წელი: 2023

Home 2023
ფეხბურთი გრძელდება
ჩანაწერი

ფეხბურთი გრძელდება

ფეხბურთი გრძელდება. რა თქმა უნდა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი კი გამოაკლდა – ეპოქა დამთავრდა! კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქა! ნეიმარის ნათქვამი გამახსენდა. ჟურნალისტის შეკითხვაზე ვინ არის დედამიწის საუკეთესო ფეხბურთელი, მან უყოყმანოდ უპასუხა – მე. „კი, მაგრამ მესი და რონალდუ?“ – ჩაეძია ჟურნალისტი. „თქვენ მკითხეთ დედამიწის საუკეთესო, ისინი კი სხვა პლანეტიდან...

ექვსგზის ჩემპიონთან შესახვედრად
ჩანაწერი

ექვსგზის ჩემპიონთან შესახვედრად

14 ივლისს სრულდება გლობალური ღონისძიება, რომელიც სრულიად საქართველოს ყურადღების ცენტრში მთელი სამი კვირის განმავლობაში იყო და რომელმაც სიამოვნებისა და სიამაყის უამრავი წუთი განაცდევინა. პარასკევს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება მატჩი საქართველოსა და ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრებების შეხვედრა, რომელშიც გათამაშდება ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე-მერვე ადგილები და ამით დაესმება წერტილი ლადო კილასონიას გუნდის სამხრეთაფრიკულ თავგადასავალს. სასიამოვნო...

დი მარციო, მიქაუტაძე და ლაციო…
ჩანაწერი

დი მარციო, მიქაუტაძე და ლაციო…

სატრანსფერო საკითხებში კარგად ჩახედული ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო სოციალურ ქსელში წერს, რომ სერია A-ს კლუბი „ლაციო” საქართველოს ნაკრებისა და „მეცის” თავადმსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დამატებაზე ფიქრობს და ფრანგებს ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშრებით პირველი შეთავაზებითაც მიმართა. იტალიელები ჩირო იმობილეს შემცვლელს ეძებენ და ჟურნალისტის ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი სამიზნე გიორგი მიქაუტაძეა. გასულ სეზონში ქართველმა ლიგა 2-ის 37...

ოთხეულები შეიკრა
ჩანაწერი

ოთხეულები შეიკრა

„უიმბლდონზე“ ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. როგორც ქალთა, ასევე კაცთა შორის, კიდევ თითო წყვილი გაირკვა. დაძაბული და დრამატული გამოდგა დანილ მედვედევისა და კრისტოფ ეუბანკსის ჯახი, რომელიც საბოლოოდ, რუსმა მოიგო – 6:4; 1:6; 4:6; 7:6; 6:1. არადა, ამერიკელი ახლოს იყო კიდევ ერთ სენსაციასთან, მაგრამ კლასი არ ეყო და ნახევარფინალი მედვედევს გაატანა. მარტივად იმარჯვა კარლოს ალკარასმა, ვინაც დანიელი ჰოლგერ...

სპალეტის რჩევა გარსიას: იმუშავე მშვიდად
ჩანაწერი

სპალეტის რჩევა გარსიას: იმუშავე მშვიდად

„ნაპოლის” ყოფილმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სატელევიზიო არხ „სპორტიტალიას” „აძურის” შესახებ რამდენიმე სიტყვა უთხრა. „გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩემი ოჯახის სასარგებლოდ მივიღე, დიდი გულისდაწყვეტა მომიტანა — მომიხდა ისეთი ძლიერი კლუბის დატოვება, როგორიც „ნაპოლია”. დავემშვიდობე ნეაპოლის ფეხბურთში შეყვარებულ სამყაროს”. შემდეგ სპალეტიმ მომავლის შესახებაც გამოთქვა თავისი მოსაზრება. „კლუბმა უდიდესი სამუშაო გასწია. ჩემს მემკვიდრეს, რუდი გარსიას მინდა მშვიდად მუშაობა ვურჩიო. თუ...

