თვე: თებერვალი 2024

Home 2024 თებერვალი
ცეცხლი და კავშირი
ჩანაწერი

ცეცხლი და კავშირი

„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შეაქო თავისი გუნდის თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის თამაში ინგლისის თასის 1/8 ფინალურ მატჩში „ლუთონ თაუნთან“ (6:2). ჰოლანდმა პენტა-თრიქი შეასრულა: ნორვეგიელმა მე-3, მე-18, მე-40, 55-ე და 58-ე წუთებზე ხუთი გოლი გაიტანა. აქედან პირველი ოთხი კევინ დე ბრუინის პასებით. „რა შემიძლია ვთქვა ჰოლანდის გამოსვლაზე? ყველაფერი, რაც ვნახეთ, ფანტასტიკური გახლდათ. ჰოლანდი ცეცხლშია და მისი...

ბარსა, სიტი, პორტუგალია…
ჩანაწერი

ბარსა, სიტი, პორტუგალია…

„ბარსელონა“ სეზონის ბოლოს „მანჩესტერ სიტიდან“ ჟოაუ კანსელუს გამოსყიდვას ეცდება. „ბარსელონა“ მზადაა „ქალაქელებს“ კანსელუს სანაცვლოდ 15-20 მილიონი ევრო შესთავაზოს, მაგრამ ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია, დათანხმდება თუ არა „სიტი“ ასეთი პირობას. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილია პორტუგალიელის თამაშით და გადაწყვიტეს საიჯარო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ შეუნარჩუნონ იგი. „ბარსელონა“ ასევე გეგმავს მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდის...

მთვლელმა საიტებმა ხვიჩა უფრო მეტად შეაფასეს
ჩანაწერი

მთვლელმა საიტებმა ხვიჩა უფრო მეტად შეაფასეს

„ნაპოლიმ” 26 ტურის შემდეგ მე-18 ადგილზე მყოფი „სასუოლო” სტუმრად 6:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში თავი გამოიჩინა ნეაპოლელთა ვარსკვლავურმა წყვილმა, ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიამ. ოსიმენმა სამი გოლი გაიტანა, კვარაცხელიამ კი ორი თავად შეაგდო და ერთი საგოლე პასი გადააწოდა. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე საიტის მიერ კვარაცხელიასთვის დაწერილ ქულასა და სიტყვიერ შეფასებას. calciomercato 8 — მას შეცოდებათა გამოსყიდვა სურდა....

სასუოლო ხვიჩას კარიერაში
ჩანაწერი

სასუოლო ხვიჩას კარიერაში

პორტალმა calcionapoli24 „სასუოლოსა” და „ნაპოლის” შეხვედრის წინ გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნა, თუ ნეაპოლელთა რომელი ფეხბურთელისთვის რით არის ან იყო საინტერესო ამ კონკრეტულ მეტოქესთან შეხვედრა. საიტმა განსაკუთრებით სამი მოთამაშე, ჯოვანი დი ლორენცო, ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია გამოჰყო. ჩვენ გადავწყვიტეთ ქართველი გარემარბისა და „სასუოლოს” ისტორიაზე შევჩერებულიყავით: „სასუოლო” ორი კლუბიდან ერთია, რომლის წინააღმდეგ თამაშის დროსაც კვარაცხელიამ ყველაზე...

ნეაპოლში მას დირექტორად ითხოვენ
ჩანაწერი

ნეაპოლში მას დირექტორად ითხოვენ

მაურო მელუსოს საყოველთაო პატივისცემის მიუხედავად, ბევრი „ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სპორტული დირექტორის თანამდებობაზე გამოცდილი ადამიანის მიყვანას სთხოვს. ერთ-ერთ კანდიდატად ვეტერანი ფეხბურთელი, „რომას” ყოფილი სპორტული დირექტორი, 55 წლის ჯანლუკა პეტრაკი მიიჩნევა. მან TV Play-თან ინტერვიუში „აძურის” შესახებაც ილაპარაკა: „ის, რაც ნეაპოლში ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა, ძალიან მნიშვნელოვანია. „ნაპოლიმ” ხმამაღალი სიტყვა თქვა როგორც იტალიაში ასევე ევროპაში....

