რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა რი მედალი მოიპოვა – 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა თურქ ტაჰა აკგულთან წააგო და ვერცხლს დასჯერდა, 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი მირიან მაისურაძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
17 თებერვალს ფინალურ ბლოკში ხუთი ქართველი ფალავანი გამოდიოდა, მათგან კვარცხლბეკზე სამი ავიდა.
ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა გივი მაჭარაშვილი (97 კგ), რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი დაამარცხა.
ოქროს მედლისთვის იბრძოდა საქართველოს ნაკრების დებიუტანტი, აკაკი ქემერტელიძე (70), ახლოსაც იყო პირველ ტიტულთან მაგრამ, არმენ ადრიასანთან შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი სამი ქართველიდან ორმა მოახერხა გამარჯვება – ავთანდილ კენჭაძემ (79) ბერძენი გეირგიოს კუგიუმციდისი დაამარცხა, ხოლო რობერტ დინგიშვილმა (57) ილმან მუხტაროვს აჯობა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
