წელი: 2023

Home 2023
ალ-იტიჰადმა სალაჰსაც დაადგა თვალი
ჩანაწერი

ალ-იტიჰადმა სალაჰსაც დაადგა თვალი

საუდური „ალ-იტიჰადი“ „ლივერპულის“ თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის შეძენით დაინტერესდა. „ალ-იტიჰადი“ შეეცდება დაარწმუნოს „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა სალაჰი გაყიდოს. ქალაქ  ჯიდას კლუბი 31 წლის ეგვიპტელს 90 მილიონ ევროზე მეტს შესთავაზებს – გარიგება ყველაზე ძვირი იქნება საუდის არაბეთის ჩემპიონატის ისტორიაში, თუ წითლები დათანხმდებიან. 31 წლის სალაჰს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ ადრე საუდის არაბეთში მოთამაშე ვარსკვლავთა სია...

რაპინო რუბიალესის წინააღმდეგ…
ჩანაწერი

რაპინო რუბიალესის წინააღმდეგ…

ამერიკელმა ლესბოსელმა ფეხბურთელმა, მეგან რაპინომ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი გააკრიტიკა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიისას ფეხბურთელის კოცნის გამო. „რუბიალესის კოცნა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში და მასში მყოფ მამაკაცებში სექსიზმის ღრმა დონეზე მეტყველებს. იყო კიდევ ერთი სურათი, რომელიც ამას მიანიშნებს – ფინალური სასტვენის შემდეგ რუბიალესმა საზარდულზე იტაცა ხელი. რა არის ეს, თავდაყირა...

მამარდას ახალი თანაგუნდელი ინგლისური კარიერით
ჩანაწერი

მამარდას ახალი თანაგუნდელი ინგლისური კარიერით

გიორგი მამარდაშვილის ახალი თანაგუნდელი, სერხი კანიოსი ბრძოლისთვის მზად არის. მართალია, სატრანსფერო გაურკვევლობის გამო მისი სეზონისწინა პერიოდი საუკეთესო არ იყო, მაგრამ ფეხბურთელის მოწადინება ნამდვილად სამაგალითოა. 26 წლის შემტევი ნახევარმცველის კარიერამ მეტწილად ინგლისში ჩაიარა. 2015-16 წლებში ის „ლივერპულში” ირიცხებოდა და „ბრენტფორდში” იყო იჯარით გაშვებული. 2016-17 წლებში იყო „ნორვიჩ სიტიში”. 2017-23 წლებში იყო ისევ „ბრენტფორდი”, საიდანაც ბოლოს, ცოტა...

კვარა ითამაშებს. კვარა 6 მილიონს ითხოვს
ჩანაწერი

კვარა ითამაშებს. კვარა 6 მილიონს ითხოვს

კვირას „ნაპოლი” ახალი სეზონის პირველ შეხვედრას ჩაატარებს შინ, „დიეგო მარადონაზე”, „სასუოლოს” წინააღმდეგ. ეს იქნება სერია A-ს მეორე ტურის მატჩი. პირველში იტალიის ჩემპიონმა სტუმრად, ლიგაში ახალაღზევებულ „ფროზინონეს” 3:1 მოუგო. გუშინ, კონამის საწვრთნელ ცენტრში გუნდი ჯერ დარბაზში, შემდეგ კი მოედანზე გახურდა, მერე ტექნიკაზე იმუშავა და ბოლოს ჩატარდა ტაქტიკური, თამატური ვარჯიშები პატარა კარებში. აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელი, რომელიც...

მინუს ხუთი ავსტრალიასთან დახურულ მატჩში…
ჩანაწერი

მინუს ხუთი ავსტრალიასთან დახურულ მატჩში…

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. პირველ მატჩს „ჯვაროსნები“ „ოკინავა არენაზე“ კაბო ვერდესთან 26 აგვისტოს ჩაატარებენ. მანამდე, კი 22 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა ჩემპიონატამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრა ავსტრალიის ნაკრების (რომლის შემადგენლობაში NBA-ის არაერთი წარმომადგენელია) წინააღმდეგ ჩაატარა და ხუთი ქულით 81:86 დამარცხდა. პირველი ტაიმი ქართველმა კალათბურთლებმა 33:51 წააგეს. მეორე ნახევარი ზუროსის გაწვრთნილებმა უკეთესად...

