ხვიჩა კვარაცხელია უნიჭიერესი ფეხბურთელია, მაგრამ ერთი კაცი თერთმეტის წინააღმდეგ ვერ ითამაშებსო, წერს პორტალი calcionapoli24 და საინტერესო სტატისტიკაზე დაყრდნობით განიხილავს ქართველის თამაშს. სტატიაში უპირველეს ყოვლისა აღნიშნულია, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელია უფრო უკან დახიეს და შუიდანაც მეტად მოქმედებს, რასაც შეუძლებელია მის შედეგზე გავლენა არ მოეხდინა.
გოლების თვალსაზრისით ხვიჩამ თამაში გააუარესა. ჯერჯერობით მისი შედეგი ყველა შეჯიბრებაში ერთად 6 გოლი და 5 საგოლე პასია. წინა სეზონში მან 14 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი გადააწოდა. მეორე მხრივ, FbRef-ის მიერ მოწოდებული სტატისტიკა გვეუბნება, რომ „სახიფათოობის მაჩვენებელი” ანუ შესაძლო გოლისა და საგოლე პასის რაოდენობა საქართველოს ნაკრების გარემარბს გაუმჯობესებული აქვს: 0,51-დან 0,59-მდე. ასე მოთამაშე ხვიჩას 7,8 (თითქმის 8) გოლი უნდა ჰქონდეს გატანილი, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მხოლოდ 6 აქვს.
კვარაცხელია კარში შარშანდელზე მეტს არტყამს: 3,93 მეტია ვიდრე 2,96. აქედან ეგრეთწოდებულ ჩარჩოში მიდის 1,29 — ადრე მიდიოდა 1,07. საიტი წერს, რომ სწორედ დარტყმების რაოდენობის გაზრდა იძლევა ჯამური სიზუსტის კლებას: 32,9 ნაკლებია ვიდრე შარშანდელი 36,1.
გახსოვთ, რა კომპაქტურად იყო გუნდი მოედანზე განლაგებული ლუჩანო სპალეტის დროს? ფეხბურთელები ერთმანეთთან უფრო ახლო-ახლოს იდგნენ, თუმცა კვარას პასების სიზუსტე ფაქტობრივად არ შეცვლია. გასულ სეზონში 40,6-დან 32,1 პასი ანუ 79,2 პროცენტი ზუსტი ჰქონდა; მიმდინარე სეზონში 39,9-დან 32 ანუ 80,3 პროცენტი აქვს ზუსტი.
შეიცვალა სხვადასხვა სიგრძის პასების სიზუსტე. საერთო მაჩვენებელი ასეთია: კვარაცხელიას პასები დაახლოებით 4 მეტრით დამოკლდა. გაიზარდა 4-15 მეტრიანი პასების რაოდენობა (8,04-დან 9,85-მდე), 15 მეტრზე გრძელი პასების ცვლილება ასეთია: 2,25-დან 3,18-მდე. რაც შეეხება ზონაში შეყოლებულ გადაცემებს, წინა სეზონში იყო 14, მიმდინარე სეზონში კი მხოლოდ სამია.
შეტევის პარამეტრები — პასი, ბურთის ფლობა და გამომუშავებული ჯარიმების რაოდენობა შეიძლება ითქვას ძველებურია: იყო 4,86 და გახდა 4,82. შემცირდა ბურთთან შეხების რაოდენობა: 63,1%-დან 56%-მდე.
ხშირად ამბობენ, რომ კვარაცხელიამ დრიბლინგს უკლო. ეს არ არის მართალი. WhoScored-ის სტატისტიკა აჩვენებს, რომ კვარაცხელიას წარმატებული დრიბლინგის რაოდენობა 2,2-დან 3-მდე გაიზარდა, დრიბლინგის მცდელობების რაოდენობა კი 5,9-დან 7,4-მდე.
მაშ რა არის კვარაცხელიას პრობლემა? calcionapoli24 სამ შესაძლო ვარიანტს გვთავაზობს:
- ის უკან დახიეს. გაიზარდა მანძილი კარამდე და ლოგიკურად დაიკარგა ეფექტურობა;
- თანაგუნდელები ნაკლებად ეხმარებიან;
- მის წინააღმდეგ პერსონალური მეურვეობა გაძლიერდა;
და ამას, რასაკვირველია, შეიძლება ემატებოდეს საკონტრაქტო საკითხები, რაც ჯამში ქართველი ფეხბურთელის მოხშირებულ შეცვლას და მის უკმაყოფილო ჟესტებს განაპირობებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
