საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს! ილიას ზუროსის გუნდი შინ ისლანდიას დაუხვდა და ზუსტად იმ 3 ქულით წააგო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონტზე სათამაშოდ საკმარისი იყო – 77:80. სანერვიულო თამაში იყო, მაგრამ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდა. მხოლოდ ერთი მონაკვეთი იყო, როდესაც ილიას ზუროსის გუნდი 7 ქულით დაწინაურდა, მაგრამ ეს უპირატესობა ისლანდიელებმა პირველივე მეოთხედში გააბათილეს. სხვათა...
წელი: 2023
გოგას ექვსიანები
გოგა ბითაძე მოედანს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დაუბრუნდა. გეხსომებათ, ჩვენებური „ინდიანამ“ გუნდიდან გაუშვა, მაგრამ გოგა უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა, „ორლანდომ“ აიყვანა. ახალ გუნდში კი, პირველად გამთენიისას ითამაშა და ეს სწორედ „ინდიანასთან“ მოხდა. „ორლანდომ“ შინ 108:121 წააგო, მაგრამ ბითაძეს ვერაფერს უსაყვედურებს, რადგან ჩვენებურმა პარკეტზე 9.24 წუთი დაჰყო, რა დროშიც 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა....
ოსიმნზე რაღა უნდა თქვა; კვარაცხელია მხატვარია
იყო მოსაზრება, რომ ფრანკფურტში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ „ნაპოლი” ემპოლიში დაღლილი ჩავიდოდა, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდმა ისევ გაიმარჯვა — 2:0. „კორიერე დელო სპორტმა” ტრადიციულად მატჩის გამორჩეული მოთამაშეები დაასახელა. გთავაზობთ იტალიური გაზეთის მოსაზრებას: უდრეკი ოსიმენი სიტყვები უძლურია. ის თავს არასდროს ზოგავს, ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს. თამაშის ბედი მაშინ გადაწყდა, როდესაც მან პირველ 28 წუთში...
მამარდას ვალენსიამ მოიგო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” როგორც იქნა მოიგო. „ღამურებმა” შინ დაამარცხეს მესამე ადგილზე” მყოფი „რეალ სოსიედადი” – 1:0. სტუმართა ნახევარმცველის იგორ სუბელდიას მიერ საკუთარ კარში შეგდებული გოლის შედეგად „ვალენსია” ბოლოსწინა ადგილიდან მეჩვიდმეტეზე გადავიდა, „რეალს სოსიედადს” კი პოზიცია არ შეუცვლია. „ჩეებმა” უწინდელზე უკეთ ითამაშეს და ეს ქართველი მეკარის დატვირთვაზეც აისახა. გიორგი აღარ იყო ის დაუფასებელი გმირი, რომელიც აქეთ-იქით...
ეროვნული ბურთაობა დაიწყო…
25 თბერვალს საქართველოს ეროვნული ლიგის ახალი სეზონი დაიწყო. ჩემპიონატი სამტრედიაში, „სამტრედიისა“ და „თელავის“ მატჩით გაიხსნა. ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა იმერულმა კლუბმა თელაველები მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა, ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ გაიტანა. დღის მეორე შეხვედრაში, გორში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო“ „დილას“ ესტუმრა. დაძაბული შეხვედრა „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა – 2:1. შეხვედრა საკმაოდ იხეში გამოდგა –...
გადარჩება თუ არა მამარდას ვალენსია გავარდნას?
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” დღეს „რეალ სოსიედადს” მასპინძლობს. ეს გახლავთ ახალი მწვრთნელის რუბენ ბარახას პირველი მატჩი „მესტალიაზე”. „ღამურების” მდგომარეობა მძიმეა. ისინი 22 ტურის შემდეგ ბოლოსწინა მე-19 ადგილზე არიან, „რეალ სოსიედადი” კი მესამეზეა. „ვალენსიას” მდგომარეობას ტრავმებიც ამძიმებს. ბასკებთან გუნდს ვერ დაეხმარებიან ხოსე გაია, ედინსონ კავანი, ნიკო და მარკოს ანდრე, მაგრამ სტატისტიკოსები ამბობენ, რომ სეზონის დამთავრებამდე ჯერ დიდი...
კვარა რეკორდისთვის ემზადება
ხვიჩა კვარაცხელია ახალი რეკორდისთვის ემზადება, მას შეუძლია გახდეს „ნაპოლის” ისტორიაში მესამე 23 წელზე უმცროსი ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ს ერთ სეზონში ათზე მეტი გოლი გაიტანა. პირველ ადგილზე არის ოდინდელი იტალო-პარაგვაელი თავდამსხმელი ატილა სალუსტრო, რომელმაც 1929-30 წლების სეზონში 13 გოლი შეაგდო. ის 1908 წელს იყო დაბადებული. მეორე გახლავთ სლოვაკი მარეკ ჰამშიკი, რომელიც დღეს 35 წლის არის და...
ერევანში, სომხეთთან 5:0…
საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ერევანში, სომხეთის 17-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 5:0. პენალტით ანგარიში ნინო ბუხრიკიძემ გახსნა, საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე ნათია ჯოჯუამ გაზარდა. სალომე ხუბულურის გუნდმა მეორე ტაიმში სომხებს კიდევ სამი გოლი გაუტანა – 47-ე წუთზე თავი ლიზი კანკიამ გამოიჩინა, 52-ეზე ნინო ბუხრიკიძემ დუბლი შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში თინათინ...
სპალეტი ლივერპულშიო?
ბრიტანულ მედიაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი, „ლივერპულში“ იურგენ კლოპის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად განიხილება. გერმანელს, რომელიც წითლებთან 2015 წლიდან მუშაობს, კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. მაგრამ ბოლოდროინდელმა ცუდმა შედეგებმა კლუბის ხელმძღვანელობა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მწვრთნელის ცვლილებაზე დააფიქრა. ნეაპოლელებთან სპალეტის კონტრაქტს ვადა ამ ზაფხულს ეწურება. ყოველ კვირას საუბრობენ ახალი შეთანხმების გაფორმების თაობაზე, მაგრამ...
კვარადონა? არც კი ვიცოდი რა რეაქცია მქონოდა
„ჩემთვის ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ჩემპიონთა ლიგაში მომიწევდა თამაში. მეტიც, ის ფაქტი, რომ „ნაპოლის” ფეხბურთელი ვიქნებოდი და სერია A-ში ვითამაშებდი, ოცნების ახდენას ჰგავდა”, — ვინ იცის მერამდენედ აუხსნა ხვიჩა კვარაცხელიამ სიყვარული „ნაპოლის”, გუნდს, რომლის წყალობითაც ის დიდ ფეხბურთს ეზიარა. ამჯერად მან ეს uefa.com-ის მიკროფონების წინ გააკეთა. „როდესაც ყველაფერი გავაანალიზე და გავიაზრე, რომ „ამ დონეზე”...