აზაროვი შახტარში, ოფიციალურად…
ჩანაწერი

აზაროვი შახტარში, ოფიციალურად…

დონეცკის „შახტარმა“ ირაკლი აზაროვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების 21 წლის მარცხენა მცველმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და „შახტარში“ 2028 წლის 30 ივნისამდე დარჩება. აზაროვმა კარიერა თბილისის „დინამოს“ აკადემიაში დაიწყო. „დინამოს“ მთავარ გუნდში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა, სადაც 14 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე პასი გააკეთა. 2021 წლიდან აზაროვი ბათუმის „დინამოში“...

ვეიგას ნაპოლიში ტრანსფერი დაბრკოლდა
ჩანაწერი

ვეიგას ნაპოლიში ტრანსფერი დაბრკოლდა

გაბრი ვეიგას „სელტადან” „ნაპოლიში” გადასვლა გადაწყვეტილი საქმე ჩანდა, მაგრამ წუხელ ესპანურ და იტალიურ კლუბებს შორის მოლაპარაკება შეფერხდა. ტრანსფერებში გარკვეულმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარცომ „სქაი სპორტს” უთხრა: „დღევანდელმა საღამომ შიშები გააჩინა. სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ერთ კვირაზე ოდნავ მეტიღა დარჩა, „აძურის” რუდი გარსიას გუნდის დაკომპლექტება კი ჯერ არ დაუსრულებია. „პარტენოპეელთა” მთავარი სამიზნე 21 წლის ნახევარმცველი გაბრი ვეიგაა,...

ხუთი განსხვავება გარსიასა და სპალეტის ნაპოლის შორის
ჩანაწერი

ხუთი განსხვავება გარსიასა და სპალეტის ნაპოლის შორის

ნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ” ფროზინონეში „ნაპოლის” 3:1 გამარჯვების შემდეგ გამოაქვეყნა წერილი, სადაც რუდი გასიასა და ლუჩანო სპალეტის გუნდებს შორის შემჩნეული ხუთი განსხვავების შესახებ ილაპარაკა. შეიძლება ერთი ტურის შემდეგ დაბეჯითებით მსჯელობა ჯერ ადრეა, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტების თვალით დანახული იტალიის ჩემპიონის ახალი სახე მაინც საინტერესოა. გარსიას 4-3-3 უფრო პოზიციური იყო. ეს შეიძლება შემადგენლობაში, ყველა რგოლში არსებულმა ცვლილებებმა...

ჟორჟი ფრანგულ სიმბოლურში…
ჩანაწერი

ჟორჟი ფრანგულ სიმბოლურში…

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრაში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „მარსელს“ შეხვდა და ფრედ, 2:2 ითამაშა. მასპინძლეთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა. მიქაუტძემ შედეგიანი თამაში გამო სტატისტიკისა და ანალიზის ვებგვერდმა whoscored-მა საკმაოდ მაღალი შეფასება 7,9 დაუწერა და გასული ტურის სიმბოლურ...

კაჭარავა ლიეტუვაში ითამაშებს…
ჩანაწერი

კაჭარავა ლიეტუვაში ითამაშებს…

ნიკა კაჭარავა კარიერას ლიეტუვის „პანევეჟისში“ გააგრძელებს – ამის შესახენ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს: „საფეხბურთო კლუბმა „პანევეჟისმა“ გადამწყვეტი ბრძოლების წინ თავისი შემტევი რიგები ნიკა კაჭარავათი გააძლიერა. 29 წლის ფორვარდი გუნდს უკვე შეუერთდა. კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა გაგრძელების პერსპექტივით“. კაჭარავას კარიერის მანძილზე სხვადასხვა კლუბებში უთამაშია, ის ადრეულ ასაკში ორ რუსულ კლუბს, ყაზანის „რუბინსა“ და „როსტოვს“ ეკუთვნოდა,...