წელი: 2023

Home 2023
ნაპოლის კვირას რაჰმანი დააკლდება
ჩანაწერი

ნაპოლის კვირას რაჰმანი დააკლდება

ამირ რაჰმანისთვის სანაკრებო კვირა ადრე დაიწყება. „ნაპოლის” ცენტრალური მცველი ოთხშაბათს „უნიონ ბერლინის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოედანზე იქნება, მაგრამ ამ შეხვედრის დამთავრებისთანავე დატოვებს კლუბს. შესაბამისად, რაჰმანი ვერ მიიღებს მონაწილეობას კვირას, „ემპოლისთან” დაპირისპირებაში, რომელიც „მარადონაზე” საქართველოს დროით 15 საათსა და 30 წუთზე გაიმართება. მიზეზი: უეფამ სწორედ კვირისთვის გადადო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა კოსოვოსა და ისრაელის...

იაგომ მონიტორი გადააყირავა
ჩანაწერი

იაგომ მონიტორი გადააყირავა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში „სელტამ“ „სევილიასთან“ ფრედ ითამაშა (1:1). „სელტამ“ ბოლო ნახევარი საათი უმცირესობაში გაატარა, მაგრამ დამატებულ წუთებზე გამარჯვების შანსი მიეცა. მსაჯმა დანიშნა პენალტი „სევილიას“ კარში, როდესაც ხესუს ნავასმა თავდამსხმელ იორგენ ლარსენს საკუთარ საჯარიმოში უჯიკა. VAR-ის გადახედვის შემდეგ, მსაჯმა გააუქმა პენალტი და საფინალოდ ჩასტვინა. შედეგად „სელტას“ კაპიტანმა იაგო ასპასმა მოედნის დატოვებისას VAR-ის მონიტორი გადააყირავა....

სერია A შეცვლების მიხედვით
ჩანაწერი

სერია A შეცვლების მიხედვით

„ნაპოლის” ბოლო შეხვედრა სალერნოში ჰქონდა, სადაც 2:0 მოიგო. „სალერნიტანას” კარში პირველი გოლი ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა, ხოლო მეორე ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად შესულმა ჩრდილო მაკედონიელმა ელიფ ელმასმა, რომლის თამაშში ჩართვა „აძურის” ფრანგ მწვრთნელს გონივრულ გადაწყვეტილებად ჩაუთვალეს. ამასობაში, „კორიერე დელო სპორტმა” ცვილებებთან დაკავშირებით საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა. თურმე, 11 ტურში „ნაპოლიზე” მეტი შეცვლა სერია A-ს 20 გუნდიდან მხოლოდ ხუთმა...

დე ლაურენტისის ვაჟი ავარიაში მოყვა
ჩანაწერი

დე ლაურენტისის ვაჟი ავარიაში მოყვა

აურელიო დე ლაურენტისის ვაჟსა და „ნაპოლის” ვიცე-პრეზიდენტს ედოარდო დე ლაურენტისს გუშინ, შუადღის 4 საათზე ავტო-ავარია შეემთხვა. ეს კასაპულაში (ნეაპოლიდან 32 კილომეტრი) მოხდა. დაშავებულია სამი ადამიანი. რამდენადაც ცნობილია მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. ინფორმაცია CasertaCE.net-მა გაავრცელა. იქ ეწერა, რომ ედოარდო დე ლაურენტისი თავის „პორშე კაიენში” იჯდა, როდესაც „ნისანის” მარკის ავტომობილს ძლიერად დაეჯახა. „ნისანში” იჯდა 3 წლის ბავშვი, რომელიც...

იყო პენალტი გრანადას კარში?
ჩანაწერი

იყო პენალტი გრანადას კარში?

AS: „გიორგი მამარდაშვილმა კვლავ კარგად ითამაშა, კარი მშრალად შეინახა. მეორე ტაიმში პირისპირ შესულ ალბანელ მიტრო უზუნის არ გაატანინა, თუმცა მერე გაირკვა, რომ თამაშგარე მდგომარეობა ყოფილა”. ქართველი მეკარის თამაშზე მეტს ვერაფერს იტყვი. ქვემოთ შეგიძლიათ ეს და შეხვედრის სხვა მომენტები ნახოთ. მისმა „ვალენსიამ” გვარიანად მოსაწყენ მატჩში „გრანადას” შინ 1:0 მოუგო და თუ ამ საღამოს რამე გასარჩევი მოხდა,...

