დღეს სერია A-ს მეორე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე” „ატალანტას” მასპინძლობს. „ფროზინონემ” პირველ შეხვედრაში „ნაპოლისთან” 1:3 წააგო, ბერგამოელებმა კი სტუმრად „სასუოლოს” მოუგეს 2:0. ეს ის „სასუოლოა”, რომელიც ხვალ „დიეგო მარადონაზე” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” ეთამაშება.
„ფროზინონესა” და „ატალანტას” შეხვედრის წინ, პრეს კონფერენციაზე, ბერგამოს გუნდის მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ თქვა, რომ „ატალანტას” მონდომებულ მეტოქესთან ელის დაპირისპირება, რომელიც სერია A-ში დაბრუნდა და ყველა ღონეს იხმარს, რათა უძლიერესთა შორის დამკვიდრდეს. ამიტომ, ბერგამოელებს ყურადღებით მართებს თამაში.
შემდეგ გასპერინის ახალი სეზონის შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა: „ძალიან დაბალანსებულ ჩემპიონატს ველი. სუსტ და საშუალო გუნდებს შორის სხვაობა მეტისმეტად შემცირდა. იმავდროულად, გაძლიერდნენ დიდი გუნდები: „იუვენტუსი”, „ინტერი” და „მილანი”.
გასპერინიმ არ ახსენა იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი”, რამაც მისი გულშემატკივრები გააბრაზა და მათ სოციალურ ქსელში შეუტიეს „ატალანტას” თავკაცს. გასპერინი ზაფხულში ლუჩანო სპალეტის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად განიხილებოდა, მაგრამ უარი თქვა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
