თავისუფალი აგენტის სტატუსით გოგა ბითაძე სულ 2 დღე იყო და ახალი გუნდიც იპოვა – 23 წლის ქართველი ცენტრი „ორლანდო მეჯიქის“ კალათბურთელია. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ცენტრი რამდენიმე დღის წინ „ინდიანა პეისერს“ დაშორდა. გუნდმა ჩვენებურთან თანამშრომლობა აღარ ისურვა. და მაინც, ბითაძე მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მაინც დარჩა. ფლორიდულ კლუბთან კონტრაქტის პირობები არ გახმაურებულა, თუმცა ბითაძეს ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად...
წელი: 2023
ოსიმ გულშემატკივრის ნომერი ჩაიწერა
კარგი კაცია ვიქტორ ოსიმენი. იმ დღეს, როდესაც „ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას, მისი და ელიფ ელმასის გოლებით „კრემონეზე” დაამარცხა 3:0, მან გულშემატკივართან უშუალო ურთიერთობით კვლავ გამოიჩინა თავი. ლაგოსში დაბადებული 24 წლის ოსიმენი 17 გოლით ლიდერობს სერია A-ს ბომბარდირთა სიას, მაგრამ ფეხბურთს მიღმა უბრალო ქცევითაც გამოირჩევა. ყველას ახსოვს როგორ მოიქცა ის სპეციაში, მატჩის წინა მოთელვის დროს, როდესაც შემთხვევით...
ნაპოლი 15 ქულით დაწინაურდა
ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ სიმონე ინძაგის „ინტერმა” დაამუხრუჭა. მას ორი ქულა თავისი ყოფილი ვარსკვლავის (2004-2013) სერბი დეიან სტანკოვიჩის „სამპდორიამ” დააკარგვინა — 0:0. 22-ე ტურის ეს შეხვედრა გენუაში, „ლუიჯი ფერარისის” სტადიონზე, იმავე მარასიზე (უბნის მიხედვით ასე ეძახიან) გაიმართა. იმ სანახაობიდან, რომელიც „ინტერმა” მოაწყო, ყველაზე თვალშისაცემი მისი ფეხბურთელების, ბელგიელი რომელუ ლუკაკუსა და ნიკოლო ბარელას წაჩხუბება იყო. რაღაცით...
ორი კლუბი წავიდა
თურქეთში მომხდარმა საშინელმა მიწისძვრამ – ყველაზე ძლიერმა 1939 წლის შემდეგ, ამ ქვეყანაში და მეზობელ სირიაში 33 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა… ტრაგედია თურქულ ფეხბურთსაც შეეხო. ადგილობრივი სუპერლიგის ორმა კლუბმა – „ჰათაისფორმა“ და „გაზიანთეფმა“ უკვე გამოაცხადეს ჩემპიონატის დატოვების შესახებ. ამრიგად, სეზონის განმავლობაში უმაღლესი დივიზიონი 19 გუნდიდან 17-მდე შემცირდება. ტურნირი 17 თებერვალს შეკვეცილი შემადგენლობით გაგრძელდება. „ამ მძიმე...
მოდი და გაიგე, რა ხდება კვარას თავში
„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ „ნაპოლიმ” „კრემონეზეზე” „კოპა იტალიადან” გაგდების გამო შური იძია (3:0) და „აძურის” ფეხბურთელებს შორის ეგრეთწოდებული „ტოპები” და „ფლოპები” გამოარჩია: საუკეთესონი კვარაცხელიამ თავს დღეობა მოუწყო: 7.5 თქვენ მას მარჯვნივ ელით, ის კი მარცხნივ მიდის. თქვენ მას მარცხნივ ელით, ის კი მარჯვნივ მიიწევს. და რას იზამს თუკი მის ჩაკეტვას ორივე მხრიდან შეეცდებიან? მიდი...
