საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას ჯერ კიდევ თბილისში აგრძელებს. შეგახსენებთ, ახალი მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი პირველ მატჩს 23 თებერვალს დანიაში გამართავს, თუმც გუნდი ჯერ კიდევ არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს. ნაკრებს ესპანეთიდან პირდაპირ დანიაში შეუერთდებიან გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე, ხოლო საფრანგეთიდან მწვრთნელის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი. უკვე ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ კაპიტანი თორნიკე...
პლანტაცია ფეხბურთელის სახლში
ინგლისში დამნაშავეთა დაჯგუფებამ პრემიერლიგის ვარსკვლავის სახლში ნარკოტიკის პლანტაცია მოაწყო. მათ ფეხბურთელის მდგმური აიძულეს ასობით მცენარის გარემოცვაში ეცხოვრა. პოლიციამ „სათბურს” მიაგნო, რის შემდეგაც ფეხბურთელს თავისი უდანაშაულობის დამტკიცება დასჭირდა. საბოლოოდ გაათავისუფლეს არენდატორიც, რადგან ჩათვალეს, რომ მას „პლანტაციაში” ცხოვრებას ბანდა აიძულებდა. სანდო წყარომ „სანს” უთხრა: „ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ამ სახლის მეპატრონე პრემიერლიგის ფეხბურთელია. ის სხვა უძრავ ქონებასაც ფლობს...
ვინ მივა დღეს ნაპოლიში?
ბოლო ცნობები ნეაპოლიდან: „ნაპოლის” მწვრთნელად შესაძლოა დაუყოვნებლივ დაინიშნოს იტალიელი ფრანჩესკო კალცონა, რომელიც სკუდეტოს მფლობელთა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს დღეს შეხვდება. შეთანხმების შემთხვევაში კალცონას ასისტენტები იქნებიან მარეკ ჰამშიკი და ფრანჩესკო სინატი — ლუჩანო სპალეტის დროინდელი ფიზიკური მომზადების მწვრთნელი. კალცონა 2022 წლის შემდეგ სლოვაკეთის ნაკრებს უდგას სათავეში. ცნობილი გახდა, რომ სლოვაკთა ფეხბურთის ფედერაცია ყაბულსაა მას ხელ-ფეხი გაუხსნას,...
მაჭარაშვილის ზედიზედ მეორე…
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა რი მედალი მოიპოვა – 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა თურქ ტაჰა აკგულთან წააგო და ვერცხლს დასჯერდა, 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი მირიან მაისურაძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. 17 თებერვალს ფინალურ ბლოკში ხუთი ქართველი ფალავანი გამოდიოდა, მათგან კვარცხლბეკზე სამი ავიდა. ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა...
სულამანიძემ ბაქოში ზედიზედ მეორედ იჩემპიონა
ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო დღეს ბაქოში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა – 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ფინალში პოლონელი პიოტრ კუჩერა 47 წამში იპონით დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებული. ტურნირის ბოლო დღეს სულამანიძის გარდა კიდევ ექვსი ქართველი გამოდიოდა, მაგრამ გურამ თუშიშვილმა, შალვა გურეშიძემ (ორივე – +100 კგ), ბაქარ ერაშვილმა, აკაკი ჯაფარიძემ (ორივე...
ილიას ქამარი და მერაბის საქამრე
პირველად შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს – ილია თოფუირიამ ავსტრალიელი ალეკსანდერ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ქამარი შემოირტყა… არადა, პირველი რაუნდი თითქოს ავსტრალიელის იყო და მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო კიდეც, მაგრამ ძალიან მცირედით. რაუნდებს შორის შესვენებაზე მწვრთნელებმა თოფურია დაარიგეს და ჩვენებურმაც ტემპს უმატა. თოფურია ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა გამარჯვებისკენ და რაუნდის ბოლოს...
თორმეტი შეხვედრის შემდეგ: გარსია მაცარიზე უკეთესი იყო
სირილ ნგონგეს მიერ „ჯენოას” კარში გატანილმა გოლმა „ნაპოლის” მწვრთნელი ვალტერ მაცარი თორმეტ თამაშში მეექვსე წაგებისგან იხსნა. სადღეისოდ მაცარის შედეგი ასეთია: 12 მატჩში 5 მარცხი, რაც მისი წინამორბედის რუდი გარსიას შედეგზე უარესია. ფრანგმა გარსიამ 12 შეხვედრაში 21 ქულა მოიპოვა, იტალიელმა მაცარიმ — 15. გარსიას „ნაპოლი” მეოთხე ადგილზე ჰყავდა, მაცარის მეცხრეზე ჰყავს. ოცდახუთი ტურის შემდეგ მეოთხეზე „ატალანტაა”,...
მაცარიმ გატეხილი თოჯინა ბოლომდე დაამტვრია
გთავაზობთ პორტალ ilnapolista-ს ჟურნალისტის არმანდო დე მარტინოს რამდენიმე აბზაცად ჩამოწერილ მოსაზრებებს „ნაპოლისა” და „ჯენოას” 1:1 დამთავრებული შეხვედრის შესახებ: ვალტერ მაცარიმ იმდენჯერ აურია კარტი, იმდენჯერ გადააწყო-გადმოაწყო ქაღალდი, რომ წარუმატებლად დაწყობილი პასეანსის თვლა აერია. მან ისედაც დამტვრეული სათამაშო ბოლომდე დაამტვრია. ამას ფრანგი არ სჯობდა? ერთადერთ კაცი, რომელსაც ამ შეხვედრაში გამოკვეთილი ჰქონდა ორიენტირი და ბურთს საჯარიმოში აწვდიდა იყო...
მამარდას კარში არ დაურტყამთ
AS-მა კარგი ფორმულირება მოძებნა, „ვალენსიამ” და „სევილიამ” „მესტალიაზე” ტაქტიკური ფეხბურთი ითამაშეს, ეს ბურთაობაზე მეტად მწვრთნელების დუელი იყოო. გამოცემის აზრით ამის კარგი დასტური გახლდათ ის, რომ შეხვედრაში, რომელსაც ეწოდებოდა „ვალენსია” „სევილიას” წინააღმდეგ, მსაჯმა მხოლოდ ერთხელ ამოიღო ყვითელი ბარათი. ორივე მხარე შეტევაზე მეტ ყურადღებას დაცვას აქცევდა და ის სახიფათო მომენტები, რომლებიც ამ საღამოს შეიქმნა, უფრო კონტექსტიდან მოგლეჯილი...
38:3 და ავჭალა ნახევარფინალის მოლოდინში
„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში საქართველოს სარაგბო ნაკრების უპირატესობა ეჭვს წამითაც არ იწვევდა, არადა ბორჯღალოსნები ესპანელებთან ჯახში მხოლოდ 37-ე წუთზე დაწინაურდნენ, როცა თენგიზ პერანიძემ ბურთის რაქიდან გამოტანისას დაქნევით მთელი ესპანური დაცვა გააბითურა და 9 ნომრისთვის კლასიკური ლელო გაიტანა. ეს იყო პერანიძის პირველი ლელო მე-3 სანაკრებო მატჩში. ლუკა მატკავამ გარდასახა და ანგარიში 7:3 გახდა, რადგან 21 წუთზე ესპანელებმა...
![[Downloader.la]-6596883e98da9 ნაკრებს კაპიტანი და ამერიკელი შეუერთდა](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2024/02/Downloader.la-6596883e98da9.jpg)








