საუდური „ალ-იტიჰადი“ „ლივერპულის“ თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის შეძენით დაინტერესდა.
„ალ-იტიჰადი“ შეეცდება დაარწმუნოს „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა სალაჰი გაყიდოს. ქალაქ ჯიდას კლუბი 31 წლის ეგვიპტელს 90 მილიონ ევროზე მეტს შესთავაზებს – გარიგება ყველაზე ძვირი იქნება საუდის არაბეთის ჩემპიონატის ისტორიაში, თუ წითლები დათანხმდებიან.
31 წლის სალაჰს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ ადრე საუდის არაბეთში მოთამაშე ვარსკვლავთა სია პსჟ-ის ყოფილმა თავდამსხმელმა ნეიმარმა შეავსო, რომელიც „ალ-ჰილალში“ გადავიდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
