დღე: მარტი 20, 2024

Home 2024 მარტი 20 (ოთხშაბათი)
ამაყი და სევდიანი
ჩანაწერი

ამაყი და სევდიანი

ბელგიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ედენ აზარმა კარიერაში თავის საუკეთესო მოგონებაზე ისაუბრა. „ეს იყო ჩემი ოცნება. მიუხედავად იმისა, რომ ისტორია ტრავმების გამო არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდა. როდესაც ვიხსენებ და ვხედავ ჩემს სურათებს, სადაც მადრიდის „რეალის“ თეთრი მაისურა მეცვა, ვამაყობ. რაც შეეხება „ჩელსის“, იქ შვიდი წელი გავატარე. ეს ჩემი საფეხბურთო კარიერის საუკეთესო მოგონებაა“, – სევდიანად ამბობს...

მადონინები
ჩანაწერი

მადონინები

როცა იტალიელს უნდა თქვას „ღმერთო ჩემო“, იტყვის – „მადონა“. იქ მარიამ ღვთისმშობელს ყველაზე მეტს უგებენ და მას ყველაზე მეტჯერ ახსენებენ. ამ ქვეყანაში ბევრი მადონაა, ფლორენციაში მთავარ ტაძარს სანტა მარია დელ ფიორე ჰქვია, ქალწული მარიამის საპატივსაცემოდ; იქ არის სანტა მარია ნოველაც; რომში – სანტა მარია მაჯორე. როგორც ჩემმა მეგობარმა იხუმრა – იტალიელებს სულ სანტა მარია გაგა...

ხარისხი და გონება…
ჩანაწერი

ხარისხი და გონება…

საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩამდე საგურამოში ივარჯიშა, რომლის დაწყებამდე ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „გუნდში სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია, ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. ფეხბურელებს ვესაუბრე და ავუხსენი, რომ კონცენტრაციაა საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია გონივრულად ვითამაშოთ და ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ. მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა, გვაქვს ჩვენი გეგმა, მაგრამ არაფერი განსაკუთღებული არ მოგვიფიქრებია,...

ლობოტკა: ჩვენ რეალი და ბარსელონა არ ვართ
ჩანაწერი

ლობოტკა: ჩვენ რეალი და ბარსელონა არ ვართ

„ნაპოლის” ფეხბურთელი სტანისლავ ლობოტკა სლოვაკეთის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ნახევარმცველმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრიზი მიიღო და ამ მოვლენისადმი მიძღვნილ ინტერვიუში თქვა: „ამ სიხარულის აღწერა შეუძლებელია. ბედნიერი ვარ ეს ჯილდო რომ მივიღე. მან დამატებითი სტიმული მომანიჭა”. შემდეგ ლობოტკას გასული წელი გაახსენეს და თავი ნაკრების ყოფილ კაპიტანთან მარეკ ჰამშიკთან შეადარებინეს. „ჰამშეკს რვა ტიტული აქვს მოგებული, მაგრამ...

ვალენსია – გუნდი, რომელსაც პენალტებს ურტყამენ და იგერიებს
ჩანაწერი

ვალენსია – გუნდი, რომელსაც პენალტებს ურტყამენ და იგერიებს

„ვილიარეალთან” შეხვედრაში „ვალენსიას” კარში პენალტი დაინიშნა. ხოსე გაიამ ბერტრანდ ტრაორე წააქცია და ფიგეროა ვასკესმა ალექს ბაენა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან დააყენა. ამ ორი გუნდის შეხვედრაში ბოლო ოთხი მოგერიებული პენალტი „ღამურების” მეკარეებზე მოდის. ამჯერად, სანტიაგო კანისარესის, ვისენტე ხუაიტას და ჯასპერ სილესენის მსგავსად დარტყმის მიმართულება გიორგი მამარდაშვილმა გამოიცნო. და ქართველმა მის შესახებ კიდევ ერთ კამათს დაუსვა წერტილი — დამტკიცდა,...

მოჯი: ოსიმენი ნაპოლიში აღარ არის
ჩანაწერი

მოჯი: ოსიმენი ნაპოლიში აღარ არის

„რომას”, „ლაციოს” „ტორინოს”, „ნაპოლისა” და „იუვენტუსის” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ცნობილ ადმინისტრატორს, კვაჭსა და საქმოსანს, 87 წლის ლუჩანო მოჯის Televomero ელაპარაკა. „ინტერისა” და „ნაპოლის” ბოლო ტურის შეხვედრაზე (1:1) მან ასე თქვა: „ნეაპოლელებმა არაფრისმთქმელი ფეხბურთი გვაჩვენეს. ეს იყო იმ ორი გუნდის დაპირისპირება, რომელთაც ამ დღეს საუკეთესო თამაში ვერ შემოგვთავაზეს. ორივეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა...

როგორ უპირებენ ოფსაიდის წესს შეცვლას?
ჩანაწერი

როგორ უპირებენ ოფსაიდის წესს შეცვლას?

ფეხბურთში მნიშვნელოვან ცვლილებაზე ფიქრობენ: ფიფასა და თამაშის წესებზე პასუხისმგებელ ორგანიზაცია IFAB-ს თამაშგარე მდგომარეობის გადასხვაფერება დასჯდომიათ ჭკუაში. იდეა ლეგენდარულ არსენ ვენგერს ეკუთვნის და მიზნად შეტევის წახალისებას ისახავს. ვენგერსა და მის მხარდამჭერებს უნდათ, რომ ფეხბურთი უფრო უხვგოლიანი და სანახაობრივი გახდეს. კერძოდ, მოსაზრება ასეთია: თანამსაჯმა ალამი მხოლოდ იმ შემთხვევაში აწიოს, თუ შემტევი ფეხბურთელის სხეული მცველის სხეულზე მთლიანად წინ...