მიუნხენის „ბაიერნმა“ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა თელ ავივის „მაკაბისა“ და ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების მეკარესთან, 23 წლის დანიელ პერეცთან. პერეცი „ბაიერნში“ 2028 წლის 30 ივნისამდე დარჩება და 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„ყველა ბავშვის ოცნებაა, ერთ დღეს ისეთ დიდ კლუბში ითამაშოს, როგორიც „ბაიერნია“. როდესაც მიუნხენელების ინტერესის შესახებ გავიგე, მხოლოდ ერთი სურვილი გამიჩნდა, აქ მეთამაშა. მსურს, გუნდის წარმატებაში საუთარი წვლილი შევიტანო“, – განაცხადა მიუნხენელთა ახალწვეულმა.
ზაფხულში, საქართველოსა და რუმინეთში გამართულ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე პერეცი ისრაელის ახალგზრდული ნაკრების კარს იცავდა.
შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნის წინ აქტიურად განიხილებოდა „ბაიერნში“ საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი, მაგრამ მიუნხენელებმა საბოლოოდ არჩევანი პერეცზე გააკეთეს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
