დღე: თებერვალი 14, 2024

Home 2024 თებერვალი 14 (ოთხშაბათი)
ჯიკიჩი: მიზანი – ევრობასკეტი 2025…
ჩანაწერი

ჯიკიჩი: მიზანი – ევრობასკეტი 2025…

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ჟურნალისტებს შეხვდა. მასთან ერთად პრესკონფერენციას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე და გენერალური მდივანი ლაშა გამყრელიძე ესწრებოდნენ. შეკითხვაზე, რა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც საქართველოს ნაკრებში მუშაობა გადააწყვეტინა, ჯიკიჩმა მოკლედ უპასუხა: – ჩემთვის სიტყვა ბევრს ნიშნავს. ვიქტორ სანიკიძეს დავპირდი და სიტყვა შევასრულე – დღეს თქვენ წინაშე ვარ....

ლივერპულმა გააოცა
ჩანაწერი

ლივერპულმა გააოცა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, აჟამად კი  საფეხბურთო ექსპერტმა რიო ფერდინანდმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ გამოსვლაზე ისაუბრა. „არ ველოდი, რომ „ლივერპული“ ამ სეზონში ცხრილის სათავეში მოექცეოდა და ტიტულის მოპოვებისთვის იბრძოლებდა. მეგონა, მერსისაიდელების მაქსიმუმი ოთხეულში მოხვედრა იქნებოდა, რას ვიქირებდი რომ ისევ „მანჩესტერ სიტისთან“ დაიწყებდნენ ბრძოლას. მართალი გითხრათ, ვფიქრობდი, ქალაქელების მთავარი მეტოქე „არსენალი“ გახდებოდა, მაგრამ ეს უბრალოდ...

ვერცხლი და ბრინჯაო ბულგარეთში…
ჩანაწერი

ვერცხლი და ბრინჯაო ბულგარეთში…

დაიწყო ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი და საქართველოს დელეგაციის ყულაბაში უკვე ორი მედალია – ვერცხლი და ბრინჯაო. პირველი მედალი რამინ შამილიშვილმა (55კგ.) მოგვიტანა, რომელიც ზედიზედ მეორედ ვერცხლის მფლობელი გახდა. შამილიშვილმა ჯამში 241 კილოგრამი მოაგროვა და მხოლოდ მასპინძელ ანგელ რუსევს (244კგ.) ჩამორჩა. ბრინჯაო კიდევ ერთმა ბულგარელმა ჯან ჟარკოვმა (235კგ.) ირგუნა. ამავე წონით კატეგორიაში ძალები კიდევ ერთმა ქართველმა ძალოსანმა...

თუ არ დაარტყამ, როგორ გაიტან?!
ჩანაწერი

თუ არ დაარტყამ, როგორ გაიტან?!

სერია A-ში „ნაპოლიმ” „მილანთან” ვალტერ მაცარის პერიოდის მეხუთე შეხვედრა წააგო — თერთმეტიდან ხუთი. სულ, მაცარის ნეაპოლში დაბრუნების შემდეგ „აძურიმ” 16 მატჩი ჩაატარა და მათგან რვაში დამარცხდა. ცუდი სტატისტიკა მარტო საბოლოო ანგარიშებზე არ ვრცელდება. ყოველი შეხვედრის რიცხობრივი მაჩვენებელიც შემაშფოთებელია. „ნაპოლიმ” სტუმრად ბოლოს 2023 წლის 25 ნოემბერს, „ატალანტას” კარში გაიტანა. მას მერე „პარტენოპეელებმა” ექვსი საგარეო შეხვედრა ჩაატარეს...

ჟელინსკის გუნდიდან გააგდებენ?
ჩანაწერი

ჟელინსკის გუნდიდან გააგდებენ?

კვირას, „მილანთან” მატჩის შემდეგ, პიოტრ ჟელინსკი ნეაპოლში არ დაბრუნებულა. მეორე დილით მან იქვე, მილანში, „ინტერის” წარმომადგენლებთან ერთად სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახლა სამწლიანი კონტრაქტის ხელმოწერას წინ აღარაფერი უდგას. პოლონელი „შავ-ლურჯებთან” შეთანხმებულია, რომ წელიწადში 4,5 მილიონ ევროსა და ბონუსებს მიიღებს. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში იქნება პუნქტი კონტრაქტის კიდევ ერთი წლით შესაძლო გახანგრძლივების შესახებ. ჟელინსკიმ და „ინტერმა” სამედიცინო...

სანამ ოსიმენი მიწას იფორმებს
ჩანაწერი

სანამ ოსიმენი მიწას იფორმებს

ვერა და ვერ უახლოვდება „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ოთხეულს. ამოცანის მისაღწევად, სეზონის ბოლო მონაკვეთში, მას ყველა საუკეთესო ფეხბურთელი მწყობრში სჭირდება. ერთ-ერთი მათგანი, რასაკვირველია, ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი გახლავთ, რომელმაც მიმდინარე სეზონში თამაშების ნახევარი გამოტოვა. მიზეზი: ტრავმა და ეროვნული ნაკრების თამაშები. „პარტენოპეელთა” ცენტრალურ თავდამსხმელს „ნაპოლის” მაისური 23 დეკემბრის(!) შემდეგ არ ჩაუცვამს — ის აფრიკის ერთა თასზე გამოდიოდა,...