პიერლუიჯი გოლინი მომდევნო სეზონშიც „ნაპოლიში” ითამაშებს. ის ალექს მერეტის შემცვლელი იქნება. როგორც „სქაი სპორტი” წერს, „პარტენოპეელებმა” „ატალანტასთან” შეთანხმებას მიაღწიეს და გოლინის ოჯარა გაახანგრძლივეს. იჯარის საფასურია 400 000 ევრო. „ნაპოლის” აქვს ფეხბურთელის 7 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უპირატესობა.
ონანას ტრანსფერი იზმში გადაიზარდა
„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა თქვა, რომ ახალ სეზონს დინ ჰენდერსონით დაიწყებს — ჰენდერსონი მეკარეა, რომელიც გასულ სეზონში იჯარით „ნოტინგემ ფორესტში” თამაშობდა. როგორც ცნობილია, „მანჩესტერ იუნაიტედს” „ინტერის” კარის მცველის ანდრე ონანას შეძენა უნდა, მაგრამ მილანელები კამერუნელს 51 მილიონ გირვანქად (59,5 მილიონი ევროდ) აფასებენ, მაშინ როდესაც მანჩესტერელები 43 მილიონ გირვანქაზე (50,1 მილიონი ევრო) მეტის გადასახდელად...
ზუროსმა შემადგენლობა შეათხელა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთკვირიანი შეკრება დასრულდა. ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა – ანატოლი ბოისამ და მანუჩარ მარკოიშვილმა ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ინტენსიურად ავარჯიშეს, რის შედეგადაც 18 კალათბურთელი შეირჩა, რომლებიც 21 ივლისიდან იტალიის ქალაქ ტრევიზოში შეკრების მეორე ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას. ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შეკრებაზე 34 კალათბურთელი იყო გამოძახებული. მწვრთნელებმა მოთამაშეები 2 ჯგუფად გაყვეს და დიღმის...
superdeporte: ბოლო დღეებში მამარდა მიივიწყეს
ესპანური superdeporte წერს, რომ „ბაიერნმა” „სევილიას” მაროკოელი მეკარე იასინ ბონო გაიხსენა. „რეკორდმაისტერი” მისი შეძენით ადრეც იყო დაინტერესებული, ახლა კი როდესაც ევროპაში გოლკიპერთა კარუსელი დატრიალდა, გერმანულმა კლუბმა 31 წლის კარის მცველს მიაკითხა. ყველაფერი „მანჩესტერ იუნაიტედიდან” დავიდ დე ხეას წასვლით დაიწყო. ინგლისურმა კლუბმა მის ნაცვლად „ინტერიდან” კამერუნელი ანდრე ონანას გადაბირება გადაწყვიტა, რასაც, როგორც ამბობენ, წინ აღარაფერი უდგას....
ჟელინსკის საქმე არაბეთისკენ დაიძრა
„ნაპოლის” ფეხბურთელებს პიოტრ ჟელინსკისა და ირვინგ ლოსანოს ორი რამ აქვთ საერთო — იტალიის ჩემპიონთან კონტრაქტს ვადა თერთმეტ თვეში ეწურებათ და „აძურის” კვალობაზე დიდძალ ხელფასს, სეზონში 4-4.5 მილიონ ევროს იღებენ. კლუბის მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა პოლონელსა და მექსიკელს სთხოვა, ან ახლავე გაეხანგრძლივებინათ ხელშეკრულებები, ან დაუყოვნებლივ გამოენახათ ახალი კლუბები. ჟელინსკის თაობაზე კარგა ხანს არაფერი ისმოდა, მაგრამ დღეს...
ალთუნაშვილის მეოთხე ავსტრიული
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი, რომელიც ივნისში ავსტრიის „ვოლფსბერგერში“ ჩაირიცხა, ახალი სეზონისთვის ემზადება. რამდენიმე დღის წინ გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სლოვაკურ „ჟილინასთან“ და ფრედ 2:2 ითამაშა. სამიდან ორი მატჩში („ჟილინასთან“ და „ლეობენთან“) ალთუნაშვილი ძირითად შემადგემლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს, პირველ საკონტროლო შეხვედრაში კი, დაბალლიგელ „ველდენთან“, ქართველი ნახევარმცველი შეხვედრაში 75-ე წუთიდან ჩაერთო....
დინამო ევროსეზონს ასტანაში იწყებს
12 ივლისს თბილისის „დინამო“ ახალ ევროსეზონს იწყებს. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი ყაზახეთის ჩემპიონ „ასტანას“ შეხვდება. თბილისელები ასტანაში ჩარტერული რეისით გაემგზავრნენ. გუნდს ამ მატჩში ვიცე-კაპიტანი ანრი მექვაბიშვილი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. ასევე განაცხადში არ არიან სერბი ფორვარდი ზორან მარუშიჩი და შემტევი თორნიკე კირკიტაძე. ყაზახეთში გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაში 21 ფეხბურთელია: მეკარეები: გიორგი ლორია, ლუკა...
სენსაციური ქალები და დამაჯერებელი კაცები
„უიმბლდონის“ ტურნირზე ქალთა და კაცთა შორის მეოთხედფინალების ორ-ორი მატჩი გაიმართა და თითო ნახევარფინალური წყვილი გამოვლინდა. ქალთა შორის ორივე მატჩი იმ ჩოგბურთელებმა მოიგეს, რომლებიც აუტსაიდერებად ითვლებოდნენ. პირველ ნახევარფინალისტი ჩეხი მარკეტა ვონდროუსოვა გახდა, ვინაც ამერიკელ ჯესიკა პეგულას სამ სეტში მოუგო – 6:4; 2:6; 6:4. განსაკუთრებით საინტერესო მესამე სეტი გამოდგა, სადაც პეგულა 4:1 დაწინაურდა, მაგრამ ვონდროუსოვამ დარჩენილ გეიმებშე...
ჩელსიმ ლუკაკუს თარიღი 12 დან 17 ივლისით შეცვალა
ლონდონის „ჩელსიმ“ ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს კლუბის ბაზაზე დაბრუნების თარიღი შეცვალა. ახლა, თუ თავდამსხმელი „ინტერში“ არ გადავა, მას მოუწევს ვარჯიშის განახლება არა 12, არამედ 17 ივლისს. ორივე მხარე ელოდება, რომ ფეხბურთელის ტრანსფერზე იტალიურ კლუბში 17 ივლისამდე შეთანხმდებიან. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკაკუ არ აპირებდა ლონდონელებთან ვარჯიშის განახლებას დათქმულ დღეს. 12 ივლისს. „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი,...
კალაშნიკოვა ნახევარფინალში არ გაუშვეს
ოქსანა კალაშნიკოვასა და ირინა შიმანოვიჩის წარმატებული სერია „უიმბლდონზე“ მეოთხედფინალში შეწყდა. ქართველისა და ბელარუსი სპორტსმენი წყვილი ნახევარფინალში გასასვლელ მატჩში ამერიკელ კეროლინ დოლეჰაიდთან და ჩინელ შუაი ჟანგთან 4:6, 1:6 დამარცხდა. არადა, პირველი სეტში კალაშნიკოვამ და შიმანოვიჩმა მეშვიდე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება აართვეს და 4:3 დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ ზედიზედ სამი გეიმი დათმეს და სეტიც ზედ მიაყოლეს. მეორე სეტში კი,...





![სანდრო ალთუნაშვილი [დინამო ბათუმი] ალთუნაშვილის მეოთხე ავსტრიული](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2023/07/სანდრო-ალთუნაშვილი-დინამო-ბათუმი.png)



