თვე: მარტი 2024

Home 2024 მარტი
ბათუმი პირველზე მყარად დადგა
ჩანაწერი

ბათუმი პირველზე მყარად დადგა

„ბათუმმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და ჯერჯერობით ეროვნულ ლიგაში 100-პროცენტიანი შედეგი აქვს – 5 მატჩი, 5 მოგება. ამჯერად ბათუმელებს საკმაოდ რთული შეხვედრა გამოუვიდათ „ტორპედოსთან,“ ერთი ხანი აგებდნენ კიდეც, მაგრამ მაინც მოიგეს. გამარჯვების გოლი 97-ე წუთზე გაიტანა ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით. „კოლხეთზე“ დებიუტანტის თქმა ცოტა უხერხულია, მაგრამ ფაქტია, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ელიტაში დაბრუნებულ ზღვისპირელებს პირველი ტურის შემდეგ...

იტალიაში ერთი ვარიანტია
ჩანაწერი

იტალიაში ერთი ვარიანტია

იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, RAI-ს ჟურნალისტი ჩირო ვენერატო „ნაპოლის” მომავალ მწვრთნელზე ლაპარაკისას ასე ამბობს: „მასიმილიანო ალეგრისთან დაკავშირებით რაც გინდა მოხდეს, „იუვენტუსი” ანტონიო კონტეს სამსახურს არ შესთავაზებს. ამრიგად, იტალიურ კლუბებს შორის მასთან ყველაზე ახლოს არის „ნაპოლი”. აურელიო დე ლაურენტისთან დიალოგი წუთითაც არ შეწყვეტილა. ზამთარში ნათქვამი კატეგორიული არას მერეც კი. კონტე ტოპ-მწვრთნელია. მას კვლავ ახალი გუნდის აშენება სურს,...

ნაპოლიმ მსაჯის გამო წააგო?
ჩანაწერი

ნაპოლიმ მსაჯის გამო წააგო?

ნეაპოლური მედია დამნაშავის ძებნაში მსაჯ ლუკა პაირეტოს მიადგა — სერია A-ს 30-ე ტურში „ნაპოლიმ” „ატალანტასთან” შინ 0:3 წააგო. მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას ამ შეხვედრაში არ უთამაშია. მან საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩში ფეხი იტკინა. ნეაპოლში ირონიულად წერენ, იქნებ ტელეკომპანია DAZN-ის მიმომხილველებმა გვაჩვენონ წესი, სადაც წერია, რომ „ნაპოლის” ფეხბურთელზე ხელებით დაყრდნობა და ისე ახტომა ნებადართულიაო. „ის, რაც...

მამარდას მორიგი უგოლო თამაში
ჩანაწერი

მამარდას მორიგი უგოლო თამაში

სანაკრებო კვირეულის შემდეგ „ვალენსიამ” შინ „მალიორკას” ვერ მოუგო — 0:0. მასპინძლებს შეეძლოთ გოლის გატანა. ამისათვის მათ რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ, რომელთაგან ერთი გამორჩეული იყო: პეპელუს მიერ ჯარიმიდან დარტყმული ბურთი ძელმა კარის წინ ჩამოაგდო, სადაც პეტერ ფედერიკო მარტო იდგა, მაგრამ 21 წლის ვალენსიელმა მას ხაზი ვერ გადააკვეთინა. „ღამურების” მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა არც ამ შეხვედრაში გაუშვა გოლი....

ეს შეხვედრა გონებაში სამჯერ თუ ოთხჯერ ვითამაშე
ჩანაწერი

ეს შეხვედრა გონებაში სამჯერ თუ ოთხჯერ ვითამაშე

გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების გმირია, მან თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდი ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, მაგრამ ამ შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ვალენსიაში მცხოვრებმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ითამაშა. „ლევანტეს” წევრმა საბერძნეთთან 0:0 დასრულებული შეხვედრის შემდეგ პენალტების სერიაში პირველი დარტყმა შეასრულა და ეს დარტყმა ქართულ საფეხბურთო მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩება. ქოჩო ორივე შეხვედრაში, ნახევარფინალსა და...

