი მოიპოვა: ვაჟა მარგველაშვილი და ტატო გრიგალაშვილი ოქროს მედლებს დაეფლნენ, სულამანიძე და თუშიშვილი – ვერცხლს, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი და ბექაური – ბრინჯაოს.
ხვალ გუნდური ჩემპიონატის დღეა…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
