„ნაპოლიმ” სერია A-ს მეორე ტურში „სასუოლოს” ვიქტორ ოსიმენის პენალტითა და ჯოვანი დი ლორენცოს გოლით 2:0 მოუგო. ამ შეხვედრაში მასპინძლებს მესამეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ჯაკომო რასპადორიმ თერთმეტმეტრიანი კარს ააცილა. ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ის იყო, რომ რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მხოლოდ 61-ე წუთზე შეიყვანა. სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა მატეო პოლიტანო შეცვალა. მოედანზე შესვლიდან ორ...
წელი: 2023
საფრანგეთი ჩარჩა, იტალია საფრთხეშია
ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს მეორე ტურის მატჩები დაიწყო და ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გასული რამდენიმე გუნდის ვინაობა უკვე გაირკვა. D ჯგუფში ასეთი ლიეტუვა და მონტენეგროა. ბალტიისპირელებმა დღეს მექსიკა გაანადგურეს – 96:66, ხოლო მონტენეგრომ 98:74 ეგვიპტეს მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ერთმანეთს ბოლო ტურში შეხვდებიან. H ჯგუფიდან კი კანადა და ლატვია გავიდნენ....
მამარდაშვილი პერეცმა ჩაშალა
მიუნხენის „ბაიერნმა“ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა თელ ავივის „მაკაბისა“ და ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების მეკარესთან, 23 წლის დანიელ პერეცთან. პერეცი „ბაიერნში“ 2028 წლის 30 ივნისამდე დარჩება და 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „ყველა ბავშვის ოცნებაა, ერთ დღეს ისეთ დიდ კლუბში ითამაშოს, როგორიც „ბაიერნია“. როდესაც მიუნხენელების ინტერესის შესახებ გავიგე, მხოლოდ ერთი სურვილი გამიჩნდა, აქ მეთამაშა. მსურს,...
მილანის ორი პენალტი ტორინოს კარში
„მილანმა” „სან სიროზე” „ტორინოს” 4:1 მოუგო. მილანელთა ოთხი გოლიდან ორი პენალტით გავიდა. ორივე ოლივიე ჟირუმ გაიტანა. ამ ფაქტს ნეაპოლურ მედიაში მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა. კამპანიის დედაქალაქში სწამთ: ეს იყო მორიგი დადასტურება იმისა, რომ იტალიაში მსაჯები „ჩრდილოეთის სამეულს” ეხმარებიან. „ჩრდილოეთის სამეულში” „მილანი”, „ინტერი” და „იუვენტუსი” იგულისხმება. ჟირუს გარდა ტურინელთა კარში გოლები გაიტანეს კრისტიან პულიშიჩმა და თეო ერნანდესმა....
დააკლდება ლოსანო ნაპოლის?
„ნაპოლის” მარჯვენა გარემარბის, მექსიკელი ირვინგ ლოსანოს შესახებ ცნობილი გახდა, რომ ის დიდი ალბათობით „პსვ ეინდჰოვენში” დაბრუნდება. ჰოლანდიელები იტალიის ჩემპიონს 10 მილიონ ევროს სთავაზობენ. ამას დაემატება ბონუსები, რაც თანხას სავარაუდოდ 15 მილიონამდე გაზრდის. კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და ძალიან მალე დასრულდება. ინფორმაცია ნიდერლანდურმა Voetbal International-მაც დაადასტურა. 15 მილიონი გაცილებით ნაკლებია ვიდრე 45 მილიონი, რომელიც „ნაპოლიმ” ლოსანოში...
ზღაპრული ტაიმი და… 6:33 შოტლანდიაში
… როცა „მარიფილდზე“ პირველი ტაიმი დასრულლდა, ედინბურგის ჰაერში უდიდესი სენსაციის სურნელი ტრიალებდა. გულს ბორჯღალოსანთა მორიგი ტრიუმფი სურდა, მაგრამ ცივი გონება გკარნახობდა, რომ შოტლანდიელები ასე მარტივად არ დათმობდნენ თამაშს. ასეც მოხდა – პირველი ტაიმის 0:6-ის მერე „ნარშავებმა“ კოსმოსური სიჩქარეები ჩართეს და რა სამწუხაროდაც უნდა ჟღერდეს, მაგრამ ქართული დაცვა წალეკეს. 33:6 – ასეთია შოტლანდიისა და საქართველოს მორაგბეთა...
საქართველომ დებიუტი მოიწყო
ისტორიული დებიუტი შედგა – საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე კაპო ვერდეს ნაკრები 85:60 დაამარცხა. ანგარიშის შემხედვარე, კაცი ვერ იტყვის, რომ დაამარცხა – ამას უფრო განადგურება ეთქმის. ილიას ზუროსის გუნდი მხოლოდ დასაწყისში ჩამორჩა, მაგრამ პირველი მეოთხედის შუაწელიდან მოყოლებული აკრიფა და შესვენებამდე გამარჯვებულის ბედი გადაწყვეტილი იყო. ჩვენებმა მესამე მეოთხედიც კარგად ჩაატარეს და აფრიკელებს მხოლოდ ბოლო 10-წუთეულში გაატანეს...
გასპერინიმ ნაპოლი არ ახსენა
დღეს სერია A-ს მეორე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე” „ატალანტას” მასპინძლობს. „ფროზინონემ” პირველ შეხვედრაში „ნაპოლისთან” 1:3 წააგო, ბერგამოელებმა კი სტუმრად „სასუოლოს” მოუგეს 2:0. ეს ის „სასუოლოა”, რომელიც ხვალ „დიეგო მარადონაზე” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” ეთამაშება. „ფროზინონესა” და „ატალანტას” შეხვედრის წინ, პრეს კონფერენციაზე, ბერგამოს გუნდის მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ თქვა, რომ „ატალანტას” მონდომებულ მეტოქესთან ელის დაპირისპირება, რომელიც სერია...
ფროზინონეს ორი გულშემატკივარი ნეაპოლელის ცემისთვის დასაჯეს
როგორც ირკვევა, სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრას, რომელშიც „ნაპოლიმ” „ფროზინონეს” 3:1 მოუგო, მაყურებელთა ხულიგნური გამოცდომებიც ახლდა. შეხვედრა ფროზინონეში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გულშემატკივრები ნეაპოლელებს აგრესიულად დახვდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ იტალიის ჩემპიონის ბევრმა გულშემატკივარმა იჩივლა, რომ მას თავს დაესხნენ. Italy24 სულაც ფროზინონეს სიახლოვეს მდებარე პატარა ქალაქის კასინოს მკვიდრი ოჯახის პოსტს აქვეყნებს, რომელსაც იმანაც ვერ უშველა, რომ ერთ-ერთ...
კოტდივუარელი წყალტუბოში…
წყალტუბოს „სამგურალმა“ 26 წლის კოტდივუარელი ფორვარდი გნამე იიკპე დაიმატა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. წყალტუბოელთა ახალწვეული ბოლოს მაროკოს ჩემპიონატში „ტიჰად დე კასაბლანკასა“ და „ხემისეტში“ თამაშობდა. „სამგურალის“ სპორტულმა დირექტორმა მიხეილ აშვეთიამ გნამეს, 39-ნომრიანი მაისურა გადასცა და კოტდივუარელ ლეგიონერს წარმატებები უსურვა. „მიხარია, რომ „სამგურალს“ შემოვუერთდი. გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ვეცდები, საუკეთესო თვისებები გამოვავლინო და გუნდს დავეხმარო. ქართული...









