თვე: თებერვალი 2024

Home 2024 თებერვალი
კალცონა – კვერცხებიანი ბიჭი!
ჩანაწერი

კალცონა – კვერცხებიანი ბიჭი!

პორტალმა tuttonapoli „კალიარისა” და „ნაპოლის” შეხვედრის (1:1) შემდეგ ტრადიციულად ჩამოწერა ათი რამ, რაც მისი ჟურნალისტების აზრით სარდინიაზე გამართულ შეხვედრაში ყურადსაღები იყო. ჩვენი ყურადღება მეორე პუნქტმა მიიპყრო. მას ჰქვია: მეორედ შეცვლილი. კალცონა და კვარაცხელია. ქვემოთ გთავაზობთ ტექსტს, რომელიც საიტმა ამ სათაურის ქვეშ დაწერა: „დარწმუნებული ხართ, რომ მომხდარი სწორად აღიქვით? როგორც იქნა „ნაპოლიმ” ოსიმენის გოლით შეხვედრას კლიტე...

კვარაცხელია როგორც ჰანიბალ ლექტერი
ჩანაწერი

კვარაცხელია როგორც ჰანიბალ ლექტერი

სარდინიაზე, „კალიარისა” და „ნაპოლის” შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია 73-ე წუთზე შეცვალეს. ეს უკვე ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართველი გარემარბი მოედნიდან გაჰყავთ. საგულისმოა, რომ ორივე შეხვედრაში ნეაპოლელებს ახალი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა ედგათ სათავეში. ქვემოთ გთავაზობთ იტალიური, მეტწილად ნეაპოლური საიტების შეფასებებსა და ქულებს. calciomercato 5,5 — ძალიან მცირედ გაისარჯა. მისი დონის ფეხბურთელისგან ველით მოქმედებეს, რომელიც მატჩის ბედს გადაწყვეტს....

ცხადაძე-ჩიხრაძე გაბალაში
ჩანაწერი

ცხადაძე-ჩიხრაძე გაბალაში

აზერბაიჯანულმა „გაბალამ“ ახალი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია – ამ თანამდებობაზე კახა ცხადაძე იმუშავებს, მას კი ასევე ქართველი სპეციალისტი გიორგი ჩიხრაძე დაეხმარება. ცხადაძე-ჩიხრაძის დუეტი ბოლოს ყაზახეთის ჩემპიონატში, „კასპიიში“ მუშაობდა. მათთვის არც აზერბაიჯანის ჩემპიონატია უცხო – ორივე სპეციალისტი წლების მანძილზე ამ ქვეყნის ჩემპიონატში სხვადასხვა გუნდებს წვრთნიდნენ. „გაბალამ“ ქართველ მწვრთნელებთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.  

მაკედონიას ქალებმა აჯობეს
ჩანაწერი

მაკედონიას ქალებმა აჯობეს

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა წლის პირველი შეხვედრა თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ჩაატარა და 3:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 53-ე წუთზე გახსნა. მაიკო ბებიამ ჩემინავას საგოლე გადაცემით ისარგებლა, შემდეგ კი თავად ჩემინავამ დუბლი შეასრულა და სააბოლოო ანგარიში დააფქსირა – 3:0. საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მეორე შეხვედრა კვლავ თბილისში გაიმართება – 28 თებერვალს  „მიხეილ მესხის“ სათადარიგო...

Radio Radio: ასეთ სუსტ ბარსელონას რომ ვერ მოუგებ…
ჩანაწერი

Radio Radio: ასეთ სუსტ ბარსელონას რომ ვერ მოუგებ…

ისევ „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრის შესახებ: ნეაპოლში თავიანთი გუნდისგან მეტს ელოდნენ, ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრა კი 1:1 დასრულდა, იტალიის ჩემპიონი ვიქტორ ოსიმენმა გადაარჩინა წაგებას. და ერთადერთი, რაც ამ დღეს „აძურის” გულშემატკივარს მოეწონა, მატჩის ბოლო მონაკვეთი იყო, როდესაც გუნდმა თამაში გამოასწორა. ფრე იმედის გადაწურვის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ მეოთხედფინალში გასასვლელად თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა საჭირო. აგრეთვე...