დღეს ლეაოს წიგნის წარდგინებაა
ჩანაწერი

დღეს ლეაოს წიგნის წარდგინებაა

დღეს, 28 თებერვალს, მილანში, დუომოს მოედანზე მდებარე წიგნის მაღაზია „მონდადორიში” გაიმართება პორტუგალიელი გარემარბის რაფაელ ლეაოს წიგნის — „ღიმილი, ჩემი ცხოვრება ფეხბურთს, მუსიკასა და მოდას შორის” — წარდგინება. ამ წიგნის მთავარი თემაა, როგორ უნდა ვიცხოვროთ სახეზე ღიმილით. წიგნის დიდი ნაწილი ეთმობა ლეაოს ერთგულებას „მილანისადმი”. 147-ე გვერდზე გარემარბი ლაპარაკობს კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ და გამოთქვამს „შავ-წითელ” ფერებში...

საქართველო სერბეთთან მინუს ცამეტით დამარცხდა…
ჩანაწერი

საქართველო სერბეთთან მინუს ცამეტით დამარცხდა…

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის მეორე შეხვედრა თბილისში, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 13 ქულით დამარცხდა – 63:76. ეს იყო მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომლის მოგების შემდეგ სერბეთმა დიდი ნაბიჯი გადადგა ევრობასკეტის ფინალური ეტაპისკენ. საქართველოს ნაკრებს კი უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად მას ჯგუფში სერბეთის ან დანიის გადასწრება...

კვარაცხელიამ დრიბლინგი შეამცირა?
ჩანაწერი

კვარაცხელიამ დრიბლინგი შეამცირა?

ხვიჩა კვარაცხელია უნიჭიერესი ფეხბურთელია, მაგრამ ერთი კაცი თერთმეტის წინააღმდეგ ვერ ითამაშებსო, წერს პორტალი calcionapoli24 და საინტერესო სტატისტიკაზე დაყრდნობით განიხილავს ქართველის თამაშს. სტატიაში უპირველეს ყოვლისა აღნიშნულია, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელია უფრო უკან დახიეს და შუიდანაც მეტად მოქმედებს, რასაც შეუძლებელია მის შედეგზე გავლენა არ მოეხდინა. გოლების თვალსაზრისით ხვიჩამ თამაში გააუარესა. ჯერჯერობით მისი შედეგი ყველა შეჯიბრებაში ერთად 6...

ოსიმენს პლუს კვარა უდრის მბაპეს?
ჩანაწერი

ოსიმენს პლუს კვარა უდრის მბაპეს?

ეს ნამდვილად შეუსრულებელი მისია არისო, წერს იტალიური calciomercato ფრანგულ „პარი სენ ჟერმენზე”. პორტალის აზრით უბრალოდ შეუძლებელია იპოვო იმ ფეხბურთელის სრულფასოვანი შემცვლელი, რომელსაც პირობითად რომ ვთქვათ დიდი ვარსკვლავისთვის საჭირო 10 თვისებიდან ცხრა მომადლებული აქვს ან იგივე რეკლამის ენაზე რომ გადავთარგმნოთ „სამი ერთშია”. კილიან მბაპეზე მოგახსენებთ. და ყველამ იცის, რომ აქ პრობლემა ფულის ნაკლებობა არ არის. ფული...

6 ქართული ლელო საფრანგეთში
ჩანაწერი

6 ქართული ლელო საფრანგეთში

გასული უქმეები მეტად ნაყოფიერი გამოდგა საფრანგეთის ელიტურ ლიგებში მოასპარეზე ბორჯღალოსნებისთვის. ტოპ 14-ის მე-16 და პრო დ2-ის 21-ე ტურებში ჯამში 6 ქართული ლელო დაფიქსირდა და ზედაც ერთი უმნიშვნელოვანესი საჯარიმო დარტყმაც გავიდა. ტოპ 14 „მონპელიემ“ „ბაიონს“ უმასპინძლა, 28:23 დაამარცხა, თუმცა ბოლოსწინა ადგილს ვერ აცდა. მასპინძელთა შორის ლუკა ჯაფარიძემ ნაკრებში გამოძახება კარგი თამაშით აღნიშნა, თანაც ტოპ 14-ში მე-40...