ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „ნაპოლიმ” და „ბარსელონამ” ნეაპოლში 1:1 ითამაშეს. ანგარიში მე-60 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, 75-ზე კი ვიქტორ ოსიმენმა გაათანაბრა. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 68 წუთი დაჰყო. გთავაზობთ ნეაპოლური საიტების ტრადიციულ შეფასებებსა და ქულებს. calciomercato 5,5 — აქა-იქ რაღაც სცადა, მაგრამ ჯამში კუნდემ საიმედოდ დაკეტა. მოსალოდნელზე ადრე შეცვალეს. iamnaples 6 — ეს არ იყო...
დე ლაურენტისი: ამიერიდან გავქრები
ნეაპოლურ საიტებზე თანდათანობით გამოჩნდა ცნობენი „ნაპოლის” ახალი მწვრთნელის ფრანჩესკო კალცონას გუნდის წინაშე წარდგენის შესახებ. კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე კალცონა ფეხბურთელებს პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გააცნო, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბევრი მოთამაშე მას უკვე იცნობდა — ის ხომ „ნაპოლიში” ბოლოს 2021-22 წლების სეზონში, ლუჩანო სპალეტის თანაშემწედ მუშაობდა. „ილ მატინო” წერს: „დე ლაურენტისმა ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა. ამ...
ვინ გახდება ნაპოლის მწვრთნელი ზაფხულში?
„ნაპოლის” მწვრთნელი გახდა ფრანჩესკო კალცონა — „პარტენოპეელთა” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა ერთ სეზონში უკვე მესამე სპეციალისტი ჩაუყენა გუნდს სათავეში. დღეს მისი ხელმძღვანელობით იტალიის ჩემპიონი „ბარსელონას” ხვდება. ეს გახლავთ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრა. თუმცა, ტოტალიზატორებს ეტყობა არ სწამთ, რომ კალცონა ციდან ვარსკვლავებს მოწყვეტს და უკვე იღებენ ნიძლავებს, თუ ვინ გახდება „ნაპოლის” თავკაცი ზაფხულში. როგორც „კორიერე...
ფრანჩესკო კალცონა: ჩემი გუნდი ყველასთან მოსაგებად ითამაშებს
„ნაპოლის” ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „სტადიო მარადონაზე” პრეს-კონფერენცია გამართა, რომელიც მის წარდგინებასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონასთან” დაპირისპირების წინა საუბარიც გამოდგა: …უპირველეს ყოვლისა მსურს სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციას და პირადად მის პრეზიდენტ იან კოვაჩიკს მადლობა ვუთხრა. მათ მომცეს შესაძლებლობა „ნაპოლის” სათავეში ჩავდგომოდი. მინდა აგრეთვე მადლობა ვუთხრა სლოვაკ ხალხს, რომელმაც ჩემ მიმართ დიდი პატივისცემა გამოამჟღავნა. თქვენ გაინტერესებთ „ნაპოლიში”...
გოტფრიდის ვერცხლი ბოლო აღმოჩნდა
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 27 წლის ქართველმა ძალოსანმა ანასტასია გოტფრიდმა (+87კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა შტანგასთან ექვსივე მისვლა გამოიყენა, მაგრამ საერთო ჯამში ოქროს მაინც ვერ შეწვდა. გოტფრიდმა ატაცში 117 კილოგრამი დააფიქსირა და მცირე ოქრო აიღო, აკვრაში კი, 140 კილოგრამით მეორე იყო და ორჭიდის ჯამშიც (257კგ.) მეორე აღმოჩნდა. ევროპის ჩემპიონის ტიტული დიდი...
შეიძლება ნაპოლისაც წვრთნიდე და სლოვაკეთსაც?
იტალიური ფეხბურთი უპრეცედენტო ფაქტის წინაშეა: ფრანჩესკო კალცონა კლუბსაც გაწვრთნის და ნაკრებსაც. ლაპარაკია „ნაპოლისა” და სლოვაკეთის ეროვნულ გუნდზე. გაჩნდა კითხვა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წესდების თანახმად აქვს კი ერთსა და იმავე ადამიანს უფლება ერთდროულად კლუბშიც იმუშაოს და ნაკრებშიც? მეოთხე პარაგრაფის მე-40 პუნქტი ამბობს, რომ ეროვნული გუნდის მწვრთნელებსა და მათ მოადგილეებს უფლება არ აქვთ იმავე სეზონში იმუშაონ კლუბებშიც....
დე ლაურენტისი დიდ მკერდს დაუბრუნდა
ნუთუ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის თამაშამდე ორი დღით ადრე მწვრთნელი შეცვალო? ნუთუ შეიძლება სეზონში მესამე მწვრთნელი მიიყვანო? დიახ, შეიძლება, როდესაც მდგომარეობა გამოუვალია. ვალტერ მაცარის ხელში კი მდგომარეობა სწორედ ასეთი იყო. ჩვენ გულის გადაუდებელი რეანიმაციის პირას ვიმყოფებით. გარსიასგან განკურნება აშკარად უფრო მძიმე გამოდგა, ვიდრე თავად დაავადება. მაცარის ხელში, თორმეტ შეხვედრაში, გუნდმა ექვსი ქულით ნაკლები მოიპოვა ვიდრე...
ჯავახიას დუბლი და სხვა ამბები
გასული უქმეები ქართველი ლეგიონერი მორაგბეებისთვის საკმაოდ წარმატებული იყო: ტოპ 14-ში ერთი ქართული ლელო დაფიქსირდა, ხოლო პრო დ2-ში – ერთბაშად 3. ტოპ 14 საფრანგეთისა და ევროპის უძლიერესი ლიგის მე-15 ტურში მონაწილეობა 10-მა ჩვენებურმა მიიღო, არადა გუნდების განაცხადებში 11 ქართველი იყო. საქმე ისაა, რომ „ბაიონმა“ გელა აფრასიძე მთელი 80 წუთი მარქაფაში აყურყუტა. ლიდერი კვლავ პარიზიდანაა – „სტად...
კალცონა და დე ლაურენტისი შეთანხმდნენ!
ფრანჩესკო კალცონა „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის ყველა წინადადებას დათანხმდა, მათ რიცხვში გუნდის სათავეში დაუყოვნებლად ჩადგომას — ზეგ, ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში, „ბარსელონას” წინააღმდეგ „პარტენოპეელებს” ახალი თავკაცი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება მის შტაბს, ეს საკითხი პრეზიდენტთან უშუალო შეხვედრის დროს გადაწყდება. როგორც მოგახსენეთ, ლაპარაკია, რომ კალცონას ასისტენტები იქნებიან ახლო წარსულში „ნაპოლისა” და სლოვაკეთის ნაკრების ვარსკვლავი მარეკ...
კეინი ბუნდესლიგაში პირველია
„ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა გერმანიის ჩემპიონატში 25-ე გოლი გაიტანა და მნიშვნელოვანი სტატისტიკური მიღწევა დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ფორვარდმა გერმანიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში ბოხუმთან (3:2) 87-ე წუთზე გაიტანა. ამრიგად, კეინს გერმანიის ჩემპიონატში 25 გოლის გასატანად ყველაზე ცოტა თამაში (22) დასჭირდა. წინა მიღწევა „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდს ეკუთვნოდა, რომელმაც „დორტმუნდის“ მაისურით 25 გოლი ბუნდესლიგის 25 მატჩში...