რომელ ჭკუათამყოფელს უნდა დე ლაურენტისთან მუშაობა?
ჩანაწერი

რომელ ჭკუათამყოფელს უნდა დე ლაურენტისთან მუშაობა?

„ნაპოლის” კარგი დროება არ უდგას. კლუბმა მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი მიიყვანა — ამჯერად ვალტერ მაცარი ფრანჩესკო კალცონათი შეცვალა. კალცონა „აძურის” პარალელურად სლოვაკეთის ნაკრებს წვრთნის. ნეაპოლელთა თავკაცის რანგში მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონას” წინააღმდეგ შედგა. ამ შეხვედრაში „ნაპოლი” შინ წაგებას გადაურჩა — 1:1. მიმდინარე საკითხებთან ერთად „პარტენოპეელები” ზაფხულისთვის ემზადებიან — კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი...

დი ლორენცო გმირია!
ჩანაწერი

დი ლორენცო გმირია!

„ნაპოლის” კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო ყვითელი ბარათების გამო „კალიარისთან” დღევანდელ შეხვედრას ტოვებს, მაგრამ გუნდთან ერთად მაინც გაემგზავრა სარდინიაზე. ცნობამ იმის შესახევ, რომ დი ლორენცომ მგზავრობისგან დასვენებისა და ოჯახთან დარჩენის შესაძლებლობით არ ისარგებლა და კუნძულზე თანაგუნდელებთან ერთად გაფრინდა ნეაპოლელი გულშემატკივარი აღაფრთოვანა. სოციალური ქსელები გაივსო ისეთი კომენტარებით, როგორიცაა: „კაპიტანო, შენ ჩვენი სიამაყე ხარ!”, „ნაბიჯი, რომელიც ათას სიტყვას...

დიდი ფეხბურთელები არ უნდა შეცვალო
ჩანაწერი

დიდი ფეხბურთელები არ უნდა შეცვალო

ვეტერანი ფეხბურთელი ფრანკო სელვაჯი Radio Kiss Kiss-ის ეთერში, გადაცემა „რადიო გოლში” „ნაპოლისა” და „ბარსელონას” (1:1) შეხვედრას გამოეხმაურა. მან ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შეცვლაზე გამოთქვა თავისი შეხედულება. „მე ყოველთვის მირჩევნია ოსიმენისა და კვარაცხელიასნაირი ხალხი მოედანზე იყოს. დიდი ფეხბურთელები არ უნდა შეცვალო, რადგან მათ შეუძლიათ ნებისმიერ წამს გაიტანონ გოლი. მათ ნაცვლად მოედანზე იმავე დონის ფეხბურთელს ხომ...

ვალენსიას თამაში ტრაგედიის გამო გადაიდო
ჩანაწერი

ვალენსიას თამაში ტრაგედიის გამო გადაიდო

დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” არ ითამაშებს. ქალაქში მომხდარი შემაძრწუნებელი ხანძრის გამო „ღამურების” შეხვედრა „გრანადასთან” გადაიდო. ორ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა სულ მცირე ათი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თხუთმეტამდე ადამიანს ეძებენ. „ვალენსია”, რომელიც ლა ლიგის ცხრილში მერვე ადგილზეა „გრანადას” „მესტალიაზე” უნდა შეხვედროდა, მაგრამ კლუბმა განაცხადა, რომ მომხდარმა მათზე იმოქმედა და თამაშის ნაცვლად მეხანძრეებსა და მაშველებს შესთავაზა დახმარება....

ევრო წაგებით დავიწყეთ
ჩანაწერი

ევრო წაგებით დავიწყეთ

ალექსანდრ ჯიკიჩის დებიუტი წარმატებული ვერ გამოდგა – ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი მარცხით დავიწყეთ. უფრო ცუდი ის არის, რომ წავაგეთ უშუალო კონკურენტ დანიასთან – 69:75. ნახევარ საათზე მეტი ვიგებდით. მასპინძლები წინ მხოლოდ მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე გავიდნენ და… ახალი მწვრთნელის პირველი მატჩია. არც ჯიკიჩის კვალიფიკაციაში გვეპარება ეჭვი. თუმცა, იყო მომენტები, როდესაც გუნდურად არასწორად ვირჯებოდით. იყო მომენტები,...