სარდინიაზე, „კალიარისა” და „ნაპოლის” შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია 73-ე წუთზე შეცვალეს. ეს უკვე ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართველი გარემარბი მოედნიდან გაჰყავთ. საგულისმოა, რომ ორივე შეხვედრაში ნეაპოლელებს ახალი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა ედგათ სათავეში. ქვემოთ გთავაზობთ იტალიური, მეტწილად ნეაპოლური საიტების შეფასებებსა და ქულებს.
calciomercato 5,5 — ძალიან მცირედ გაისარჯა. მისი დონის ფეხბურთელისგან ველით მოქმედებეს, რომელიც მატჩის ბედს გადაწყვეტს. იქნებ კარისგან შორს თამაშობს? „ბარსელონასთან” თამაშის მსგავსად შეცვალეს, უკვე ზედიზედ მეორედ.
iamnaples 5,5 — ნანდესი მეტისმეტად რთული მეტოქე აღმოჩნდა. კვარაცხელიამ „ნაპოლი” თვეობით ზურგით ათრია, ახლა კი ბრწყინვალება დააკლდა. როგორც ჩანს გადაღლის სრულიად მოსალოდნელი პერიოდი დაუდგა. საბოლოოდ შეცვალეს.
areanapoli 5,5 — როგორც ყოველთვის დრიბლინგის ცალკეული გამონათებები ჰქონდა, მაგრამ ოსიმენთან უწინდელი შეთამაშების ჩრდილიც კი ვერ ვნახეთ და არც საჯარიმოში გამწვავებით გამოუჩენია თავი.
tuttonapoli 5,5 — სივრცე შეზღუდული ჰქონდა. რამდენჯერმე გაიბრწყინა, მაგალითად იმ ეპიზოდში, როდესაც ოსიმენს ბურთი თავზე ჩააწოდა, მას კი უკეთესად მართებდა თამაში. კალცონამ ისევ შეცვალა.
calcionapoli24 5,5 — ნანდესმა მის წინააღმდეგ ისე ითამაშა, როგორც პირველ წრეში. კვარაცხელია 25-ე წუთამდე ვერ დაუსხლტა. მართალია პირველ ტაიმში გუნდის ერთადერთი ინსპირაცია ის იყო, მაგრამ ტექნიკური წუნიც აქვს და ამიტომ მისი შეცვლა დანაშაული ნამდვილად არ იყო.
ilnapolista 5,5 — ჩე კვარას ამ შეხვედრაშიც ისე ყურადღებით მეურვეობდნენ გეგონება ჰანიბალ ლექტერი (სერიული მკვლელი და კანიბალი რომანიდან და ფილმიდან სახელწოდებით „კრავთა დუმილი”) ყოფილიყო. მეტიც, მან ნამდვილად არაფერი დააშავა, როდესაც მარჯვენა ფრთოდან ოსიმენს ჩააწოდა ბურთი, ამ უკანასკნელმა კი თავური დარტყმით ბურთი მიწას დაჰკრა. შემდეგ კი „მესამემ” ის შეცვალა და აქ გავჩუმდებით.
calcionapoli1926 5 — წამიერი იყო: ჩვეულებრივთან შედარებით ამოვარდნილი გახლდათ თამაშიდან. ეს იყო დიდი განგაშის ზარი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
