ისევ „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრის შესახებ: ნეაპოლში თავიანთი გუნდისგან მეტს ელოდნენ, ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრა კი 1:1 დასრულდა, იტალიის ჩემპიონი ვიქტორ ოსიმენმა გადაარჩინა წაგებას. და ერთადერთი, რაც ამ დღეს „აძურის” გულშემატკივარს მოეწონა, მატჩის ბოლო მონაკვეთი იყო, როდესაც გუნდმა თამაში გამოასწორა.
ფრე იმედის გადაწურვის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ მეოთხედფინალში გასასვლელად თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა საჭირო. აგრეთვე საჭიროა სტაბილურობა, თუმცა იტალიაში არიან ჟურნალისტები, რომელთაც დღევანდელ პირობებში უკეთესი მომავლის დიდად არ სჯერათ.
„ბარსელონასთან” შეხვედრის შეფასებაში ძალიან კრიტიკული იყო Radio Radio-ს ჟურნალისტი ფურიო ფოლოკარი, რომელმაც მატჩის ანალიზის დროს თქვა:
„ასეთი სუსტი „ბარსელონა” არასდროს მინახავს, მაგრამ „ნაპოლიმ” ამით ვერ ისარგებლა. „აძურიმ” ძალიან სუსტად ითამაშა. ოსიმენი მეტოქის კარის წინ ყველაფერს არასწორად აკეთებდა, ლობოტკას ცნობა კი უბრალოდ შეუძლებელი იყო”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 07:40იამალი პსჟ-ს და მბაპეს წინააღმდეგ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