გოლინის თაობაზე მოილაპარაკეს
ჩანაწერი

გოლინის თაობაზე მოილაპარაკეს

პიერლუიჯი გოლინი მომდევნო სეზონშიც „ნაპოლიში” ითამაშებს. ის ალექს მერეტის შემცვლელი იქნება. როგორც „სქაი სპორტი” წერს, „პარტენოპეელებმა” „ატალანტასთან” შეთანხმებას მიაღწიეს და გოლინის ოჯარა გაახანგრძლივეს. იჯარის საფასურია 400 000 ევრო. „ნაპოლის” აქვს ფეხბურთელის 7 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უპირატესობა.  

ონანას ტრანსფერი იზმში გადაიზარდა
ჩანაწერი

ონანას ტრანსფერი იზმში გადაიზარდა

„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა თქვა, რომ ახალ სეზონს დინ ჰენდერსონით დაიწყებს — ჰენდერსონი მეკარეა, რომელიც გასულ სეზონში იჯარით „ნოტინგემ ფორესტში” თამაშობდა. როგორც ცნობილია, „მანჩესტერ იუნაიტედს” „ინტერის” კარის მცველის ანდრე ონანას შეძენა უნდა, მაგრამ მილანელები კამერუნელს 51 მილიონ გირვანქად (59,5 მილიონი ევროდ) აფასებენ, მაშინ როდესაც მანჩესტერელები 43 მილიონ გირვანქაზე (50,1 მილიონი ევრო) მეტის გადასახდელად...

ზუროსმა შემადგენლობა შეათხელა
ჩანაწერი

ზუროსმა შემადგენლობა შეათხელა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთკვირიანი შეკრება დასრულდა. ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა – ანატოლი ბოისამ და მანუჩარ მარკოიშვილმა ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ინტენსიურად ავარჯიშეს, რის შედეგადაც 18 კალათბურთელი შეირჩა, რომლებიც 21 ივლისიდან იტალიის ქალაქ ტრევიზოში შეკრების მეორე ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას. ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შეკრებაზე  34 კალათბურთელი იყო გამოძახებული. მწვრთნელებმა მოთამაშეები 2 ჯგუფად გაყვეს და დიღმის...

superdeporte: ბოლო დღეებში მამარდა მიივიწყეს
ჩანაწერი

superdeporte: ბოლო დღეებში მამარდა მიივიწყეს

ესპანური superdeporte წერს, რომ „ბაიერნმა” „სევილიას” მაროკოელი მეკარე იასინ ბონო გაიხსენა. „რეკორდმაისტერი” მისი შეძენით ადრეც იყო დაინტერესებული, ახლა კი როდესაც ევროპაში გოლკიპერთა კარუსელი დატრიალდა, გერმანულმა კლუბმა 31 წლის კარის მცველს მიაკითხა. ყველაფერი „მანჩესტერ იუნაიტედიდან” დავიდ დე ხეას წასვლით დაიწყო. ინგლისურმა კლუბმა მის ნაცვლად „ინტერიდან” კამერუნელი ანდრე ონანას გადაბირება გადაწყვიტა, რასაც, როგორც ამბობენ, წინ აღარაფერი უდგას....

ჟელინსკის საქმე არაბეთისკენ დაიძრა
ჩანაწერი

ჟელინსკის საქმე არაბეთისკენ დაიძრა

„ნაპოლის” ფეხბურთელებს პიოტრ ჟელინსკისა და ირვინგ ლოსანოს ორი რამ აქვთ საერთო — იტალიის ჩემპიონთან კონტრაქტს ვადა თერთმეტ თვეში ეწურებათ და „აძურის” კვალობაზე დიდძალ ხელფასს, სეზონში 4-4.5 მილიონ ევროს იღებენ. კლუბის მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა პოლონელსა და მექსიკელს სთხოვა, ან ახლავე გაეხანგრძლივებინათ ხელშეკრულებები, ან დაუყოვნებლივ გამოენახათ ახალი კლუბები. ჟელინსკის თაობაზე კარგა ხანს არაფერი ისმოდა, მაგრამ დღეს...