საქართველომ სამი ფინალი წააგო
ჩანაწერი

საქართველომ სამი ფინალი წააგო

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დასრულდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს დელეგაცია ოქროს გარეშე დარჩა. არადა, დასკვნით დღეს სამი ჩვენებური ფინალს ჭიდაობდა… პირველი ოქროს მედლისთვის ტატამზე ლაშა ბექაური (90) გავიდა, რომელმაც გზად აზერბაიჯანელი ფატიევი, შვედი ნიმანი, ფრანგი მატიუ და ნიდერლანდელი ვან ტენდი დაამარცხა. ფინალში ბექაურის მეტოქე სერბი ნემანია მაიდოვი იყო – ძირითადი დრო ილეთის გარეშე დასრულდა, მაგრამ მაიდოვი...

ბათუმი – თითქმის ჩემპიონი
ჩანაწერი

ბათუმი – თითქმის ჩემპიონი

„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა. „ბათუმი“ ისევ 9 ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „დინამოს.“  32-ე ტურში ორივემ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. „ბათუმმა“ „გაგრას“ 3:0, ხოლო „დინამომ“ „თელავს“ 4:0 მოუგო. დინამოელთაგან დუბლი მიითვალა ზორან მარუშიჩმა. ეს სერბი შემტევის მეორე ორგოლაა სეზონში. კიდევ ერთი დუბლი გორელმა გიორგი გაფრინდაშვილმა შეასრულა „შუქურა“ – „დილას“ მატჩში. თანაც ეს...

ორი დღის ერთი მედალი
ჩანაწერი

ორი დღის ერთი მედალი

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთვის არცთუ კარგად დაიწყო. ორი დღის შემდეგ ჩვენს ყულაბაში მხოლოდ ერთი მედალია. არადა, ტატამზე უკვე 9 ჩვენებური ვიხილეთ. მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოგვიტანა, რომელიც ფინალში თურქეთის სახელით მოჭიდავე ვედათ ალბაირაქს, იმავე გიორგი რევაზიშვილის დაეჭიდა. ტატომ თავიდან კი შეუტია და მეტოქეს ორი გაფრთხილება მიაღებინა, მაგრამ მერე პასიურ ჭიდაობაზე გადაერთო და...

იყო თუ არა ოფსაიდი ნაპოლის პირველი გოლის დროს?
ჩანაწერი

იყო თუ არა ოფსაიდი ნაპოლის პირველი გოლის დროს?

სალერნოში, „სალერნიტანასა” და „ნაპოლის” შეხვედრაში, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 2:0 დამთავრდა, ანგარიში მე-13 წუთზე ჯაკომო რასპადორიმ გახსნა. მასპინძლებმა ეს გოლი გააპროტესტეს. იმის შესახებ, რომ გოლს რამდენიმე მოქმედებით თამაშგარე მდგომარეობა უსწრებდა არბიტრს დაუყოვნებლივ უთხრეს მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებმა; ამის შესახებ პრეს-კონფერენციაზე ილაპარაკა მათმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ და ადგილობრივ მედიაში ამ ეპიზოდს მიეძღვნა სტატიები, რომელთაგან ერთ-ერთი გადმოვაქართულეთ კიდეც. აქვე...

დერბის შედეგი ორმა არჩასათვლელმა გოლმა გადაწყვიტა
ჩანაწერი

დერბის შედეგი ორმა არჩასათვლელმა გოლმა გადაწყვიტა

„ნაპოლიმ” სალერნოში 2:0 მოიგო და 11 ტურის შემდეგ სერია A-ს ცხრილში მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა. ნეაპოლელთა მატჩების შემდეგ ჩვენ, როგორც წესი, გთავაზობთ ნეაპოლური ან მსხვილი იტალიური გაზეთებისა და საიტების მოსაზრებებს, ახლა კი გადავწყვიტეთ გაგაცნოთ სალერნოული პრესის, კერძოდ tuttosalernitana-ს  წერილი თითქმის უცვლელად და თან ჩვენი კომენტარის გარეშე:  „სტადიო არეკიზე”, სადაც თამაშობდა არნახულად ცუდ ფორმაში მყოფი მასპინძელთა გუნდი...