ნაპოლი-კრემონეზე: ვინ როგორ და რანაირად
სერია A-ს ლიდერმა „ნაპოლიმ” აუტსაიდერ „კრემონეზეს” 3:0 მოუგო. გოლები გაიტანეს ხვიჩა კვარაცხელიამ, ვიქტორ ოსიმენმა და ელიფ ელმასმა. შეხვედრას პირველიდან ბოლო წუთამდე მასპინძლები აკონტროლებდნენ, თუმცა ლომბარდიელებს ფარ-ხმალი წუთითაც არ დაუყრიათ. მათ შემადგენლობაში კვლავ არ თამაშობდა ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც ტრავმის შემდეგ ვერა და ვერ გამოკეთდა. calcionapoli1926-მა „აძურის” ფეხბურთელები სათითაოდ შეაფასა და დაახასიათა. ქვემოთ ამ შეფასებებს გთავაზობთ. ალექს...
ბასილაშვილმა ვისაც მოუგო, იმასთან წააგო…
ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტული საქმეები სულ უფრო და უფრო უკან მიდის. ერთ დროს საუკეთესო ოცეულში მყოფი და ყველასთვის უხერხული მეტოქე ახლა ყველასთან აგებს. ბასილაშვილი როტერდამის ტურნირის საკვალიფიკაციო წრეში ჩაება, რადგან რეიტინგი მეტის უფლებას არ აძლევს. იქ კი, მხოლოდ ერთი ეტაპი გაიარა და ძირითად ბადეში მოსახვედრი ფინალი წააგო. ბასილაშვილი ფრანგ კონსტან ლესიენთან 5:7; 4:6 დამარცხდა...
ასპრილია: ოსიმენი მე მჯობია? კი მაგრამ, ვის წინააღმდეგ თამაშობს?
„პარმას” ოდინდელმა ვარსკვლავმა, კოლუმბიელმა ფაუსტინო ასპრილიამ „ლა გაძეტა დელო სპორტს” ინტერვიუ მისცა, სადაც ერთი ძველი ისტორია გაიხსენა: „ერთხელ, ვარჯიშის დროს, ლუიჯი აპოლონიმ მითხრა: თუ შენ აქედან ჩვენს პრეზიდენტს ბურთს გაარტყამ, სადილზე დაგპატიჟებ. პრეზიდენტი ოცდაათი მეტრის მოშორებით იდგა. მე გამოვიქეცი, ძალიან ძლიერად დავარტყი და… პირდაპირ თავში მოვახვედრე. პრეზიდენტი დაეცა. ის შოკში იყო. მეც დავიზაფრე. მუხლებზე დავეცი...
ოსიმენი ჰოლანდს სჯობს, ფასი კი კვარასაც აქვსო
ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო ცხრა ნომერი? ვიქტორ ოსიმენი და არა ერლინგ ჰოლანდი. საინტერესოა, რომ ეს ინგლისში დაწერეს, სადაც ნორვეგიელი დაფრინავს და „მანჩესტერ სიტის” მაისურით რეკორდს რეკორდზე ხსნის. ასეთი მოსაზრება „დეილი მეილში” გამოქვეყნდა. ის ტომ კოლომოსეს ეკუთვნის. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ „ნაპოლის” ცენტრალური თავდამსხმელი ცენტრფორვარდის ამპლუაში უფრო ძლიერია და თავის მოსაზრებას განმარტავს: „ამბობენ, რომ ოსიმენს ჰოლანდზე ნაკლები...
მამარდა არც ვარსკვლავი იყო და არც დამნაშავე
„ვალენსიამ” ისევ წააგო, ამჯერად შინ, „ბილბაოსთან” — 1:2. ტრიბუნებზე პროტესტის გამო ცოტა ხალხი იჯდა. დღისით ქალაქში სინგაპურელი მეპატრონის პიტერ ლიმის წინააღმდეგ აქცია მოეწყო, მაგრამ ჩვენი ინტერესის საგანს გიორგი მამარდაშვილის თამაში წარმოადგენს. მამარდაშვილზე ლაპარაკს იმით დავიწყებთ, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მისი ბილბაოელი კოლეგა, ესპანეთის ნაკრების მეკარე უნაი სიმონი დაასახელეს. სიმონმა სხვათაგან გამორჩევა დაიმსახურა, მან შვიდი დარტყმა...