კონტრაქტის განახლებამდე ორი საკითხია დარჩენილი
ჩანაწერი

კონტრაქტის განახლებამდე ორი საკითხია დარჩენილი

დღეს ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისა”და „ატალანტას” შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რაც „აძურის” გულშემატკივართათვის დიდი დარტყმაა — მატჩს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სამაგიეროდ, calciomercato-მ დაწერა, რომ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა და კვარაცხელიას მხარემ კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. ახლა ნეაპოლელ ტიფოზებს შეუძლიათ გული საგულეს ჰქონდეთ — ქართველი გარემარბი „მარადონაზე” დარჩება და მომავლის გუნდის...

ვალენსიელი ჟურნალისტი მამარდას გაყიდვის შესახებ
ჩანაწერი

ვალენსიელი ჟურნალისტი მამარდას გაყიდვის შესახებ

ჩემთვის ყველაფერი ნათელია: გასაყიდი აქტივების სიაში მამარდაშვილი ბოლო ადგილზე მყავს. კარგად ვიცი კლუბის მეპატრონეთა განზრახვებიც, ქართველის ფასიცა და კლუბის საჭიროებანიც, მაგრამ ოღონდ სპორტული თვალსაზრისით მთავარი ფეხბურთელი (ემოციურად მთავარი გაიაა) შევინარჩუნოთ და მე პირადად სულ ალტერნატივათა ძებნაში ვიქნებოდი. ფაქტია, რომ რუბენ ბარახას მიერ გაწეული შრომა გარდა იმისა, რომ მოედანს ეტყობა, ქმნის სასურველ მემკვიდრეობას, რომელიც მომავალში ფულს...

ითამაშებს კვარა ატალანტასთან?
ჩანაწერი

ითამაშებს კვარა ატალანტასთან?

საქართველოს ნაკრებიდან ნეაპოლში დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია პინეტა გრანდე ჰოსპიტალში გამოკვლევებზე მიიყვანეს. ოფიციალური დასკვნა ასეთია: შემაერთებელი კუნთის ძლიერი კონტრაქტურა მარცხენა ფეხზე. შედეგად, გარემარბს გუნდთან ერთად ჯერ არ უვარჯიშია, ის დარბაზში დაიტვირთა და თერაპიული მკურნალობა უტარდებოდა. რას ნიშნავს კონტრაქტურა? ეს არის კუნთის ხანგრძლივი, ტონური, უნებლიე შეკუმშვა, რაც იწვევს სახსრის მოძრაობის მეტნაკლებ (ნაწილობრივ) შეზღუდვას, უმთავრესად სახსარში ან მის...

ყოველთვის მწვრთნელზე მეტი ვიქნები
ჩანაწერი

ყოველთვის მწვრთნელზე მეტი ვიქნები

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიუმ კარიერის განმავლობაში სხვადასხვა კლუბში მწვრთნელის როლზე ისაუბრა. „მე ყოველთვის მწვრთნელზე მეტი ვიქნები. ზოგ კლუბში მწვრთნელი ხარ, ზოგში მწვრთნელი, ტექნიკური დირექტორი, კომუნიკაციების დირექტორი, იმიჯმეიკერი, კლუბს და ფეხბურთელებს იცავ… მწვრთნელობა მირჩევნია. მწვრთნელი ვიყავი „ინტერში“, „რეალში“, „ჩელსიში“, „პორტუში“. არ ვყოფილვარ მწვრთნელი ზოგიერთ სხვა კლუბში“, – ამბობს მოურინიუ. პორტუგალიელის ბოლო კლუბი „რომა“ გახლდათ, რომელიც მან...

მხოლოდ ერთი ან ორი…
ჩანაწერი

მხოლოდ ერთი ან ორი…

გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თქვა, აპირებს თუ არა ეროვნული გუნდის შემადგენლობის რადიკალურად შეცვლას ევრო 2024-ზე, რომელიც გერმანიაში გაიმართება. „თუ ყველა ფორმაში იქნება, მაშინ ზაფხულში გუნდში დიდ ცვლილებებს არ განვახორციელებთ. არც 10 და არც ხუთი ცვლილება იგეგმება. შეიძლება მხოლოდ ერთი ან ორი მოთამაშე დაგვემატოს. ვინც ახლა ჩვენთან არ არის, ოღონდ ისინი სხვებზე უკეთესები უნდა იყვნენ“,...